Connect with us

ჯანმრთელობა

დიეტა გამოშრობის ეფექტით: ნაწლავების ძლიერი გაწმენდა მხოლოდ 1 დღეში

დიეტა გამოშრობის ეფექტით: ნაწლავების ძლიერი გაწმენდა მხოლოდ 1 დღეში

კიტრის სეზონი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. დღეს მსუბუქი და გემრიელი დიეტის, კეფირი-კიტრის ფაფაზე ვისაუბრებთ, რომელიც ნაწლავების გაწმენდაში და 1 დღეში 3 კგ-ს დაკლებაში დაგეხმარებათ. ის სხეულიდან ჭარბ სითხეს გამოდევნის, სხეულს გამოაშრობს და ნივთიერებათა ცვლის პროცესს დააჩქარებს. მეორე დღეს წარმოუდგენელ მხნეობას და სიმსუბუქეს იგრძნობთ.

განმტვირთველი დღე დასვენების დღეებში დაგეგმეთ, როცა სახლში იქნებით: ფაფას ძლიერი საფაღარათო ეფექტი აქვს, ამიტომ სჯობს სახლში დარჩეთ. პროგრამის მენიუ მოიცავს: 2 მოხარშული კვერცხი, 12 საშუალო ზომის კიტრი, 0,5 ლ უცხიმო კეფირი, ახალი მწვანილი გემოვნებით – კამა, მწვანე ხახვი ან ოხრახუში.

კეფირი-კიტრის ფაფა წონაში დასაკლებად

დიეტა 4 საკვების მიღებას გულისხმობს:

1.დილის 9 საათსა და საღამოს 6 საათზე მოამზადეთ ფაფა კვერცხის გარეშე: 3 კიტრი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, 3-4 ს/კ კეფირი დაუმატეთ, თითოეული სახეობის დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. შეგიძლიათ წიწაკა და დაჭრილი კბილი ნიორი დაუმატოთ. მარილის მოყრა არ ღირს. ეცადეთ ფაფა კარგად დაღეჭოთ, რაც უფრო ნელა, მით უკეთესი.

2.შუადღეს და დღის 3 საათზე მოამზადეთ ფაფა იმავე რეცეპტით, ოღონდ 1 კვერცხი დაუმატეთ. საკვების მიღებებს შორის ბევრი წყალი დალიეთ. ყველა სასმელი შეგიძლიათ ლიმონის წვენის ან ვაშლის ძმრის რამდენიმე წვეთით დაამჟაოთ.

ბოლო საკვების მიღების შემდეგ მწვანე ჩაი ან წყალი დალიეთ.

დიეტიდან მეორე დღეს ცხიმის წვის პროცესი გრძელდება. ხორცის, ცხიმიანი საკვების და ალკოჰოლის მიღება შეზღუდეთ. დღეში  5-ჯერ მცირე პორციებით იკვებეთ.

ასეთი განმტვირთველი  დღეები შეგიძლიათ ყოველ კვირას მოაწყოთ. საუკეთესო ეფექტს რომ მიაღწიოთ, ყოველდღე 1,5 სუფთა წყალი დალიეთ, ხოლო ცხელ ამინდში მინიმუმ 2 ლ წყალი. ეს მარტივი დიეტა შეინახეთ და მეგობრებს გაუზიარეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.