საკითხავი
დიდი ხუთშაბათი: რა არ უნდა გააკეთოთ და რას მივაქციოთ ყურადღება ამ დღეს
ჩემი მშობლები ძალიან ღვთისმოსავი ხალხი არაა. ქრისტიანულ დღესასწაულებს შორის მხოლოდ ყველაზე დიდს აღნიშნავენ. აი, ბებია ეკლესიაში ყოველ კვირას დადიოდა. მან მასწავლა, როგორ შევხდე დიდ ხუთშაბათს აღდგომის წინ. ბებია მას ვნების ხუთშაბათს უწოდებდა.
ამ დღეს გამთენიისას პირსახოცს იღებდა და მდინარეზე მიდიოდა. ყინულიანი წყლით განბანის შემდეგ უფალს ძლიერი ჯანმრთელობისთვის მადლობას უხდიდა და სახლში მოდიოდა. ვნების კვირას დიდ ხუთშაბათს ხომ აღდგომის სამზადისი იწყება.
რა უნდა გააკეთოთ დიდ ხუთშაბათს
დიდი ხუთშაბათიდან დაწყებული ეკლესიებსა და ტაძრებში ქადაგებებში ქრისტეს ყველა მიწიერ ტანჯვაზე საუბრობენ. ეს დღე მორწმუნეებისთვის განსაკუთრებულია. ცოდვები უნდა მოიშოროთ და მოინანიოთ, რომ აღდგომას წმინდა გულით შეხვდეთ. ვნების ხუთშაბათს გაწმენდის რიტუალი მხოლოდ ადამიანის სულს არ ეხება.
დიდ ხუთშაბათს სუფთა სხეულით უნდა შეხვდეთ. თუ მდინარეში ან ტბაში განბანის შესაძლებლობა არ გაქვთ, ცივი შხაპი მიიღეთ. ამ დღეს ტრადიციულად სახლს ალაგებენ. დროა, გენერალური დალაგება დაიწყოთ!
რა არის აკრძალული დიდ ხუთშაბათს:
- სიზარმაცე. სახლი და ეზო კეთილსინდისიერად დაალაგეთ. საქმეში ბავშვებიც ჩართეთ.
- ნაგვის დაყრა და ნივთების მიმოყრა. ასე სახლში კამათს გამოიწვევთ.
- ჭუჭყიანი ჭურჭლის და თეთრეულის დატოვება.
- ბინძური წყლით მცენარის მორწყვა. იატაკის მოწმენდით სახლს ცუდი ენერგეტიკისგან ათავისუფლებთ. ბინძური წყალი სჯობს უნიტაზში ჩარეცხოთ.
- ფულის და ნივთის გასესხება.
- მიწიდან სხვისი ფულის აღება. ამ დღეს წარმატებას არ მოგიტანთ.
- წყენა და კამათი. ქრისტე მოთმინებას გვირჩევს.
ხალხური ნიშნები
ამბობენ, თუ დიდი ხუთშაბათი მზიანი და თბილია, ასეთი ამინდი გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. თუ ამ დღეს გაწვიმდა, წვიმიან ზაფხულს ელოდეთ.
სხვათა შორის, დიდი ხუთშაბათი დიდი მარხვის პერიოდშია. სწორედ ამიტომ, თუ მარხვას იცავთ, ჯერ კიდევ ხორცის, ტკბილეულისა და რძის პროდუქტების მიღებისგან თავი შეიკავეთ. როგორ ემზადებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის? გაგვიზიარეთ გამოცდილება!