ჯანმრთელობა
დაემშვიდობეთ ჭარბ ცხიმებს და ააჩქარეთ მეტაბოლიზმი 4 დღეში ამ მეთოდის დახმარებით
ხდება, როცა გასახდომას ყველაფერს აკეთებთ: სწორად იკვებებით, სვამთ დიდი რაოდენობით წყალს, დადიხართ დარბაზებში, თუმცა წონა ადგილიდან არ იძვრება. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ განტვირთვის დღეები და დეტოქს-პროგრამები, რომელთა წყალობითაც ორგანიზმი ბუნებრივად იწმინდება ტოქსინებისა და შეკავებული წყლისგან.
ჩვენ გვინდა მსუბუქი, ოთხდღიანი განტვირთვის დიეტა გაგაცნობთ. თუ ყველა წესს დაიცავთ, გათავისუფლდებით რამდენიმე ჭარბი კილოგრამისგან, შეშუპებისგან, გაუმჯობესდება კანის მდგომარეობა, სახე ელვარებას დაიწყებს, ხოლო ნივთიერებათა ცვლა აჩქარდება.
დიეტის მენიუ 4 დღეზე
ყოველ დილით, გაღვიძებიდან 15-20 წუთოს შემდეგ დალიეთ 1 ს.კ. სელის თესლი. იგი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ზეთია, რამდენადაც შეიცავს ომეგა-3.6 ცხიმოვან მჟავებს და აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ ფუნქციონირებას.
ისაუზმეთ ერთი მოხარშული კვერცხით(ან 70გ ხაჭოთი) ხორბლეულის ფაფასთან ერთად, უშაქროდ, წყალზე მოხარშული. უკეთესი ეფექტისთვის გირჩევთ ქატოს დამატებას.
მეორე საუზმისთვის კარგი იქნება გრეიფრუტი, კივი ან 2 მჟავე ვაშლი.
სადილზე მოიმზადეთ ცილოვანი სუპი. ამისთვის დაგჭირდებათ 800-900 გ ქათმის ფილეს ბულიონი, დაუმატეთ სითხეს მოთუშული ხახვი, მწვანილი და დახეხილი სტაფილო. დღეში მიირთვით ბულიონი 150 გ მოხარშულ ქათმის ხორცთან და მაგრად მოხარშულ კვერცხთან ერთად.
სამზარზე უნდა მიირთვათ 2 ქლიავის ჩირი და 1 ბერძნული კაკალი.
ივახშმეთ ახალი, სახამებლის არშემცველი ბოსტნეულისა და მწვანილის სალათით. შეაზავეთ იგი ნატურალური მაწვნით ან არაჟნით.
გვიანი ვახშმისთვის კარგი იქნება უცხიმო კეფირი.
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ დღის განმავლობაში 2 ლ სუფთა წყალი უნდა დალიოთ. ჩაი, წვენი და ყავა არ ითვლება. ამ დიეტის დაცვით 5 კგ-მდე შეკავებულ სითხეს, ტოქსინებსა და ცხიმოვან ფენებს დაემშვიდობებით.