Connect with us

სხვა

დეოდორანტი არ მუშაობს? 5 მიზეზი თუ რატომ ხდება ასე და როგორ გამოვასწოროთ პრობლემა

დეოდორანტს და ანტიპერსპირანტს რეგულარულად იყენებ თუმცა შედეგით კმაყოფილი არ ხარ? იქნებ ამ სტატიაში მოყვანილი შემცდომებიდან რომელიმეს ან სულაც რამდენიმეს უშვებ?!

1. დეოდორანტს დილის შხაპის შემდეგ იყენებ

თითქმის ყველა ასე იქცევა, რაც არასწორია! ის კანზე საღამოს, ძილის წინ უნდა დაიტანოთ. ღამე საოფლე ჯირკვლებიი პრაქტიკულად არ მუშაობენ რაც მას საშუალებას აძლევს კანში შეიწოვოს და ოფლისგან 24 საათის ან მეტი დროის განმავლობაში დაგიცვათ. დილით წასმული დეოდორანტი სწრაფად ჩამოირეცხება და ნაკლებ ეფექტური იქნება.

2. კანს არ იშრობთ დეოდორანტის დატანამდე

გახსოვდეთ, დეოდორანტი ბოლომდე მშრალ კანზე უნდა დაიტანოთ. შხაპის მიღების და გამშრაების შემდეგ მინიმუმ 20-30 წუთის გასვლის შემდგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორებში ჩამჯდარი სისველე დეოდორანტს კანში შეწოვას არ დააცდის და შესაბიმისად მისი ეფექტურობაც ეცემა.

3. ზედმეტად თხელ ფენას ისვამ

თუ ბურთულიან დეოდორანტს იყენებთ, ის კანზე მინიმუმ2-ჯერ უნდა გაატაროთ, სპრეი კანზე მინიმუმ 3 წამის განმავლობაში უნდ ადაიტანოთ.

4. დეოდორანტს განმეორებით იყენებ

თუნდაც ზედმეტად ოფლიანობდეთ არასდროს დაიტანოთ დეოდორანტი დაუბანელ კანზე. თუ კანიდან ოფლი უკვე გამოყოფილია, მასზე დეოდორანტის გადასმა უსიამოვნო სუნს პირიქით – გააძლიერებს. ამიტომ თუ დეოდორანტის მეორედ დატანა გიწევთ, თან ანტიბაქტერიული ხელსახოცები ატარეთ.

5. არასწორად ირჩევთ დეოდორანტს

ისევე როგორც სახის კრემი – დეოდორანტიც ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ. ამ შემთვევაში რეკლამა ან მეობრის რჩევა კარგ საყრდენად ვერ გამოდგება. თუ ერთმა პროდუქტმა იმედი გაგიცრუათ ახლა სხვა სცადეთ.