Connect with us

ჯანმრთელობა

დაავადებები გვერდს აგივლით! ვიტამინების კოქტეილი გაზაფხულში, ზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში

თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, თუ ერთი ქილა ასეთი გემრიელი კონსერვი რამდენ სარგებელს შეიცავს. არომატული ნარევის ყველა ინგრედიენტი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, რაც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ნესტიან და თოვლიან სეზონზე, ასევე ნათელ, თბილ დღეებში.

კოჭა ლიმონით და თაფლით

თაფლი, კოჭა და ლიმონი – ცნობილი სამეული ორგანიზმის გასაძლიერებლად და ჯანმრთელობისთვის. ჩვენი რედაქცია გირჩევთ, ამ გემოთა ნარევს კიდევ ერთი ინგრედიენტი დაუმატოთ – გოგრა (მერწმუნეთ, დიდებული რამაა!).

ჩვეულებრივ, გოგრას თერმული დამუშავების შემდეგ მივირთმევთ, როცა სასარგებლო ნივთიერებების ნაწილი უკვე დაკარგულია. ამ ბოსტნეულის შემადგენლობა შთამბეჭდავია: B (B1, B2, B12) ჯგუფის ვიტამინები, A, C, PP და K ვიტამინები, რომლებსაც ყველა ბოსტნეულსა და ხილში ვერ იპოვით. ასეთი სიკეთის დაკარგვა დანაშაულია!

ინგრედიენტების რაოდენობა თამამად შეგიძლიათ შეცვალოთ, თქვენს გემოვნებას დაეყრდენით: უფრო მეტი თაფლი დაუმატეთ, თუ ტკბილი გიყვართ, ან ნაკლები კოჭა, რომ სიმწარე არ იგრძნოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონი
  • 1 ლაიმი
  • 1 საშუალო ზომის კოჭის ფესვი
  • 200-300 გრ გოგრა
  • 200 გრ თაფლი

მომზადება:

1. ინგრედიენტები მოამზადეთ. ლაიმს ლიმონთან ერთად მდუღარე წყალი გადაავლეთ და ქერქიანად ნაჭრებად დაჭერით. გოგრა და კოჭა გაასუფთავეთ და ნაჭრებად დაჭერით.

სხვათა შორის, შეგიძლიათ ლაიმა არ გამოიყენოთ და ის კიდევ ერთი ლიმონით ჩაანაცვლოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ლაიმა 2-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს!

2. მზა პროდუქტები ბლენდერის ჭიქაში ჩაყარეთ რომ დააბლენდეროთ. თუ უფრო მარცვლოვანი სტრუქტურა გიყვართ, ხორცსაკეპი მანქანა გამოიყენეთ. მიღებულ მასას თაფლი დაუმატეთ და ქილაში გადაიტანეთ.

მითითებული ინგრედიენტებით ზუსტად 500 გრ მზა პროდუქტს მიიღებთ, რომელიც მაცივარში შესანიშნავად ინახება. ასეთი ნამზადი დიდხანს არ გაჩერდება: ის წარმოუდგენლად გემრიელია ახალ გამომცხვარ ნამცხვრებთან, ბლინებთან ან უბრალოდ ჩაისთან ერთად!

მეგობრები გემრიელი სამკურნალო საშუალებით გაახარეთ და რეცეპტი სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.