Connect with us

საკითხავი

დადგება თუ არა მსოფლიო შიმშილის წინაშე უკრაინის ომის შემდეგ

ცოტა ხნის წინ კორონავირუსის პანდემია ყველაზე საშინელი რამ გვეგონა, რაც 21–ე საუკუნეში შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ არა! რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად მსოფლიომ ვირუსი თითქოს დაივიწყა. შედარებისთვის, პროდუქტებზე ფასებიც ზრდაც კატასტროფად არ გვეჩვენება.

ნებისმიერ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს ფასების ფორმირების სპეციფიკა ესმის. მაგალითად, პურის ფასში შედის სასუქის ფასი, ტექნიკის მომსახურება, თანამშრომლის ხელფასი და კომუნალური გადასახადები. რატომ ძვირდება პური დღითი დღე? მოდით გავარკვიოთ!

სურსათზე ფასების ზრდა და მასობრივი დეფიციტი

მართალია ახლა უკრაინა და რუსეთი შეურიგებელი მტრები არიან, მათ ისტორიის გარდა კიდევ რაღაც საერთო აქვთ. ორივე ქვეყანა აგრარული გიგანტია, რომლებიც არა მხოლოდ აფრიკას, არამედ ევროპას „არჩენენ“. გაერო (ООН) უკვე შეშფოთებულია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შეიძლება სურსათის ტოტალური დეფიციტი და მთელ მსოფლიოში შიმშილობა გამოიწვიოს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, უკრაინა ხორბლის, სიმინდის და მზესუმზირის ზეთის ერთ–ერთ უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში. მათ მარაგებზე 50-ზე მეტი ქვეყანაა დამოკიდებული. მაგალითად, უკრაინის მარცვლეულით იკვებება აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოები (თითქმის 172 მლნ ადამიანი).

ბოლო წლებში ამ კულტურების ექსპორტში რუსეთი არ ჩამორჩებოდა. რუსული ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულნი არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სომალი, ერიტრეა, ყაზახეთი, მონღოლეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და სხვები. ექსპერტების შეფასებით, ომამდე უკრაინული და რუსული მარცვლეულის ერთობლივი ექსპორტი მსოფლიო ბაზრის თითქმის მესამედს შეადგენდა.

კონფლიქტის შედეგად გლობალური ეკონომიკის ყველა სფერო დაზარალდა. მაგალითად, ლოჯისტიკა დაირღვა. ნედლეულის მიწოდების შეფერხების გამო საკმარისი სასუქის წარმოება შეუძლებელია. ექსპერტების მოსაზრებით, მათ გარეშე ზოგიერთი კულტურის მოსავლიანობა 50%–ით შემცირდება.

იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ომი რამდენიმე თვეა გრძელდება, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში აჟიოტაჟური მოთხოვნა უკვე გაჩნდა ფქვილზე, მანანის ბურღულზე და ა.შ. ამ ქვეყნების ხელისუფლება შიშობს, რომ სურსათის დეფიციტმა (და, შესაბამისად, ფასების ზრდამ) შეიძლება არეულობა გამოიწვიოს.

თუ კლიმატის ცვლილებებს და პანდემიის შემდგომ აღდგენის პერიოდს გავითვალისწინებთ, პროდუქტებზე ფასების ზრდა ისედაც გარდაუვალი იყო. სწორედ ამიტომ, ომმა ცეცხლს ნავთი დაუმატა. სამწუხაროა, რომ კონფლიქტში პირადი ჩარევის გარეშეც შიმშილის შედეგად მთელ მსოფლიოში 276 მილიონი ადამიანი შეიძლება მოკვდეს.

Advertisement