Connect with us

საკითხავი

დედის გულში ჩამწვდომი მილოცვა და რჩევები ზრდასრულ შვილს იუბილეზე

გიზიარებთ იაპონელი დედის გულის ამაჩუყებელ სიტყვებს, რომლითაც 20 წლის ვაჟს იუბილეს ულოცავს. სიტყვები ნამდვილად გულში ჩამწვდომი და დამაფიქრებელია.

დედის მილოცვა ზრდასრულ შვილს

„მე შენ მიყვარხარ ისე, როგორ არავის არასოდეს შეუყვარდები. ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, თუნდაც ცოცხალი აღარ ვიყო.

ვალდებული არ ხარ, შემიყვარო. ვალდებული არ ხარ, ჩემზე იზრუნო. დედის ვალი არ გაქვს. შვილის ვალი მათ გამოიგონეს, რომელთაც მარტოობა აშინებთ. თუმცა თუ კვირაში ერთხელ დამირეკავ და ზოგჯერ მესტუმრები ახალი ტორტით ხელში, ჩემზე ბედნიერი დედა არავინ იქნება!

გახსოვდეს, რომ შენს ცხოვრებაში შენი ცოლი მთავარი ქალია. ალბათ, არ მომეწონება და ჩემს თანხმობას ვერ მიიღებ. მაგრამ ამან არ გაგაჩეროს. ბედნიერი უნდა იყო. ნამდვილად ვიცი, რომ სწორ არჩევანს აუცილებლად გააკეთებ.

შენს ოჯახში არასდროს თქვა, რომ დედა ცოლზე უკეთ ამზადებს. შეაქე შენი ცოლი, რაც არ უნდა მოამზადოს. წლების შემდეგ გაასმაგებული დაგიბრუნდება, როცა ცოლი სიყვარულით და უნაკლოდ მომზადებას ისწავლის.

ღმერთმა არ ქნას, რომ თქვენი ქორწილის დღე, ცოლის და შვილების დაბადების დღეები დაგავიწყდეს. ყვავილებით, ლამაზი მაქმანიანი თეთრეულით და ტკბილეულით ყოველთვის გულს მოიგებ. თუ ყოველ წელს ცოლის გაკვირვება გსურს, თქვენი გაცნობის დღე დაიმახსოვრე.

ზოგჯერ ვერ მიხვდები, როგორ მოიქცე, როცა ცოლი რაღაცას გთხოვს. გამოიყენე სამჯერ თხოვნის წესი. პირველად ქალი რაღაცს მოულოდნელად ამოფრქვეული ემოციების ფონზე ითხოვს. მაგალითად, რეკლამის გავლენით. მეორედ უკვე ხმამაღლა მსჯელობს, ნამდვილად სჭირდება თუ არა.

როცა მესამედ გთხოვს, იმოქმედე. უკვე დეტალურად დაფიქრდა და იცის, რა სურს. მესამე თხოვნის შემდეგ იწყება სახიფათო კონფლიქტის ზონა „ასჯერ გთხოვე!“ შენი ცხოვრების მთავარ ქალთან კამათი არ გჭირდება.

მეტი მოთმინება გამოიჩინე, როცა სმარტფონთან დაკავშირებით დახმარებას გთხოვ. ერთი შეხედვით, ელემენტარული, ჩემთვის მეცნიერებაა. შეგახსენო, ვინ გასწავლა ქოთანზე დაჯდომა?

მიყვარხარ, ჩემო დიდო, პატარა ვაჟო.“

დედობრივი სიყვარული

მნიშვნელობა არ აქვს, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები. მთავარია, რა აზრი დევს. დედის სიყვარულს საზღვარი არ აქვს. დედასა და შვილს შორის კავშირი წლების მატებასთან ერთად უფრო ძლიერდება.

ასევე გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო და სასაცილო რჩევებს, რომელსაც პოტენციური დედამთილი მის საყვარელ ვაჟს ურჩევს. აი, რა თქვა:

„არ გაბრაზდე, თუ შენზე ხშირად ვნერვიულობ და რჩევებს გაძლევ. ასე შენდამი სიყვარულს გამოვხატავ. თუ რამეს გთხოვ, გახსოვდეს, ეს ცარიელი სიტყვები არაა. ჩემი თხოვნის სწრაფად შესრულება სცადე.

ისე გიყვარდეს შენი ცოლი, თითქოს ხვალ სამუდამოდ დაკარგავ. მის ინტუიციას მოუსმინე. ჩემთან მასზე ცუდი არასდროს თქვა. თქვენი კამათი თქვენი საქმეა. ეს ჩემს შემთხვევაშიც მოქმედებს. ჩემი და მამაშენის კონფლიქტზე ცოლს არ უამბო.

საყვარელი ცოლი არ შემადარო. ორივე განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთნაირად ძლიერ გვიყვარხარ. ჩვენი იმედი იყავი!“

Advertisement