Connect with us

საკითხავი

დალტონიკმა ბიჭმა შექმნა პროგრამა, რომელიც მის მსგავს ადამიანებს ფერების დანახვაში ეხმარება

დალტონიზმი ყოველ მე-12 მამაკაცს (8%) და ყოველ მე-200 ქალს აქვს. მთელ მსოფლიოში დალტონიზმით დაახლოებით 300 მლნ ადამიანი იტანჯება.

მხედველობის დარღვევა თანდაყოლილია, ზოგჯერ კი შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაავადებებმა მაგალითად, დიაბეტმა და გაფანტულმა სკლეროზმა. დალტონიზმის ყველაზე გავრცელებულ ფორმაში ადამიანი წითელ და მწვანე ფერებს ვერ ასხვავებს, მაგრამ დაავადების სიმძიმის სხვადასხვა ტიპი და ფორმა არსებობს.

დალტონიკის მიერ შემუშავებული პროგრამა Color Blind Pal დარღვევის მქონე ადამიანებს ფერების განსხვავების და მათი უკეთ დანახვის შესაძლებლობას აძლევს.

„რას ვხედავდი ადრე“

„რას ვხედავ ახლა“

„რას ვხედავდი ადრე“

„რას ვხედავ ახლა“

ვინსენტ ფიორენტინი დაბადებიდან წითელი და მწვანე ფერებს ვერ ასხვავებს. მან შექმნა აპლიკაცია, რომელსაც ორმაგი მიზანი აქვს. პირველ რიგში, ჩვეულებრივი მხედველობის ადამიანებს „დალტონიზმის“ საკუთარ თავზე გამოცდის საშუალებას აძლევს. მეორე მხრივ, დალტონიკებს ფერების უკეთ აღქმაში ეხმარება.

პირველ სურათზე – ფერი, რომელსაც ნორმალური მხედველობის ადამიანი ხედავს. მეორე – როგორ ხედავს ამას დალტონიკი. მესამეზე – როგორც აჩვენებს ამას აპლიკაცია.

აპლიკაცია Color Blind Pal საგნების ფერებს ცვლის, რომ მათი განსხვავება უფრო მარტივი იყოს.

აპლიკაცია ფერის განსაზღვრასა და დასახელებაშიც დაგეხმარებათ.

მისი გამოყენება ჩვეულებრივი მხედველობის ადამიანებს სხვადასხვა სახის დალტონიზმის სიმულაციისთვის შეუძლია.

აპლიკაცია Android და IOS მოწყობილობისთვის ხელმისაწვდომია.

ის საკმაოდ პოპულარულია: Google Play-ზე მას 300 გამოხმაურება და საშუალო შეფასება 4,2 აქვს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.