Connect with us

ჯანმრთელობა

დელიკატური საკითხი: რა უნდა ქნათ, თუ ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ

ჭარბი ოფლიანობა ან ჰიპერპიდროზი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით გოგოებს აწუხებთ: აბრეშუმის კაბის ჩაცმა და იღლიების ქვეშ საშინელი სველი ლაქების გამოჩენა ერთია. რა უნდა გააკეთოთ, თუ დეზოდორანტი ვერ გშველით?

ჩვენ მედიცინის დოქტორს ვესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რატომ ჩნდება ჭარბი ოფლიანობა და რომელი მეთოდების გამოყენებით შეიძლება ამ დელიკატური პრობლემის მოშორება.

მიზეზი ეძებეთ

პირველ რიგში, ჰიპერჰიდროზის დროს პრობლემის წარმოშობა უნდა განსაზღვროთ. თუ ადრე ჭარბი ოფლიანობა არ გაწუხებდათ, უპირველეს ყოვლისა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ფილტვების ანთება, რევმატიზმი, ნევრასთენია, ჰიპოთალამუსის დაზიანება და კლიმაქსი უნდა გამორიცხოთ. თუ ჭარბი ოფლიანობა ბავშვობიდან გაწუხებთ, სავარაუდოდ, ამას მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს და ორგანიზმში პათოლოგიური დარღვევები თან არ ახლავს. მთელ სხეულზე ასეთი ოფლიანობა ჰიპოთალამუსში ცენტრალური ნერვული სისტემის დონეზე რეგულირდება.

ლოკალურ ჰიპერჰიდროზს ცალკე სამედიცინო სახელი აქვს – ეფიდროზი, რომელიც შეიძლება ხელისგულებზე, ფეხისგულებზე, სახეზე, იღლიების ქვეშ შეინიშნებოდეს და საოფლე ჯირკვლების თანდაყოლილი განსაკუთრებულობით და მათი ინერვაციით იყოს განპირობებული.

ზოგადი ოფლიანობის დროს ოფლდენის რეგულაციის ცენტრალური მექანიზმი ირღვევა, ხოლო ლოკალურის შემთხვევაში – ვეგეტატიური ნერვული სისტემა. ძალიან ხშირად ადამიანებს ოფლის რაოდენობას და ოფლის ძლიერ სუნს შორის ასოციაცია ექმნებათ. თუმცა ასე არაა, ოფლის რაოდენობა და მისი ინტენსიური სუნი ერთმანეთთან დაკავშირებული არაა, რადგან სხვადასხვა ჯირკვლებით რეგულირდებიან. პრინციპში, ჯანსაღი ადამიანის ოფლს სუნი პრაქტიკულად არ აქვს, მაგრამ სხვადასხვა დაავადებების დროს შეიძლება სპეციფიკური სუნი ჰქონდეს.

ანტიპერსპირანტები

პირველ რიგში, შემკვრელი ეფექტის მქონე საშუალებები სცადეთ. უმეტესობა მათგანი სხვადასხვა კონცენტრაციით ალუმინის მარილს შეიცავს, მაგალითად, დეზოდორანტები აქტიური ნივთიერების 3-დან 6% კონცენტრაციით – ოდობანი, დრაი-დრაი, მაქსიმი, ბონედრი, ჰიპერდრაი და სხვა.  ისინი აქტიურ ნივთიერებას ყველაზე მეტად შეიცავენ და მათი გამოყენება მარტივია. სუფთა მშრალ კანზე საღამოს წაისვათ, როცა ჯირკვლების მოქმედება მინიმალურია. ანტიპერსპირანტების გამოყენება ოფლდენას მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში შეიძლება ალერგიული რეაქცია, დერმატიტი და ადგილობრივი შეშუპება გამოიწვიოს.

სამედიცინო საშუალებები

არსებობს მედიკამენტები, რომელთა შემადგენლობა აქტიური ნივთიერება 15-30%-ს აღწევს, როგორც კრემი ექსიპიალ-დეო ფორტე (ალუმინის ჰიდროქლორიდს 15%-ით შეიცავს). თუმცა მაღალი კონცენტრაციით მათი ხანგრძლივი გამოყენება სეკრეტორული უჯრედების ატროფიას (ეგზოკრინული საოფლე ჯირკვლები), რაც ორგანიზმის ბუნებრივ დეტოქსიკაციას ხელს უშლის.

ბოტოქსის ინექცია

დღეს ჰიპერჰიდროზის პრობლემის გადაჭრა ბოტულოთერაპიის გამოყენებით შეგიძლიათ, რომლის დროსაც სიმპატიკური ნერვების დახშობა და ოფლდენის 6-12 თვით შეწყვეტა ხდება. ბოტოქსის ინექციას უკუჩვენება იშვიათად აქვს, ასე რომ მეთოდი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ფიზიოთერაპია

პრობლემის გადასაჭრელად ფიზიოთერაპია პოპულარული მეთოდია. მაგალითად, ელექტრული. მისი სამკურნალო ეფექტი სედატიურ მოქმედებას ეფუძნება, რაც ოფლის შეკავების პროცესს აძლიერებს და ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოქმედებას აუმჯობესებს. ასევე გამოიყენება იონოფორეზი წყლის გამოყენებით, რომელიც ყველაზე ხშირად ხელისგულების და ფეხისგულების სუსტი და ზომიერი ჰიპერჰიდროზის დროს გამოიყენება.

კიდევ ერთი მეთოდი – ლაზერული დესტრუქცია ნეოდიმის და დიოდის ლაზერის გამოყენებით.  პროცედურის დროს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებლით კანის გაჭრა ხდება. შემდეგ წვრილი გრძელი, ბოლოში ლაზერული ნაწილის ინსტრუმენტის დახმარებით იღლიის კანი შიგნიდან მუშავდება, ამასთან საოფლე ჯირკვლების ლაზერული ლიპოლიზი ხდება. ოფლდენა  პროცედურიდან 2 თვის შემდეგ სრულად ქრება.

ქირურგიული მეთოდები

არსებობს ქირურგიული კორექციის მეთოდები, მაგრამ ისინი უკიდურეს შემთვევაში გამოიყენება, როცა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები არაეფექტურია. ქირურგიულ მეთოდს მიეკუთვნება გამოფხეკა (საოფლე ჯირკვლების ამოღება), იღლიის ზონის ლიპოქსაცია (ჭარბი წონის ადამიანების დროს იყენებენ) და სიმპატექტომია (ნერვული კვანძების გადაჭრა).

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.