Connect with us

ჰოროსკოპი

გრძნეულის რჩევით, ყოველ დილით ამ 2 სიტყვას ვამბობ. ახლა წარმატებული და ბედნიერი ვარ

გრძნეული ქალის რჩევით, ყოველ დილას ადგომამდე 2 მნიშვნელოვან სიტყვას ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებაში წარმატება და ბედნიერება მოვიზიდო. მარტივი პრაქტიკა ნამდვილად ეფექტურია. წლების მიერ გამოცდილია.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სიტყვებით უნდა დაიწყოთ ყოველი დილა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ერთგვარი მედიტაციაა სიმდიდრის და კეთილდღეობის მოსაზიდად.

წარმატების და ფინანსების მოზიდვა

აფირმაციები მოკლე პოზიტიური ფრაზებია, რომელთა მიზანია ჩვენი აზროვნება შეცვალოს. ასეთი მოკლე ფრაზები დიდ ძალას ფლობს, რადგან ქვეცნობიერს ეხება. ამ ორი სიტყვის ძალა უფრო ღრმა და ძლიერია. თქვენს ცხოვრებას არა სიტყვა, არამედ მათი მნიშვნელობის გაგება ცვლის.

დილით გაღვიძებისთანავე, სანამ საწოლიდან ადგებით, ხმამაღლა თქვით: „მე ვარ!“ ან „მე ვარსებობ!“

„ბევრი ადამიანი ცხოვრებას რაღაც არსებულად, ბუნებრივად იღებს. სინამდვილეში, ცხოვრება ძალიან სუსტი, მყიფე რამაა. სანამ ის თქვენშია, არსებობთ და თქვენთვის ყველა გზა ღიაა. მთავარია, ეს იგრძნოთ“ – ამბობს შუა–შამანიზმის, ალთაური მეთოდოლოგიის ფუძემდებელი, მასტერ ვლადისლავი. თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა შეიგრძნოთ, მესამე თვალით დაინახოთ.

ცხოვრება საოცარი შესაძლებლობებით სავსეა და ეს უნდა გააცნობიეროთ. უნდა გიხაროდეთ, რომ არსებობთ, ცოცხალი ხართ. ყოველ დილით 3-5 წუთიანი მედიტაცია საკმარისია, რომ სასიცოცხლო არხები განსხვავებულად ამუშავდეს და მთელი ნეგატივი მოიშოროთ. მედიტაცია ყოველდღე შეასრულეთ და თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით.

გაითვალისწინეთ დაოსისტი სწავლულების 5 მნიშვნელოვანი რჩევა, როგორ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების შეცვლა.

პირველ რიგში, თქვენი ბედნიერება თქვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ენერგია არის იქ, სადაც ყურადღებაა. გირჩევთ, პირად ბედნიერებაზე ფოკუსირდეთ.

მეორეც, ცხოვრების მიერ მიღებული გაკვეთილები დააფასეთ. დასვით კითხვა არა რისთვის, არამედ რატომ. მესამეც, ოცნებებს და იდეებს გასაქანი მიეცით. თუ სხვებმა შეძლეს, თქვენც გამოგივათ.

აწმყოთი და მომენტით იცხოვრეთ. თქვენი გეგმის და მიზნების დასადგენად დრო გამოყავით.

როგორც ხედავთ, წარმატების და კეთილდღეობის მოზიდვა რთული არაა. მხოლოდ 2 სიტყვა დილით და წარმატება თქვენს მხარესაა.

Advertisement