საკითხავი
გულწრფელი მილოცვის მთავარი წესი, რომლის შემდეგ „ბედნიერებას და ჯანმრთელობას“ არავინ იტყვის
ადამიანები ხშირად წითლდებიან, როცა ლამაზი სიტყვების ან სადღეგრძელოს თქმა უწევთ. ხალხში ჩვეულებრივ მილოცვა ასე ჟღერს: „ბედნიერებას, ჯანმრთელობას გისურვებ“. კარგი სურვილია, მაგრამ იმდენად ბანალურია, რომ უკვე ყველას მობეზრდა. ასეთი სიტყვების მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ისე შოუსთვის გილოცავენ. გთავაზობთ ორიგინალურ სიტყვებს და ფრაზებს მისალოცად. კრეატივი გამოიჩინეთ და ბანალური სიტყვები დაივიწყეთ.
ორიგინალური სიტყვები მისალოცად
უინსტონ ჩერჩილი ამბობდა „არ უსურვოთ ადამიანს ჯანმრთელობა და სიმდიდრე, უსურვეთ იღბალი, რადგან „ტიტანიკზე“ ყველა მდიდარი და ჯანმრთელი იყო, მაგრამ იღბლიანები ერთეულები“. კარგი ჭეშმარიტებაა, ასე არაა? თუ ადამიანს იღბალი აქვს, სხვა ყველაფერიც ექნება.
პირველ რიგში, დაფიქრდით, თუ ვის ულოცავთ. აქ, ყველაფერი დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, სტატუსსა და ადამიანთან ურთიერთობაზე. ახლობლებს შეგიძლიათ უფრო მეტი რამ უთხრათ, რადგან ზუსტად იცით, თუ რა სურთ. კოლეგებისთვის უფრო მოკრძალებული მილოცვით და კარიერაში წარმატების სურვილით შემოიფარგლეთ.
მეორეც, სიტყვები გულწრფელი უნდა იყოს. გულწრფელობა მისალოცად ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. სჯობს ცოტა თქვათ და ორიგინალური არ იყოთ, ვიდრე გულწრფელად არ უსურვოთ. სიყალბეს ადამიანები ყოველთვის გრძნობენ და ასეთი სიტყვების მოსმენა სადღესასწაულო დღეებში ან დაბადების დღეებზე არავის სურს.
მილოცვა გოგოსთვის, ქალისთვის
მის ყველა ღირსებას ხაზი გაუსვით. გოგონას სილამაზით და გარეგნობით აღფრთოვანება გამოხატეთ. მის ნიჭს ხაზი გაუსვით. ლამაზ და გულწრფელ კომპლიმენტებზე არ იძუნწოთ. ყვავილები არ დაივიწყოთ – ისინი მისალოცად საუკეთესო საჩუქარია!
აი, რამდენიმე მაგალითი, რომელიც ნებისმიერ გოგოს თუ ქალს მოეწონება:
„ეცადე ყოველთვის ასეთი მხიარული, გაბრწყინებული დარჩე!“
„გისურვებ, ყოველ ახალ დღეს ღიმილით შეხვდე!“
„მშვენიერი ხარ! ყოველდღე თქვენი სილამაზე გაზარდეთ, იბრწყინე და ანათე!“
მილოცვა კაცისთვის
კაცის ცხოვრებაში მთავარია თვითრეალიზაცია და საკუთარი მიზნები. ის ხომ მეომარი, კონკურენტი და შემოქმედია. აქ, შეცდომას ნამდვილად არ დაუშვებთ: უსურვეთ წარმატება და იღბალი კარიერასა და მიზნების მიღწევაში.
გთავაზობთ რამდენიმე წარმატებულ მილოცვას:
„გისურვებ თქვენი მიზნებისკენ თავდაჯერებით, ინტერესით და სიამოვნებით იაროთ!“
„გისურვებ საიმედო პარტნიორებს, წარმატებას თითოეულ გადაწყვეტილებაში, ინტერესის ქონას!“
ორიგინალური იყავით
აი, ნახავთ: მილოცვის სუბიექტს რაღაც ორიგინალურის მოსმენა ძალიან გაახარებს. ზუსტად ისე, როგორც თქვენ გაგახარებთ სასიამოვნო და ორიგინალური მილოცვა. ადამიანს მადლობა გადაუხადეს. სავარაუდოდ, სამადლობლად რაიმე სათქმელი გაქვთ.
კარგი მილოცვა არა უბრალოდ სიტყვები, არამედ განზრახვაა. ის გულიდან უნდა მოდიოდეს, მაშინაც კი, თუ ახლახანს გაიცანით. წარმატების და იღბლის გარდა, დიდი სიყვარული, ჰარმონია და ბედნიერება უნდა უსურვოთ. სოციალურ ქსელს გადახედეთ, ნახეთ ადამიანი რას საქმიანობს, მის წამოწყებაში წარმატება თამამად უსურვეთ. თუ თქვენს მეგობარს ულოცავთ, რაღაც პირადულზე, თუნდაც სხვებისგან საიდუმლოდ წარმატება უსურვეთ.
კიდევ რამდენიმე უნივერსალური მილოცვა:
„დაე, ნებისმიერი სურვილი, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდება, დაუყონებლივ ასრულდეს!“
„დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ბედნიერი იყავი!“
„დაე, სიყვარულმა და ახლობლების მხარდაჭერამ გაგათბოს!“
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სხვას ვუსურვებთ იმას, რაც თავად გვსურს. სწორედ ამიტომ, კარგ სიტყვებსა და კომპლიმენტებზე არ იძუნწოთ. მილოცვა არა მხოლოდ ლამაზი ფრაზები, არამედ ენერგიაა, რომლითაც ერთმანეთს ვმუხტავთ. თითოეულ სიტყვას თავისი წონა, ძალა აქვს. საყვარელ ადამიანებს და ახლობლებს ორიგინალურად მიულოცეთ, ასევე გულწრფელობა არ დაგავიწყდეთ. წარმატებას, ბედნიერებას, იღბალს და სიყვარულს გისურვებთ!