Connect with us

თავის მოვლა

დედის რვეულიდან: 10 საუკეთესო სილამაზის რეცეპტი საბჭოთა კავშირის დროიდან

ამ სილამაზის რეცეპტებს საბჭოთა კავშირის დროს იყენებდნენ:

შვრიით დაბანა

თქვენ დაგჭირდებათ:

  • შვრია

1 მუჭა შვრიის ფანტელები (შეგიძლიათ მთელი ან დაქუცმაცებული გამოიყენოთ) აიღეთ. ხელში მოუჭირეთ და თბილი წყლის ნაკადში 1 წუთით გააჩერეთ. შემდეგ წყალში გაჟღენთილი ცოტა შვრიის ფანტელი აიღეთ და სახე ნაზად დაიმასაჟეთ. რამდენიმე წამში ფანტელები აქაფდება და კანს გაწმენდს. რამდენიმე დაბანის შემდეგ შეიძლება ანთება გამწვავდეს, მაგრამ კვირის ბოლოს ყველაფერი გაქრება. შედეგი: რბილი, ნაზი და ხავერდოვანი კანი.

სახის ნიღაბი „მაცდური“

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ თაფლი
  • ½ ჩ/კ მარწყვის წვენი
  • 2 ს/კ გახეხილი უმი კარტოფილი

1 ჩ/კ გამდნარი თაფლი ნახევარ ჩაის კოვზ მარწყვის წვენს აურიეთ. 2 ს/კ მსხვილ სახეხზე გახეხილი კარტოფილი დაუმატეთ. მიღებული ნარევი სველ მარლას წაუსვით და საფენი კარგად გაწმენდილ სახეზე დაიდეთ. ნიღაბი დაახლოებით 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახის ნიღაბი-ფირი „გამწმენდი“

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ½ ჩ/კ ჟელატინი
  • 1 ჩ/კ რძე
  • ½ აბი აქტივირებული ნახშირი

აქტივირებული ნახშირი დააქუცმაცეთ და ჟელატინს აურიეთ, შემდეგ რძე დაუმატეთ. ყველაფერი შეათბეთ და აურიეთ. ნარევს გაგრილება აცადეთ. პრობლემურ ზონაზე წაისვით, ბოლომდე გაშრობას დაელოდეთ და ერთი მოძრაობით აიძრეთ. ნიღაბი სჯობს აბაზანის მიღების შემდეგ, კარგად დაორთქლილ სახეზე წაისვათ – ასე უფრო ეფექტური იქნება. გაითვალისწინეთ, რომ კუპეროზის დროს ნიღბის გამოყენება არ ღირს.

სახის ნიღაბი „განახლება“

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 აბი ასპირინი
  • 1 ჩ/კ თაფლი

ასპირინს ცოტა წყალი დაასხით. როცა ის დაიშლება, თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სახეზე წაისვით, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. ნიღაბი 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ დაიმასაჟეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღაბს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია, სახის ფერს ათანაბრებს და კანის განახლებას ხელს უწყობს.

ნიღაბი „სახამებელი“

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი
  • 5 ს/კ სტაფილოს წვენი
  • 1 ს/კ არაჟანი

1 ს/კ კარტოფილის სახამებელი ½ ჭიქა წყალში გახსენით და ქვაბში ჩაასხით. 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით და გასქელებამდე ხარშეთ. შემდეგ 5 ს/კ ახალ გაწურული სტაფილოს წვენი და 1 ს/კ არაჟანი დაუმატეთ, აურიეთ და გაგრილება აცადეთ. ნიღბის სქელი ფენა 20-25 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნარევის ნარჩენები მაცივარში შეინახეთ და 3 დღის განმავლობაში გამოიყენეთ. ნიღაბი ეფექტურად დატენიანებას ხელს უწყობს, წვრილ ნაოჭებს ასწორებს და კანის ელასტიკურობას აღადგენს.

სხეულის სკრაბი „მარილიანი“

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა მარილი
  • 1 ჭიქა ცხიმიანი არაჟანი

მარილი და არაჟანი თანაბარი პროპორციით აურიეთ. შხაპის ყოველი მიღების დროს ეს სკრაბი სხეულზე წაისვით და ნეჭა ხელთათმანით დაიმასაჟეთ. მარილს რბილი ამქერცლავი და ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს, ანთებას აქრობს. არაჟანი კანს არბილებს და ატენიანებს. მზა სკრაბი მაცივარში შეინახეთ.

ნიღაბი სქელი თმისთვის „საფუარით“

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ/კ საფუარი
  • 3 ს/კ თაფლი
  • ½ ჭიქა კეფირი

2 ჩ/კ საფუარი აიღეთ, წყალი დაასხით და 1 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. შემდეგ 3 ს/კ თაფლი და ½ ჭიქა კეფირი დაუმატეთ. აურიეთ. ნარევი თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით და თავის კანში შეიზილეთ. პარკით დაიხურეთ და შეიფუთეთ. 1 საათის შემდეგ თმა შამპუნით კარგად დაიბანეთ.

გამაძლიერებელი ლოსიონი თმისთვის „ხახვით“

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ხახვის ფურცლები
  • 2 ს/კ მიხაკი
  • ½ ბოთლი არაყი

ნახევარი ლიტრი ქილა ხახვის ფურცლები კარგად აავსეთ, ცოტა ჩატუმბეთ და არაყი დაასხით. მიხაკი დაუმატეთ. 10 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ, პერიოდულად შეანჟღრიეთ. გადაწურეთ, ლოსიონი მზადაა. თავის დაბანის წინ ლოსიონი თმის ძირებში წაისვით, პარკით და პირსახოცით 2 საათით შეიფუთეთ.

ნაყენი თმის ზრდის დასაჩქარებლად „ჩაით”

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 250 გრ ხმელი ჩაის ჩენჩო (შავი ჩაი არომატიზატორების გარეშე)
  • ½ ბოთლი არაყი

ჩაის არაყი დაასხით და 2 საათით გააჩერეთ, გადაწურეთ და მზადაა. თავის დაბანის წინ ნაყენი თმის ძირებში შეიზილეთ, პარკით და პირსახოცით 1 საათით შეიფუთეთ. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად პროცედურა კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ. უკვე 1 თვეში გაზრდილ თმის „ეკლებს“ შენიშნავთ.

ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ „ბირკავას ზეთით“

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ ბირკავას ზეთი
  • 2 კვერცხის გული

2 ს/კ თაფლი, ლიმონის წვენი და ბირკავას ზეთი აურიეთ და წყლის ორთქლზე თაფლის ბოლომდე გახსნამდე შეათბეთ. გააგრილეთ და 2 კვერცხის გული დაუმატეთ. ნიღაბი თავის კანში შეიზილეთ, პირსახოცით შეიფუთეთ. 1 საათში შამპუნით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში ერთხელ 1 თვის განმავლობაში გამოიყენეთ.