Connect with us

საკითხავი

დედას აპატიეთ, მადლობა უთხარით და მისთვის ილოცეთ. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია

ლოცვა ყველაზე მცირეა, რაც მშობლებისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ. ბედნიერებაა, რომ შეგიძლიათ უფალს მათი ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე შეთხოვოთ. დააფასეთ მათთან ურთიერთობა, სანამ ცოცხლები არიან, და სთხოვეთ ბრძნული რჩევა, სანამ პასუხის გაცემა შეუძლიათ. გრძნობები თამამად გამოხატეთ. დედ–მამას ხშირად მოეფერეთ და შეეხმიანეთ.

ლოცვა მშობლებისთვის

გვიანი არასდროსაა, რომ მშობლებს პატიება სთხოვოთ. მათაც აპატიეთ მათი საქციელი ან სიტყვა, რომელმაც გული გატკინათ. თუ პირადად ვერ ეხმიანებით, ლოცვით სულიერი კავშირის დამყარებას შეძლებთ. ამ დროს თქვენც მშვიდად უნდა იყოთ. მღელვარება შეუსაბამოა.

გულწრფელი ლოცვა აუცილებლად შესმენილი იქნება. მშობლების ჯანმრთელობისთვის შეგიძლიათ ილოცოთ იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის, დედა მატრონას და წმინდა პანტელეიმონის მიმართ. სახლში ხატებთან ან ეკლესიაში ილოცეთ. მთავარია, გულწრფელად ილოცოთ.

ლოცვა

უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.

ბრძენი ხალხი მშობლებისადმი სიყვარულის და პატივისცემის გამოხატვას გვასწავლის. გვარიგებენ, რომ მშობლების რჩევები მივიღოთ, მათი სიტყვები უყურადღებოდ არ დავტოვოთ, რადგან ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ. მშობლებისთვის ლოცვას დიდი ძალა აქვს და შეუძლიათ ისინი ავადმყოფობისა და უსიამოვნებებისგან დაიცვას.

ყველას არ გაუმართლა და არ ჰყავს მისაბაძი მშობელი. არის შემთხვევები, როცა დედის ან მამის რცხვენიათ და მათთან ცივი ურთიერთობა აქვთ. ახალგაზრდები უფროსებს ცუდად ექცევიან, სანამ იმქვეყნად წავლენ. მხოლოდ მათი დაკარგვის შემდეგ მოდის ცნობიერება, მონატრება და სინანული მათი ქმედებების ან უმოქმედობის გამო.

ცხოვრებისეული მაგალითი

ჩემი მეგობარი დედის ჰიპერმზრუნველობაზე ღიზიანდება, ამბობს, რომ მობეზრდა. ვცდილობ ავუხსნა, რომ დედის მიმართ მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს. დედა შეიძლება თავს მარტო გრძნობს და ერთადერთი შვილის, უახლოესი ადამიანის გვერდით ყოფნა სჭირდება. დედამისი მამამისს, რომელმაც ოჯახის ნაცვლად ალკოჰოლი აირჩია, დიდი ხნის წინ დაშორდა.

ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრის მამა გარდაიცვალა. ღირსეულად დაკრძალეს. ახლა მეგობარს სინდისი აწუხებს, რომ მამაზე სიცოცხლეზე სათანადოდ არ ზრუნავდა, ნაკლებად ინტერესდებოდა მისი ცხოვრებით, რომ მეტი თანაგრძნობა უნდა გამოეხატა. სინანული უშედეგოა. ვერაფერს შეცვლის.

მათ, ვისაც მშობლები ცოცხალი აღარ ჰყავთ, ისღა დარჩენიათ, რომ სანთელი აანთონ და მათი სულებისთვის ილოცონ. მშობლებს რჩევებით შეგიძლიათ მიმართოთ. მეც მივმართავ, ხშირად დედას, რადგან მამა არ მახსოვს: ძალიან პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. სასაფლაოზე მივდივარ და მათთან ვსაუბრობ, როცა მარტო ვარ და ჩემს ცრემლებს ვერავინ ხედავს. ზოგჯერ სიზმარში დედა მპასუხობს.

Advertisement