Connect with us

ჯანმრთელობა

გულის დაავადება: 10 შემაშფოთებელი ნიშანი, რომელიც კანზე შესამჩნევი ხდება

გულის დაავადების რისკის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას არა მხოლოდ კარდიოლოგები, არამედ დერმატოლოგებიც ფლობენ. მათ გულის დაავადების გამოცნობა კანზე დაკვირვებით შეუძლიათ.

The American Academy of Dermatology იტყობინება, რომ ბევრმა ადამიანმა გულ-სისხლძარღვთა დაავადების შესახებ დერმატოლოგის დახმარებით შეიტყვეს, რომლებმაც კანზე პირველი შემაშფოთებელი ნიშნები შენიშნეს.

სწორედ ამიტომ, ექსპერტებმა შეადგინეს 10 ყველაზე გავრცელებული კანის ნიშნის სია, რომელიც გულის მუშაობის დარღვევაზე მიუთითებს.

1. ფეხის ან ტერფის შეშუპება

გულის მუშაობის სხვადასხვა დარღვევამ შეიძლება ფეხის ან ტერფის შეშუპება გამოიწვიოს. თუ ფეხის უჩვეულო შეშუპება შეამჩნიეთ, ექიმს გამოკვლევისა და კონსულტანციისთვის მიმართეთ.

2. კიდურების და კანის სილურჯე

ციანოზი (სილურჯე) გულის დაავადებას არ ნიშნავს, თუ დიდი ხნის განმავლობაში ყინვაში იმყოფებოდით ან ხელი საყინულეში გქონდათ. თუმცა, თუ დიდი ხნით კომფორტულ ტემპერატურის მქონე ოთახში იმყოფებოდით და თქვენმა კანმა ლურჯი შეფერილობა მიიღო, ეს შეიძლება სისხლძარღვების დახშობის ნიშანი იყოს.

კანი ლურჯდება ჟანგბადის დეფიციტის გამო, რაც სისხლის მიმოქცევით არ არის უზრუნველყოფილი. ამ ნიშნის გამოვლენისთანავე ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.

3. ლაქა კანზე

რეტიკულური ასფიქსია არის კანის ნიშანი, რომელსაც კანის გარკვეულ ნაწილზე წითელი სისხლძარღვების ხაზებით დაფარვა ახასიათებს. როგორც ციანოზის შემთხვევაში, ეს მოვლენა ნორმალურია, თუ ადამიანი სიცივეში იმყოფება. თუმცა უმიზეზო გამოვლენა ცუდის ნიშანია.

რეტიკულური ასფიქსია შეიძლება მცირე არტერიების გაუმტარობის ან ჰიპერქოლესტერინის სინდრომი იყოს. აშკარა მიზეზის გარეშე ამ ნიშნის პირველივე გამოვლენისთანავე ექიმს მიმართეთ!

4. ქოლესტერინის ფოლაქი

ქოლესტერინის ფოლაქი ჩვეულებრივ თვალის კუთხეებში, ხელისგულის შიდა მხარეს ან ქუსლებზე ჩნდება. ეს ნიშანი ქოლესტერინის ჭარბ დონეზე მიუთითებს. გამოკვლევის ჩატარება იჩქარეთ, თუ სხეულზე მსგავსი ნიშანი შენიშნეთ.

5. “ცვილოვანი“ გამონაყარი

სხეულზე „ცვილოვანი“ გამონაყრის (ერუპციული ქსანტომაროზი) მოულოდნელი გამოჩენა ჩვეულებრივ ალერგიული რეაქციის ნიშანია, მაგრამ სინამდვილეში ქოლესტერინის ფოლაქების ერთ-ერთი სახეობაა. ეს სიმპტომი ხშირად დიაბეტის განვითარების ან ქოლესტერინის დონის მომატების მანიშნებელია.

6. მომრგვალებული ფრჩხილები

შეშუპებული თითის ბალიშები და კონუსური ფრჩხილები შეიძლება ზოგიერთი ადამიანის ძვლების სტრუქტურა იყოს, ან გულის ინფექციისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ნიშნები.

7. დამტვრეული ხაზები ფრჩხილის ქვეშ

თუ ფრჩხილის ქვეშ ხაზები გაჩნდა, რომლებიც პატარა ნამსხვრევებს (პატარა შავი ხაზი) ჰგავს, სავარაუდოდ, თქვენი ფრჩხილი მექანიკურად დაზიანდა. თუმცა, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ფრჩხილი არ დაგიზიანებიათ, ეს გულის დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს.

თუ ამჩნევთ მცირე სისხლჩაქცევებს, ტახიკარდიას და სიცხეს – თქვენ ექიმს უნდა მიმართოთ.

8. პატარა მუწუკი ან კვანძი

ეს ბუშტები შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს და შეიძლება გულში ან სხვა ორგანოში ცილების დაგროვების ნიშანი იყოს. თუ კანზე ახალი წანაზარდი შენიშნეთ, დერმატოლოგს ან ექიმს მიმართეთ.

9. მტკივნეული გოროხი ფეხის თითებზე

ოსლერას კვანძები – ნაზი ან მტკივნეული წამონაზარდი, რომელის ხელის ან ფეხის თითებზე ჩნდება. ის საკმაოდ სწრაფად ქრება, მაგრამ შეიძლება ინფექციური ენდოკარტიის ან გულის ინფექციის ნიშანი იყოს.

თუ ხელის ან ფეხის თითებზე ოსლერას კვანძები შენიშნეთ, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ და ინფექციური ენდოკარტიის არსებობა შეამოწმოთ.

10. წითელი ლაქები ხელებსა და ფეხებზე

რაც ერთი შეხედვით კანზე მუქ-წითელ ლაქებად ჩანს, შეიძლება ჯეინვეის სიმპტომი იყოს. ეს იმუნო ანთებითი რეაქციაა წითელი ლაქების ან ფეხის ძირებსა და ხელისგულებზე მტკივნეული ეკქიმოზის სახით.

ეს შეიძლება გულის ინფექციის (ინფექციური ენდოკარდიტი) ნიშანი იყოს. თუ ხელებზე ან ფეხებზე აუხსნელი წითელი, უმტკივნეულო სისხლჩაქცევები აღმოაჩინეთ, ინფექციური ენდოკარდიტის არსებობა შეამოწმეთ.

ყველა ეს სიგნალი დიაგნოზის დასასმელად ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ კანზე მსგავსი ნიშნები გაქვთ, გულის ჯანმრთელობა შეამოწმეთ! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.