ჯანმრთელობა
დაფლეთილი ნაწლავის სინდრომი: 5 პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ
ნაწლავების ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვჭამთ. დღეს გიამბობთ, თუ რომელი პროდუქტების მიღება არის სასარგებლო ნაწლავებისთვის და ჩვენთვის.
დაფლეთილი ნაწლავის სინდრომის დროს უფრო მსხვილი ნაწილები შეიძლება სისხლში მოხვდეს. ბუნებრივია, ეს განწყობაზე აისახება – და, რაც ყველაზე სამწუხაროა, საკმაოდ დიდი დრო შეიძლება გავიდეს, სანამ პრობლემის მთავარი მიზეზის დადგენა მოხდება. სიმპტომები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: გლიუტენის ან ლაქტოზას პროდუქტების აუტანლობა, სახსრების ტკივილი, საჭმლის მონელების მუდმივი პრობლემები, სისხლში შაქრის დონის მატება, მუდმივი გამონაყარი.
საბედნიეროდ, ნაწლავების ქსოვილი ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი სწრაფად აღმდგენი ორგანოა და გაღიზიანების გამომწვევი ტრიგერის დროულად აღმოჩენით და მოშორებით სწრაფად გამოჯანმრთელებას შეძლებთ. განწყობის და ნაწლავების მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს სწორი დიეტა. ნახეთ, რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ ხშირად, თუ დაფლეთილი ნაწლავის სინდრომის არსებობაზე ეჭვი გეპარებათ.
ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტები
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები არა მხოლოდ სისხლძარღვების, არამედ ნაწლავების კედლებისთვის სასარგებლოა. უჯერი ცხიმოვანი მჟავები ანთებით პროცესებს შეამცირებენ, ანუ ნაწლავების მდგომარეობას შეამსუბუქებენ. ცხიმიანი თევზი, კაკალი, თესლი, მცენარეული ზეთი, ზეთისხილი, ავოკადო, ხიზილალა – ყველა ეს პროდუქტი სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებით მდიდარია და რაციონში ხშირად უნდა ჩართოთ.
პროდუქტები პრობიოტიკებით
პრობიოტიკები სასარგებლო ნაწლავების მიკროფლორის დაბალანსებაში დაგეხმარებათ, ანუ მათი ხშირად ჭამაც ღირს. პრობიოტიკებს დიდი რაოდენობით შეიცავენ არა მხოლოდ რძისმჟავე პროდუქტები, არამედ დამწნილებული ან ფერმენტირებული პროდუქტები. მაგალითად, მჟავე კომბოსტო.
მწვანილი და ბოსტნეული
ნაწლავები უჯრედისის გარეშე ჯანმრთელი ვერ იქნება. მას კი უმეტესობა ჩვენგანი საკმარისად არ იღებს. მწვანილი, ახალი ბოსტნეული და ხილი, პარკოსანი პროდუქტები – სასარგებლო უჯრედისის წყარო და არა მხოლოდ ნაწლავების, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის საწინდარია.
ძვლის ბულიონი
ძვლებისგან მომზადებული ბულიონი შეიცავს ბევრ სასარგებლო ამინომჟავას, რომლებიც ქსოვილის ახალი უჯრედების შესაქმნელად შეუცვლელია. განსაკუთრებით სასარგებლოა დაფლეთილი ნაწლავის სინდრომის დროს, როცა ნაწლავების ქსოვილები დაზიანებულია და გასაახლებლად „საშენი მასალა“ სჭირდება.
მწვანე ჩაი
ეს სასმელი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანთებითი პროცესების შემცირებაში დაგეხმარებათ. მეორეც, გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი გააჩნია, რაც ნაწლავების ჯანმრთელობის დასარეგულირებლად მნიშვნელოვანია.