Connect with us

სხვა

დეკემბერში დაბადებული ბავშვები ძალიან ჭკვიანები არიან და უფრო დიდხანს ცხოვრობენ

მეცნიერულად დამტკიცებულია!

შესაძლებელია ფიქრობთ, რომ წელიწადის დრო ხასიათზე გავლენას არ ახდენს. შეიძლება არ გჯერათ ასტროლოგიის, მაგრამ, არსებობს მეცნიერული ფაქტები, რომლებშიც ეჭვის შეტანა ძალიან ძნელია.

დეკემბერი – იდეალური დროა ბავშვის დაბადებისთვის, ამას კი რამდენიმე მეცნიერული ახსნა აქვს. არსებობს ბევრი კვლევა, რომლებმაც გვაჩვენეს, რომ დეკემბერში დაბადება – ნამდვილი გამართლებაა და აი რატომ:

1. დეკემბერში დაბადებული ბავშვები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ

თუ გსურთ, რომ თქვენს პატარას 100 წლამდე სიცოცხლის ძალიან მაღალი შანსები ქონდეს, უზრუნველყავით მისი დეკემბერში დაბადება. კვლევებმა აჩვენეს, რომ დეკემბერში დაბადებულთა გასაოცარი რაოდენობა 105 ან მეტ წლამდე ცოცხლობს.

2. დეკემბერში დაბადებულ ბავშვებს ჯანმრთელი გული აქვთ

კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები რომლებიც სექტემბერ-დეკემბერში იბადებიან, გაცილებით დაბალი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე დანარჩენებს. როგორც ჩანს ეს ერთ-ერთი მიზეზია თუ რატომ ცოცხლობენ ისინი დიდხანს.

3. დეკემბრის ბავშვები გაცილებით მეგობრულები არიან

ერთ – ერთი გამოკითხვის თანახმად, დეკემბერში დაბადებული ადამიანები უფრო ნაკლებად პრეტენზიულები არიან, ვიდრე სხვა თვეებში დაბადებულები (განსაკუთრებით ივლისში!).

4. დეკემბრის ბავშვები ყველაზე ჭკვიანები არიან

რა თქმა უნდა, დეკემბრის ბავშვები ჩვეულებრივ ყველაზე უმცროსები არიან კლასში. ბევრი მშობელი ღელავს, რომ ბავშვები ამის გამო ძალიან ინერვიულებენ. თუმცა ეს სასარგებლოა – კვლევების მიხედვით, ყველაზე იოლად ინფორმაციას ისინი იმახსოვრებენ და აანალიზებენ. ძნელია ბაღში ყველაზე პატარა, რომ ხარ, მაგრამ ამასთანავე ბავშვი უნივერსიტეტშიც ახალგაზრდა ჩააბარებს და უფროსებსაც აჯობებს!