საკითხავი
დედამთილი უკმაყოფილოა, რომ ვაჟი შემეძინა. გოგო შვილიშვილი უნდოდა
ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანი თავის იდეაზე ჩაციკლულია. საქმე იქამდე მიდის, რომ ეს არა მხოლოდ მათ, არამედ გარშემომყოფების ცხოვრებას ანადგურებს. Аlltime.ge–ს რედაქცია ბებიის და შვილიშვილის შესახებ გიამბობთ, სადაც აუხდენელი ოცნება მთელი ოჯახის ცხოვრებას წამლავს. აბსურდული სიტუაციაა, მაგრამ ასეც ხდება.
ბებიის და შვილიშვილის შესახებ
„ახლახანს ჩემმა ღვიძლმა დამ ბავშვი გააჩინა. გადავწყვიტე სტუმრად მისვლა და ყველა საბავშვო ნივთის მიტანა, რომელიც აღარ გვჭირდება. ბევრი სხვადასხვა ვარდისფერი ნივთის დიდი პარკი გამოვიდა. თან გოგო შეეძინა, ჩვენ კი გოგოს ნივთები არ გვჭირდება. გაუკვირდა, როცა მთელი პარკი ახალი ნივთები დაინახა. მკითხა, თუ საიდან მქონდა ამდენი გოგოს ნივთი, თუ ბიჭი მყავს.
როცა მთელი ჩემი სიტუაციის შესახებ ვუამბე, მიხვდა, რამდენად აბსურდული იყო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ყველაფერზე თავიდან მოგიყვებით. ჯერ კიდევ 1 წლის წინ თავად ვიყავი ორსული. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან შვილის ყოლას დიდხანს ვერ ვახერხებდით. იმ დროს 38 წლის ვიყავი. გვიანი ორსულობა ისედაც მარტივი არაა. ჩემთვის ბავშვის სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ოღონდ ჯანმრთელი ყოფილიყო.
ჩემს დედამთილს მხოლოდ ბავშვის სქესი აინტერესებდა. გოგოებზე ზედმეტად გიჟდება. ახალგაზრდობაშიც გოგოზე ოცნებობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ჩემი ქმარი გვიან გაჩენილი შვილია. მისთვის გააჩინა და თავად აღზარდა. მეორე ბავშვის მარტო გაჩენა ვერ გარისკა. იმ დროიდან ეს რაღაც აკვიატებული იდეა გახდა.
ექიმები მთელი ორსულობის განმავლობაში ბავშვის სქესის დანახვას ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ, დედამთილმა გადაწყვიტა, რომ გოგო იყო. საბავშვო ნივთების, საბნის, სათამაშოების ყიდვა დაიწყო. ეს ყველაფერი სახლში მოჰქონდა. როცა ბავშვი დაიბადა, დედამთილს კინაღამ ინფარქტი დაემართა. ისტერიკაც მოაწყო და ექთანს უყვიროდა, რომ ბავშვი შეუცვალეს. კარგია, რომ ამის შესახებ ქმრისგან მოგვიანებით გავიგე.
როდის იქნება გოგო შვილიშვილი?
სამშობიარო სახლიდან გამოწერისთანავე კითხვებით შემაწუხა, როდის ვაპირებ მეორე შვილის გაჩენას. შეგახსენებთ, რომ ორსულობა ძლივს გადავიტანე. შვილიშვილს თითქოს ვერც ამჩნევს, მხოლოდ გოგოზე ფიქრობს. ბავშვის გაზრდაში არ მეხმარება, ხელშიც მხოლოდ ერთხელ აიყვანა. ეს ყველაზე მცირე პრობლემაა, რადგან ბავშვზე თავად შემიძლია ვიზრუნო.
დედამთილის შეუპოვრობა ყველაზე დიდი პრობლემაა. ყოველი ჩვენი შეხვედრა იწყება და მთავრდება საუბრით, რომ კიდევ ერთი ბავშვი და აუცილებლად გოგონა გვჭირდება. ვფიქრობ, რომ შეპყრობილია. თითქმის 1 წელი გავიდა და კიდევ ვერ დამშვიდდა. პირიქით, უფრო შეუპოვარი გახდა. ამდენი დრო გავიდა, ანუ უკვე მეორეზე ფიქრი შეიძლება.
მე და ჩემი ქმარი მივხვდით, რომ გონივრული არგუმენტები უძლურია, ამიტომ უბრალოდ ვატყუებთ. უთხრა, რომ ვცდილობთ, მაგრამ არ გამოგვდის. არ მოგვეშვა. გუშინ ფული მოგვიტანა და გვითხრა, რომ ხელოვნური განაყოფიერება გავიკეთოთ. ამან გაგვაოგნა. ასე გოგო შვილიშვილის ყოლა ხომ ნორმალური არაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვუთხარით, რომ ბავშვის გაჩენას არ ვაპირებთ. ახლა რა გავაკეთოთ?“
ისტორიის აბსურდულობა გვაოცებს. რა ვთქვათ, ბებიას მართლაც რაღაც აკვიატება აქვს. იქნებ, სპეციალისტის დახმარებაა საჭირო. ცუდია, რომ მისი აკვიატებული იდეები ოჯახს ცხოვრებას ურთულებს. მათ ბავშვზე უნდა იზრუნონ და უხაროდეთ, რომ ყველა ჯანმრთელია. ამის ნაცვლად დედამთილის და მისი საეჭვო წინადადების მოსმენა უწევთ. გულწრფელად, არ ვიცი, როგორ უნდა გამოძვრენ ამ სიტუაციიდან. ალბათ, დედამთილთან ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს.