Connect with us

საკითხავი

დედამ 10 მ ვაფლის ტილო იყიდა და მთელი ოჯახი გაშმაგებული ვიყენებთ

რამდენად სასიხარულოა, როცა მოულოდნელად უჯრაში კიდევ ერთ ვაფლის პირსახოცს პოულობ. თან თუ ახალია, ოქროს ფასი აქვს. ალბათ, ყველა გონიერ დიასახლისს ასეთი ვაფლის ტილო მომარაგებული აქვს. ზოგიერთი დღემდე ვაფლის ტილოს რულონებით ყიდულობს. აი, ასე უყვართ!

Alltime.ge-ს რედაქციას გაუკვირდა, რომ ასეთი მარტივი ნივთი ყოველდღიურობაში ამდენად პოპულარულია. ჩვეულებრივ, ამ ქსოვილიდან ხელის პირსახოცებს კერავდნენ. ჩვენ ყოველთვის ასეთი გვქონდა. მახსოვს, რომ წყალს კარგად იწოვდა, ახლა კი, ჭურჭლის კარგად გაწმენდა გვიწევს. ყველაფერი სინთეტიკის გამო.

ვაფლის პირსახოცი

როგორც გავიგეთ, ქალები ვაფლის პირსახოცს მეტრობით ყიდულობენ. მაგალითად, ერთი ქალი ერთბაშად ათ მეტრს ყიდულობს, რომელიც თითქმის ერთი წელი ყოფნის. ხალხი ვაფლის ტილოს იყენებს, გამოდის მასზე უნდა მოგიყვეთ. ამ პირსახოცს უპირატესობას ტყუილად ხომ არ ანიჭებენ.

ასეთი ვაფლის ქსოვილი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიყვარს. სახლში ყოველთვის გვქონდა. მახსოვს, მამას საწარმოდან მოჰქონდა, ოღონდ არა პირსახოცები, არამედ დიდი ნაჭრები. მოკლედ, დამამახსოვრდა და ახლა სიამოვნებით ვიყენებ. ჩემი დაქალებიც ბევრს უკვეთავენ.

ჩემი მეგობარი ტილოს რამდენიმე ნაწილად კეცავს და შემდეგ 30×40 სმ ზომის პირსახოცებად ჭრის. ზოგი დიდი გამოდის, ზოგ პატარა. საქმე არა მიღებული მასალის სილამაზეში, არამედ გამოყენების პრაქტიკაშია. კუთხეების გაკერვას აზრი არ აქვს: გამოყენებიდან მალევე ახლით ცვლიან, ძველს კი აგდებენ.

ვაფლის პირსახოცი

აი, რამდენიმე პუნქტი, სად და რისთვის იყენებენ ამ ჯადოსნურ ვაფლის პირსახოცს, რომლის შეკერვას თავადაც მარტივად შეძლებთ. ვფიქრობთ, ამას ნამდვილად აზრი აქვს.

1. სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის გასაწმენდად. ჩვეულებრივ, ზედაპირზე ნამცეცები ან ღრუბლით გადაწმენდისას სისველე რჩება. ზოგჯერ, შეიძლება ჩაი დაგეღვაროთ.

2. ვაფლის პირსახოცი ჭურჭელს ან ბროლს კარგად ამშრალებს. თუ ბევრი ბროლის ჭურჭელი გაქვთ, პირსახოცი გამოგადგებათ. ყველაფერი ბრწყინავს!

3. ვაფლის ნაჭერი ფანჯრის და სარკის გასაწმენდად გამოგადგებათ. სისველეს კარგად იწოვს და ხაზებს არ ტოვებს.

4. ფეხსაცმელზე კრემის წასასმელად ღრუბელი აღარ დაგჭირდებათ. უბრალოდ ვაფლის ტილო გამოიყენეთ. რამდენჯერმე გამოიყენეთ და გადააგდეთ.

5. ზოგჯერ, ხელთ ფლანელი არ მაქვს, ამ ნაჭრით მტვერს ვწმენდ. შეგიძლიათ საწმენდი საშუალება დაასხათ.

6. ცხოველების უჯრებისთვის შეგიძლიათ სპეციალური ჩვარი გამოყოთ. ნებისმიერ სითხეს შესანიშნავად იწოვს.

7. ახალგამომცხვარ ნამცხვარს ან ამოსასვლელ ცომს შეგიძლიათ ვაფლის პირსახოცი გადააფაროთ. დიდებულად გამოგადგებათ.

კიდევ როგორ გამოვიყენოთ

მეგობრები უფრო შორს წავიდნენ – ვაფლის პირსახოცით სამუშაო ხალათებს კერავენ. ასეთი ხალათით რემონტის გაკეთება და სამზარეულოში ტრიალი საშიში არაა. ასე წინსაფრის ნაცვლად იყენებენ და თავს კარგად გრძნობენ. მოკლედ, უნივერსალური ნივთია, რომლის შეძენა თეთრები დაგიჯდებათ.

უფრო მეტიც, ვაფლის პირსახოცი ქმრებმა–ავტომობილის მფლობელებმაც კარგად გამოიყენეს. სპეციალური სალფეთქების ნაცვლად ამ ნაჭრით სარკეებს, ფარებს, სანომრე ნიშნებს წმენდენ. უკანა სარკეს ჭუჭყს აშორებენ. თავად სალონსაც მტვერს აშორებენ. ზოგი მასზე ჩექმებს იწმენდს, რომ ხალიჩები არ დასვაროს. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს უკვე ზედმეტია.

რედაქციისგან

როგორც ხედავთ, ფანტაზიას გასაქანი აქვს. მოგვწერეთ, თქვენ როგორ იყენებთ ვაფლის პირსახოცს, თუ ასეთი გაქვთ. თუ ფიქრობთ, რომ ჩვეულებრივი ქაღალდის პირსახოცი უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტურია? თუ ბროლის გასაწმენდად სველ სალფეთქს იყენებთ?

ერთი შეხედვით, ვაფლის პირსახოცმა თავისი დრო უკვე მოჭამა, მაგრამ აი, ნახეთ, როგორ აქტიურად იყენებენ! უნდა ვიფიქროთ, რომ მალე კვლავ მოდაში დაბრუნდება.