Connect with us

თავის მოვლა

დედა უკვე პენსიონერია, მაგრამ ის არაჩვეულებრივად გამოიყურება. მარტივი ნიღაბი კანს მინიმალურ დროში გაახალგაზრდავებს

რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი ქალბატონი 30 წლის ასაკში 45 წლისას ჰგავს, ხოლო ზოგი – 50 წლის ასაკშიც ინარჩუნებს გლუვ, უნაოჭო კანს? ახალგაზრდული იერი ყოველთვის გენეტიკაზე როდია დამოკიდებული. ქალი, რომელიც თავს უვლის, ყოველთვის გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე მისი თანატოლები.

ამის მაგალითია დედაჩემი, რომელზეც ჯერ კიდევ არ ეჭვობენ, რომ პენსიაზე გავიდა. ყველა შუარიან დაქალს ეუბნება, რომ შინ მომზადებული ნიღბები ეხმარება ამაში, სილამაზის მთავარი მტერი კი სიზარმაცე და ქრონიკული დაღლილობაა. მხოლოდ სრულყოფილი ძილი და რეგულარული მოვლა უნარჩუნებს კანს ელასტიურობასა და სიგლუვეს.

სახის ნიღბები 50+ ასაკში

საიდუმლო არაა, რომ სახის კანი, ასაკთან ერთად, გაუწყლოვდება. ჩნდება სისხლძარღვოვანი კვანძები და კეროვანი შესქელება. 40 წელს მიახლოებისას ირღვევა პიგმენტაცია, შესამჩნევი ხდება ნაოჭები და კანს მოყვითალო-მონაცრისფრო ფერი ედება. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა, ხშირად, ეს არასწორი ან არასაკმარისი მოვლის ბრალია.

დროის უკან დასაბრუნებლად არაა საჭირო პლასტიკური ჩარევები და ძვირადღირებული საშუალებები. უბრალოდ გადახედეთ საკუთარ ჩვევებს და ჩაანაცვლეთ ისინი ანტიასაკობრივი ხრიკებით.

ყოველდღიურად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები. მზე – ლამაზი კანის მთავარი მტერია. შეამცირეთ პუდრის რაოდენობაც – იგი კეტავს ფორებს და ნაოჭებს უფრო გამოკვეთს. თუ სახეზე დიდი რაოდენობით პიგმენტური ლაქა გაქვთ, გამოიყენეთ ავტორუჯი და არ გადაფაროთ ტონალური კრემით.

ხელის კრემი აუცილებელია ქუჩაში გასვლამდე და ხელების დაბანის შემდეგ. ჩაიცვით რეზინის ხელთათმანეთი რეცხვის დროს.

თვალქვეშ შეშუპებები რომ არ გაგიჩნდეთ, შეზღუდეთ მარილის მიღება. 40 წლის შემდეგ ჩაანაცვლეთ ხორცი თევზით – იგი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს ზრდასრული ორგანიზმისთვის. ეცადეთ, უფრო დიდხანს გეძინოთ, დაისვენოთ, დაკავდეთ საყვარელი საქმიანობით და ტყუილად არ ინერვიულოთ. თუ სპორტს არ მისდევთ, ჩვევად შემოიღეთ ფეხით სეირნობა.

კოსმეტოლოგიური პროცედურები საშინაო პირობებში მუდმივად უნდა ჩაიტაროთ. დაიწყეთ დილა სახის დაბანით, ხოლო საღამოს სპეციალური საშუალებით გაიწმინდეთ. კანის დაჭიმვა და ნაოჭების გაფერმკრთალება შეგიძლიათ აფთიაქის ვიტამინების დახმარებითაც. ეს სამკურნალო პრეპარატები აღწევს კანში და აჯერებს მას სასარგებლო ნივთიერებებით. ნატურალურ ინგრედიენტებთან კომპლექსში ეფექტი რამდენჯერმე გაძლიერდება.

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია “ასკორუტინი” – რუტინისა(Р) და ასკორბინის მჟავის(С) კომბინაცია. მას კანის სხვადასხვა პრობლემის დროს იყენებენ, რამდენადაც პრეპარატი ზრდის სისხლძარღვების ელასტიურობასა და სისქეს და ბლოკავს ანთებით პროცესებს სახეზე.

“ასკორუტინის” გამოყენება საშინაო ნიღბებში ამცირებს პიგმენტაციას და აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების გამავლობას. კანი მკვრივდება და ჯანსაღ იერს იძენს. კოსმეტოლოგიაში ამ პრეპარატს კუპეროზის სამკურნალოდ იყენებენ.

ამ წამლის გამოყენების ყველაზე მარტივი საშუალება – დაფქული აბის დამატებაა სახის კრემში. სიწითლისა და სისხლძარღვოვანი კვანძების მოსაშორებლად, ასკორუტინს სხვა ინგრედიენტებს ურევენ და უშუალოდ დაზიანებულ მონაკვეთებზე იტანენ.

კუპეროზის საწინააღმდეგო ნიღაბი

შეურიეთ 1 ს.კ. მწვანე ჩაი 1 ს.კ. რძეს, 2 ს.კ. თეთრ თიხასა და ორ დაფქულ აბ “ასკორუტინს”. დაიტანეთ ნიღაბი იმ ადგილებზე, სადაც სისხლძარღვები ჩანს. აცადეთ გაშრობა და წაისვით მასა მთელ სახეზე(თვალის ირგვლივ კანის გარდა). 20 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.

ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ

შეურიეთ 1 ს.კ. წიწიბურის ფქვილი, 1 აბი დაფქული “ასკორუტინი” და 15 გ თბილი თხევადი თაფლი. წაისვით ნიღაბი სახეზე, მოერიდეთ თვალის ირგვლივ მონაკვეთს. ჩამოიბანეთ ნიღაბი 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით. არ დაგავიწყდეთ კრემის დატანება პროცედურის შემდეგ. პირველი შედეგები მეორე პროცედურის შემდეგ იქნება შესამჩნევი.

ღრმად გამწმენდი ნიღაბი

შეურიეთ 1 ს.კ. ცისფერი თიხა, 1 აბი “ასკორუტინი”, 20 წვეთი სელის ზეთი და 5 წვეთი ლავანდის ზეთი. დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი, რათა მასა ფაფისებრი გახდეს. დაიტანეთ ნიღაბი კანზე და გაიჩერეთ სრულ გახმობამდე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილის ნახარშით.

ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

1 ს.კ. ჟელატინს დაასხით თბილი წყალი 15 წუთით. როცა ჟელატინი ამოიბერება, შეურიეთ 1 აბი “ასკორუტინი” და დადგით წყლის აბაზანაზე. დაუმატეთ წყალი, თუ მასა ძალიან სქელი გამოვიდა. დაიტანეთ ნიღაბი 15 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

როგორც ხედავთ, სილამაზისთვის არაა აუცილებელი დიდი დროისა და თანხების ფლანგვა, კანის შესაფერისი მოვლა და სილამაზის დიდი ხნით შენარჩუნება საშინაო პირობებში სავსებით შესაძლებელია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.