Connect with us

საკითხავი

დაფნის ფოთლის ჯადოსნური თვისებები. სად დავმალოთ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად

დაფნის ფოთოლი ინტერიერის ელემენტად, კულინარიაში სანელებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გარდა ამისა, მას ჯადოსნური თვისებებიც აქვს, რომლის სწორი გამოყენებით ბევრ სარგებელს მიიღებთ. მაგალითად, თუ დაფნის ფოთოლს საძინებელში დამალავთ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. 1 ფოთოლი საკმარისია. მეთოდი ეფექტურია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ შელოცვებს და რიტუალებს დაფნის ფოთლით, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ და ჰარმონია მოიპოვოთ.

დაფნის ფოთოლი სახლში

მარადმწვანე დაფნა ძველ საბერძნეთსა და ღმერთ აპოლონთან კავშირშია. მისი ტოტი და გვირგვინი დიდების, გამარჯვების და მშვიდობის სიმბოლოა. ოდითგანვე ადამიანები დაფნაზე ზრუნავენ და სხვადასხვა მიმართულებით იყენებენ. დაფნა, როგორც სანელებელი, ყველაზე გავრცელებულია, თუმცა სხვა სფეროშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დაფნის ჯადოსნური თვისებები ფულის მოსაზიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის 5 ცალი დაფნის ფოთოლი წითელი ძაფით შეკარით, შელოცვა თქვით : „დაფნა, წარმატება და ბედნიერება მომიტანე!“, შემდეგ შემოსასვლელ კარზე დაკიდეთ. მალე შედეგს დაინახავთ. რიტუალი ახალ მთვარეზე ჩაატარეთ.

ფორთოხლის ეთერზეთში არეული დაქუცმაცებული დაფნა დააწყვეთ ფულის ადგილებში და ფინანსები გაიზრდება. მისი გადაადგილება არ შეიძლება. მასზე არ ისაუბროთ და სხვებს არ აჩვენოთ.

დაფნის დახმარებით სიღარიბე შეგიძლიათ მოიშოროთ. 4 დაფნის ფოთოლი ჯვარედინად გაშალეთ და შემოსასვლელში ხალიჩის ქვეშ დამალეთ. შელოცვა არ დაგავიწყდეთ: „დაფნის ფოთოლი ფულს იცავს, სიღარიბეს მაშორებს.“ დაფშვნილი ფოთოლი ახლით ჩაანაცვლეთ.

დაფნის ფოთოლი შემოქმედებითი სურვილების ასრულებას ხელს უწყობს. ხელოვანი ხალხისთვის საიმედო თილისმაა. სახლს მოშურნეებისგან იცავს. დაფნის ფოთოლი შემოსასვლელში ხალიჩის ქვეშ შეინახეთ და ოჯახს კამათისგან და არასასურველი სტუმრებისგან დაიცავთ.

დაფნის ფოთოლი ქორწილს აძლიერებს. დაფნის ფოთოლი ლეიბის ქვეშ დამალეთ და წყვილი ღალატზე აღარ იფიქრებს. თუ ბალიშის ქვეშ დამალავთ, მშვიდად დაიძინებთ, ღამით შფოთვა არ შეგაწუხებთ.

ყველა ოთახში დაფნის ფოთლები დაკიდეთ. ასე ცუდ ენერგიას მოიშორებთ. სახლში კამათი შეწყდება. ქორწილის წინა დღეს ფეხსაცმელში დაფნის ფოთოლი ჩადეთ. ასე დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ.

დაფნა სახლში აუცილებელია. თილისმის ძალა საკუთარ თავზე გამოცადეთ. სურვილის ასასრულებლად სურვილები დაფნის ფოთოლზე ჩამოწერეთ, შემდეგ დაწვით. რაც მთავარია, წარმოიდგინეთ, რომ სურვილები უკვე ახდა!

Advertisement