ჰოროსკოპი
დეკემბრის დამამშვიდებელი ასტროლოგიური პროგნოზი თამარ გლობასგან. რა ელის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს
Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს თამარ გლობასგან. ასტროლოგის თქმით, ბევრ ნიშანს ზამთრის პირველ თვეში გაუმართლებს. ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ნახეთ, რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დეკემბერში.
თამარ გლობას დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეკემბერი საუკეთესო დროა, რომ გასული წელი შეაჯამოთ და მომავალი წელი დაგეგმოთ. ამას ყურადღება მიაქციეთ. ვერძი შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევს. კარიერული ზრდისთვის კარგი პერიოდია. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ბევრი მოგზაურობა და ახალი ნაცნობი ელით. დიდი შანსია, რომ იმდენად გაერთოთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ. ამ საახალწლოდ წინდაუხედავ ნაბიჯებს მოერიდეთ.
კურომ ფინანსებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ხარჯი გაიზრდება, დაუგეგმავი ხარჯიც მოსალოდნელია. ფული გონივრულად დახარჯეთ, რომ ახალ წელს ცარიელი საფულით არ შეხვდეთ. ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება. სამსახურში სასიამოვნო სიახლე გელოდებათ. ბალანსი აღდგება.
ტყუპებს ორსახოვანი დეკემბერი ელოდება. ახლობლებთან და ოჯახთან მეტი დრო გაატარეთ, მათ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. ფული გონივრულად დახარჯეთ, მაგრამ ამაზე დიდად არ იდარდოთ. სტაბილურ შემოსავალს მიიღებთ. სამსახურში ცვლილებებია მოსალოდნელი, ხელფასის მომატების შანსია.
კირჩხიბი წლის ბოლო თვეს სამუშაოთი და მივლინებებით დატვირთული იქნება. ხალხმრავლობას მოერიდეთ, გზაზე ფრთხილად იყავით. ჯანმრთელობას მიხედეთ. ძალის გამოცლამდე არ იმუშაოთ. ასე ახალ წელს გაციებული და მაღალი სიცხით შეხვდებით.
ლომისთვის კარგი პერიოდია, რომ დრო შემოქმედებას და სამსახურში საკუთარი იდეების განხორციელებას დაუთმოთ. გავლენიანი თანამშრომლები მხარს დაგიჭერენ და ბევრ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. ნანატრ მოგებას მიიღებთ. ამ თვეში ხარჯიც გაიზრდება.
როგორი იქნება დეკემბერი ქალწულის, სასწორის, მორიელისა და მშვილდოსნისთვის
ქალწულმა ოჯახს და მეგობრებს მეტი დრო უნდა დაუთმოს. მშობლების ჯანმრთელობას მიხედეთ. მათ თქვენი დახმარება დასჭირდებათ. ძველი იდეების განსახორციელებლად საუკეთესო დროა. თვის ბოლოს რამდენიმე მოუგვარებელი ამოცანა გამოჩნდება. აუცილებელი არაა, რომ ახალ წლამდე მათი მოგვარება სცადოთ. სავარაუდოდ, ახალ წლის ამით დაწყება მოგიწევთ.
სასწორს წლის ბოლო თვეს სახლიდან შორს ყოფნა ხშირად მოუწევს. მივლინება დიდ სარგებელს და შემოსავალს მოგიტანთ. გზაზე ფრთხილად იყავით. ბევრ ახალ ნაცნობს შეიძენთ. ისინი თქვენს მომავალში დიდ როლს ითამაშებენ. ოჯახი არ დაივიწყოთ. მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.
მორიელისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. მეგობრებთან ბევრ დროს გაატარებთ, იმოგზაურებთ და ფულს დახარჯავთ. ყველაზე უკეთ შეძლებთ საახალწლო განწყობის შეგრძნებას. სამსახური არ დაგავიწყდეთ. კარიერაში დიდი ცვლილებები გელოდებათ.
მშვილდოსანს დეკემბერში ბევრი კონფლიქტური სიტუაცია ელოდება. ამ რთულ პერიოდში მეგობრებთან კავშირი, საოჯახო და ყოფითი საკითხების მოგვარება მნიშვნელოვანია. ფული გონივრულად დახარჯეთ, რომ ახალ წელს ცარიელი საფულით არ შეხვდეთ.
ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის
თხის რქამ დეკემბერში ჯანმრთელობას უნდა მიხედოს. მოშურნეები თქვენს განწყობაზე დიდ გავლენას იქონიებენ, მაგრამ ოჯახის და მეგობრების გვერდით ძალას იგრძნობთ. მათთან მეტი დრო გაატარეთ. სწავლის დასაწყებად კარგი პერიოდია. ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
მერწყული დეკემბერში ბევრ ახალ შესაძლებლობას მიიღებს. ეს მომავალი წლის გეგმებს შეეხება. არ იჩქაროთ და ყველაფერს ხელი არ მოკიდოთ. პრიორიტეტები ზუსტად განსაზღვრეთ. საკუთარი თავიც არ დაივიწყოთ. ჯანმრთელობა ამბიციებს არ შესწიროთ.
თევზებს ზამთრის პირველ თვეში როგორც სამსახურში, ასევე სახლში ბევრი სირთულე ელოდება. პრობლემები დროულად მოაგვარეთ, რადგან თვის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ ბევრი იდეა, რომლის განხორციელებაზე მომდევნო რამდენიმე თვე იმუშავებთ. ახალი ნაცნობები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან.