Connect with us

ტესტები

გრაფიკული ტესტი: ის, რასაც დაინახავთ, გეტყვით, როგორ მიდიხართ კომპრომისზე

ცხარე კამათი, ცრემლიანი შერიგება – ეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში გარდაუვალი მოვლენაა. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ. ამასთან ნებისმიერი კამათის ლოგიკური და ადამიანური დასრულება შერიგებაა. ადამიანები ცხრებიან და კომპრომისებს ეძებენ: ურთიერთობას, ახსნას და პატიებას ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ ზოგ ადამიანს კომპრომისზე წასვლა დიდად გულზე არ ეხატება, ზოგისთვის კი ეს საკუთარ თავზე გადახტომის ტოლფასია. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გრაფიკულ ტესტს. ნახეთ, რომელ ტიპს მიეკუთვნებით.

მოცემულ სურათს დააკვირდით. რა დაინახეთ პირველად?

1. ღრუბელი – გული

ეს იმას ნიშნავს, რომ კომპრომისზე ხალისით და საკუთარი ინტერესების დარღვევის გარეშე მიდიხართ. კომპრომისს ეძებთ. ბოდიშის მოხდა შეგიძლიათ, როცა დამნაშავე ხართ.

ამასთან შერიგების აუცილებლობას მაშინ გრძნობთ, როცა ადამიანი უფრო გენატრებათ, ვიდრე მასზე განაწყენებული ხართ.

2. ხე

თუ პირველად ხე დაინახეთ, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც დრო, ბევრი დრო სჭირდება. თუ პირველი ტიპის ადამიანს კომპრომისზე წასასვლელად 1–2 საათი სჭირდება, თქვენ – დღე ან მეტი დრო.

ამასთან უნდა გააცნობიეროთ, რომ ადამიანი თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საკითხს ყველა მხრიდან აანალიზებთ და კომპრომის სინანულის გარეშე ეძებთ, თუ კონფლიქტის მეორე მხარე არანაკლებ დამნაშავეა.

3. ქალის სახე

თუ პირველად სურათზე ქალის სახე დაინახეთ, იცოდეთ: თქვენ ყველაზე სულიერ და ადამიანურ ტიპს მიეკუთვნებით. პირველ რიგში, მიზეზებს საკუთარ თავში ეძებთ და საკუთარ თავს ზედმეტი ემოციების გამოხატვის გამო ადანაშაულებთ.

აღსანიშნავია: თუ დამნაშავე ხართ, პატიებას ადვილად ითხოვთ. თუ ვინმე გადაწყვეტას ბოდიში მოგიხადოთ, ჯერ გაანალიზებთ, ადამიანმა თავისი შეცდომა ნამდვილად გაიაზრა თუ არა. პატიებას მიიღებს, მაგრამ სიყალბის შემთხვევაში დასკვნებს თავად გამოიტანთ.

4. მთაზე მცოცავი ხალხი

თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც შერიგება და ყველაფერი, რაც ამას ეხება, უბრალოდ სძულს. საკუთარ თავზე გადაბიჯება გიწევთ, რომ კომპრომისზე წახვიდეთ. თქვენთვის კამათი მეორე ადამიანთან ურთიერთობაში ჩიხია, ხოლო მშვიდობა – ილუზია და ფარსი.

5. სოფელი მთის ძირას

თქვენ ნეგატივის დავიწყება და წყენის პატიება არ შეგიძლიათ. მაშინაც კი, თუ სასწაულებრივად შერიგდებით, კონფლიქტის ფაქტს სამუდამოდ დაიმახსოვრებთ. ამასთან წყენას გულის ჯიბეში ქვასავით ინახავთ, რომელიც მცირე აუცილებლობის შემთხვევაში ოპონენტისგან გაფრინდება.

Advertisement