ჯანმრთელობა
გოგრის წვენი ყველასთვის სასარგებლო არ არის…
წავიკითხე სტატია გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებ, აღმოვაჩინე რომ მას ბევრად მეტი სარგებელის მოტანა შეუძლია ვიდრე აქამდე იყო ცნობილი, მოვიმარჯვე კალამი, მოვინიშნე მისი სასარგებლო თვისებები და 40 წელზე მეტია საკუთარ თავზე წარმატებით ვცდი, ახლა კი მინდა თქვენც გაგიზიაროთ გამოცდილება.
გაითვალისწინეთ ზოგიერთი გოგრა წვენისთვისაა,ზოგი ფაფისთვის, ზოგი სახეობა კი მარცვლებისთვის. იმ გოგრით რომელიც წვენისთვისაა კარგი ფაფა არ გამოდის, ხოლო მას რომელიც ფაფისთვისაა – წვენს ვერ გამოადენთ.
მე, გოგრის წვენს თითქმის ყოველ დღე ვღებულობ, ზამთარში 100-300 ლიტრს ვაკონსერვებ, ნარჩენებს კი ქათმებსა და გოჭებს ვაჭმევ.
წვენი ადუღებამდე მიმყავს მაგრამ, არ ვადუღებ და ვხუფავ 3 ლიტრიან ქილებში. გოგრის წვენს ზამთარში ვამზადებ, ხოლო გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე კი მივირთმევ მას. მიღების წესი განსხვავებული მაქვს, არა ისეთი როგორსაც მედიცინა გვიწევს რეკომენდაციას (1 ჭიქა დილით და 1 საღამოს) არამედ1,5 -2 ლიტრს დღეში და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გემოგლობინი, ქოლესტერინი, თირკმელები და ღვიძლიც ნორმაშია. არცერთხელ გოგრის ან გოგრის წვენის მიღების შემდეგ კუჭის ტკივილს არ შევუწუხებივარ, მაშინ როცა უკვე 40 წელია ქრონიკულად მაწუხებს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. თუმცა ამ სტატიაში მაინც გაფრთხილებთ, რომ წყლულის შემთხვევაში გოგრის გამოყენება არ შეიძლება, რატომ?!
გოგრის წვენი ის ნამდვილად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. მოშუშული და მოხარშული გოგრა ააქტიურებს კუჭის მოტორიკას, ლოკალიზებას უწევს ანთებით პროცესს და გამოჰყავს ტოქსინები. ასევე ძალიან სასარგებლოა თაფლთან არეული გოგრის შიგთავსი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წვენს ტუტე ეფექტი აქვს და მნიშვნელოვნად ამცირებს მჟავიანობის დონეს. ეს თვისება სასარგებლოა წყლულის შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა, მაგრამ თუ მჟავიანობა დაბალია, გოგრის ნებისმიერი ფორმით მიღება უფრო შეამცირებ მის დონეს, რაც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ასევე გეტყვით, რომ არ შეიძლება გოგრის გამოყენება მათთვის ვისაც აშლილობა აწუხებს ან კუჭ-ნაწლავის მწვავე პრობლემები აქვთ, ასევე წყლულის არსებობის შემთხვევაში არ შეიძლება ფორთოხალის, ვაშლის, ყურძნის, ალუბლის, ბროწეულის, გარგარის და ატმის წვენები, გოგრის წვენი (გარდა იმ შემთხვევებისა, რაც უკვე მითითებულია), სტაფილო უნდა დალიოთ მცირე რაოდენობით და არა წყლულის გამწვავების პერიოდში.
წყლულის შემთხვევაში, შეზღუდვების გარეშე, შეგიძლიათ დალიოთ კარტოფილის წვენი. ეს ორგანიზმში მჟავიანობის ნორმალიზებას ახდენს ამის წყალობით კი წვა, ძმარვა და ღებინება გაგიქრებათ.