Connect with us

საკითხავი

დედამთილთან საუბარი შევწყვიტე, დამნაშავე დიასახლისის საპონია

რძალ–დედამთილის ურთიერთობა მარადიული საკითხია. ხშირად ისე ხდება, რომ ორ ქალს საერთო ენის პოვნა უჭირთ, თუმცა ისტორიას საპირისპირო შემთხვევებიც ახსოვს. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია სწორედ ერთ–ერთ ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ, სანამ ჭურჭლის სარეცხმა საპონმა მყიფე სამყარო არ დაანგრია.

გიზიარებთ რძლის ისტორიას, რომელსაც დედამთილთან კამათი საერთოდ არ სურდა, მაგრამ საპნის ნატეხმა ყველაფერი გააფუჭა.

ჭურჭლის სარეცხი საპონი

„მთელი ცხოვრება ჭურჭელს სარეცხი საშუალებით ვრეცხავ. და ყველას ყველაფერი აწყობდა, სანამ ჩემს ცხოვრებაში დედამთილი არ გამოჩნდა. მილიონი ისტორია მაქვს მოსმენილი, თუ როგორ ვერ ეწყობიან ქალები ქმრების დედებს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩემზე არაა. ვფიქრობდი, რომ ერთ  ქალთან ურთიერთობას ნამდვილად შევძლებდი.

სიმართლე გითხრათ, ასეც იყო. როცა დანიელმა დედამისი გამაცნო, ძალიან მომეწონა. პირველივე შეხვედრაზე რამდენიმე საათით ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, სამომავლო გეგმები განვიხილეთ. მან ოჯახის ისტორიები მომიყვა. იმ დღეს მძიმე ტვირთი მოვიშორე. ვფიქრობდი, რომ მშვიდად ვიცხოვრებდით.

დაქორწინების შემდეგ ჩემს ბინაში ცხოვრება გადავწყვიტეთ. ბებიამ პატარა ერთოთახიანი ბინა დამიტოვა. ვგეგმავდით, აქ ცოტა ხნით გვეცხოვრა, ფული დაგვეგროვებინა და რაღაც უფრო დიდი ბინა გვეყიდა. ქმარმაც ერთი წლის წინ ბიძიასგან მემკვიდრეობით სოფელში სახლი მიიღო. ასე ოროთახიანი ბინის ყიდვა შეიძლებოდა. ამას კი გასაქირავებლად დავტოვებდით. დედამთილსაც ჩვენი გეგმა მოეწონა.

პირველი ვიზიტი

ქორწინების შემდეგ 2 კვირით დასასვენებლად წავედით. დაბრუნებისას დედამთილი გვესტუმრა. ძალიან მიხაროდა. კარგად ვივახშმეთ, ვისაუბრეთ. სუფრა ავალაგე და ჭურჭლის დარეცხვა დავიწყე. არ მიყვარს, როცა ნიჟარაში ბევრი ჭუჭყიანი თეფშია ჩაყრილი. ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება დავასხი და საქმეს შევუდექი.

აქ, უცნაური დიალოგი შედგა. ნატალიმ დაინახა, რომ ჭურჭელს ვრეცხავდი და მკითხა: „მარინა, რით რეცხავ ჭურჭელს?“ ვეუბნები, რომ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით. მეუბნება: „რომ იცოდე, ყველა ეს საშუალება ტოქსიკურია. ეს ხომ შემდეგ საკვებიდან ორგანიზმში ხვდება. სჯობს დიასახლისის საპონი შეიძინო. ჩემს შვილზე ხომ კარგად უნდა იზრუნო“.

ცოტა გავოგნდი, მაგრამ ხუმრობაში გატარება გადავწყვიტე. ვუთხარი, რომ ჭურჭელზე საპონიც რჩება და სუნიც არ მომწონს. ყველაფერში ქიმიაა და ამით არაფერი დაშავდება. მაშინ მიპასუხა, რომ ახალგაზრდებმა არაფერი ვიცით. გადავწყვიტე, საუბარი აქ დამესრულებინა. დამავიწყდა კიდეც.

ახალი ბინა

1 წელში სოფელში სახლის მყიდველი გამოჩნდა. კარგ ფასად გავყიდეთ. გადავწყვიტეთ, რომ ახალი ბინის ყიდვის დროა. თან ორსულად ვიყავი და ოჯახისთვის სახლის მოწყობა მსურდა. ჩვენი დანაზოგი ავიღეთ, დარჩენილი თანხა დეიდაჩემისგან ვისესხეთ. როცა მე-9 თვეში ვიყავი, ახალ სახლში გადავედით.

ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა. მშობიარობამდე ბოლო 2 კვირა საავადმყოფოში ვიწექი. სახლში დაბრუნება ძალიან მიხაროდა. ქმარმა დიდებული სადილი დამახვედრა. დედამთილიც პირველივე დღეს გვესტუმრა. როცა ფინჯნის გასარეცხად ნიჟარას მივუახლოვდი დავინახე, რომ უბრალო ჭურჭლის სარეცხი საშუალების ნაცვლად დიასახლისის საპონი იდო.

ურთიერთობის გასარკვევად ძალა არ მქონდა. როცა ნატალი წავიდა, უბრალოდ საპონი გადავაგდე, მაღაზიაში კი ახალი ჭურჭლის სარეცხი საშუალება ვიყიდე. როცა მეუღლეს ვკითხე, თუ რა საპონი იყო, მიპასუხა, რომ დედამ მოიტანა. ის ხომ გონიერ დიასახლისთან კამათს არ დაიწყებდა.

მეორე დღეს კვლავ გვესტუმრა. ეს ზედმეტად მომეჩვენა, მაგრამ გაჩუმება გადავწყვიტე. სამზარეულოში შევიდა და იმწამსვე ონკანთან მივიდა. აქ, დაიწყო ის, რასაც არ ველოდი. ხმამაღალ ტონში მითხრა: „უკვე გადააგდე, ხო? ოჰ, რა ჯიუტი ხარ, ჩემი მოსმენა საერთოდ არ გინდა. წვეთი პატივისცემა მაინც გამოგეჩინა. აქ, ჩემი შვილი, შვილიშვილი ცხოვრობს, ჩემი ფული ამ ბინაშია ჩადებული, შენ კი მოსმენა არ გსურს“.

მაშინ ვუთხარი, რომ ამ ბინაში ერთი თეთრიც არ ჩაუდია. მან ძველი სიმღერა დაიწყო, რომ მის შვილზე უკეთ უნდა ვიზრუნო. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რომ ეს ჩემი სახლი, ჩემი ოჯახია და ისე ვიზრუნებ, როგორც საჭიროდ მივიჩნევ. ხოლო, თუ მოსვლა უნდა, ჩემს წესებს პატივი სცეს. დაე, დიასახლისის საპონი ჭურჭლის გასარეცხად თავის სახლში გამოიყენოს.

რა ხდება ახლა

რა თქმა უნდა, იმ დღიდან ნატალი არ მელაპარაკება. სადარბაზოსთან მოდის, ქმარს კი მასთან შვილიშვილი საზეიმოდ გაჰყავს. ეს დიდად არ მომწონს. უკეთესი იყო, როცა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. როგორ მოვიქცე? არ მსურს, ჭურჭელი დიასახლისის საპნით გავრეცხო, თან არ მინდა, რომ დედამთილი ჩემი ოჯახის საქმეებში ჩაერიოს და ცხოვრება მასწავლოს. ღირს ბოდიშის მოხდა და შესარიგებლად ნაბიჯის გადადგმა?“