ჯანმრთელობა
გოგრის თაფლი: უნიკალური ბალზამის რეცეპტი თქვენი ღვიძლისთვის!
ჰეპატიტის გადატანის ან ძლიერი მედიკამენტებით მკურნალობის შემდეგ ღვიძლი რომ გაწმინდოთ, გოგრის და თაფლის სასარგებლო თვისებები ყველაზე უკეთ გამოგადგებათ.
როგორც ცნობილია, თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა, რომელიც ყველა სახის ანთებას, ბაქტერიას და ვირუსს ებრძვის, ასევე მისი მიღება რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სხვა მრავალი დაავადების დროს. გოგრის სასარგებლო თვისებების თაფლთან კომბინაციით კი ორგანიზმისთვის ნამდვილად სამკურნალო ეფექტს მიიღებთ. ასე, გოგრის და თაფლის თვისებები შეგიძლიათ თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების გასაქრობად გამოიყენოთ.
როგორ მოვამზადოთ გოგრის თაფლი
1-ელი რეცეპტი:
დიდი, დაახლოებით 9 კგ გოგრა აიღეთ, ქერქისგან გაათავისუფლეთ და ხორცის გასატარებელ მანქანაში გულიანად და თესლებიანად გაატარეთ. მიღებულ ფაფას 5 კგ თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. 10 დღე დააყენეთ და რეგულარულად აურიეთ. მე-11 დღეს მარლის დახმარებით გაწურეთ, ჩენჩო გადაყარეთ. 50 გრ წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ჰეპატიტის გადატანის ან ძლიერი მედიკამენტების სამკურნალო კურსის შემდეგ ღვიძლის გასაწმენდად ნამდვილად გამოგადგებათ.
მე-2 რეცეპტი:
საშუალო ზომის გოგრა აიღეთ, ზედა ნაწილი ამოჭერით და ხის კოვზით თესლები ამოიღეთ. შემდეგ გოგრა თაფლით (სასურველია, აკაციის) აავსეთ, ოდნავ აურიეთ და გოგრას მოჭრილი „თავსახური“ დააფარეთ. ჰერმანტაციისთვის ხვრელები ჩვეულებრივი ცომით ამოავსეთ. გოგრა 10 დღე ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას დააყენეთ. მე-11 დღეს 1 ს/კ გოგრის თაფლი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 20 დღე.
ნაწლავების ფუნქციების აღსადგენად და ორგანიზმიდან წიდების გამოსადევნად გემრიელი კერძების ნაცვლად შემდეგი რეცეპტები გამოიყენეთ, სადაც გოგრა და თაფლი უკანასკნელ როლს არ თამაშობენ.
სასარგებლო რეცეპტი 1
დაახლოებით 150 გრ წითელი, უფრო ტკბილი გოგრა აიღეთ. ქერქისა და თესლისგან გაათავისუფლეთ, კუბებად დაჭერით და ტაფაზე კარაქში დარბილებამდე შეწვით. თეფშზე გადმოიტანეთ, ზემოდან თაფლი მოასხით და კაკალი მოაყარეთ. შეგიძლიათ კედრის, არაქისის და ნიგვზის კაკალი აიღოთ.
სასარგებლო რეცეპტი 2
მის მოსამზადებლად გოგრა, სტაფილო, თაფლი და არაჟანი დაგჭირდებათ.
გოგრა მსხვილ სახეხზე გახეხეთ, სტაფილო – წვრილ სახეხზე. გოგრის ფენა სტაფილოს ფენით დაფარეთ. ცალკე თასში არაჟანი და თაფლი ათქვიფეთ და გოგრა-სტაფილოს ფენას ზემოდან მოასხით.
გოგრის და თაფლის სასარგებლო თვისებები უძილობას და გაზრდილ გონებრივ დატვირთვას გაუმკლავდება. ამისთვის, ძილის წინ გოგრის რბილობის და თაფლის ნახარში დალიეთ. ეს საშუალება მოგადუნებთ და მთელი დღის დაძაბულობას მოგიხსნით.
გოგრის სასარგებლო თვისებები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მის გამოყენებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნებისმიერ სფეროში შეძლებთ. ზოგჯერ, რთული წარმოსადგენია, თუ სასარგებლო პროდუქტი ამავდროულად ნამდვილად გემრიელი იყოს. თუმცა გოგრა ამის ნათელი მაგალითია.
გოგრის სასარგებლო თვისებები
გოგრა ყველა შესაძლო მიკროელემენტს და ვიტამინს შეიცავს. გოგრის სასარგებლო თვისებები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შეშუპების, ანემიის და ჭარბი წონის დროს დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ გოგრა საკმაოდ დიდი ხნის წინ შეისწავლეს სამკურნალო პროდუქტებს შორის მისი ადგილი ურყევია.
სტაფილო ბეტა-კაროტინის შემცველობით ცნობილია, თუმცა გოგრაში უფრო მეტი შედის. გოგრა რკინის დეფიციტის და სისხლის ნაკადის პრობლემების დროს დაგეხმარებათ, რადგან მასში არა მხოლოდ რკინა, არამედ თუთია, კობალტი და სპილენძი შედის. ასევე გოგრა კალციუმის, პექტინს, შაქარს, კაროტინს, C და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს.
მამაკაცებმა გოგრის სასარგებლო თვისებებს ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან მასში შემავალი თუთიის მარილები პოტენციასა და სექსუალურ აქტივობაზე გავლენას ახდენს. ხოლო გოგრაში შემავალი A ვიტამინი დაბერების პროცესებს აფერხებს.
ორგანიზმი გოგრას შესანიშნავად ითვისებს. კერძოდ, გოგრის ნედლი რბილობის მიღების ნაწლავების ანთება ქრება და ნაღვლის ბუშტის მუშაობა რეგულირდება. გოგრის წვენი გაზრდილი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს კუჭზე დადებით გავლენას ახდენს, ასევე სურდოს და ყელის ტკივილის დროს ეფექტურია. გოგრის რეგულარული მოხმარება თქვენს იმუნიტეტს გააძლიერებს და ვირუსებისა და ბაქტერიების მავნე ზემოქმედებისგან დაგიცავთ. გოგრის სასარგებლო თვისებები უროლოგიური პრობლემების და ჭარბი წონის დროს შარდმდენ საშუალებად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
თქვენ გაოცდებით, მაგრამ გოგრის ფაფა ბრონქიტის დროს მაღალ ტემპერატურას შეგიმცირებთ. გოგრის წვენი კარიესს აფერხებს და კბილის ემალს აძლიერებს. გოგრის სასარგებლო თვისება კანის დაავადების დროს დაგეხმარებათ. დამწვრობის ადგილას ან ანთებაზე შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი გოგრის ფაფა დაიდოთ. თუ კანზე ჩირქოვანი ჭრილობა გაქვთ, ის გოგრის ყვავილების ნახარშით მოიწმინდეთ, ასე სწრაფად ჩირქს სწრაფად ამოიღებთ.
გოგრის თესლი – ცნობილი საშუალება ჭიების საწინააღმდეგოდ
ღამით 100 გრ თესლი თაფლთან ერთად შეჭამეთ, დილით კი 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი მიიღეთ. ჭიების საწინააღმდეგოდ ამაზე უკეთესი არაფერია. გოგრის თესლი რეკომენდებულია ორსულებისთვის ტოქსიკოზის და ჩვეულებრივი გულისრევის დროს.
გოგრის სასარგებლო თვისებებს უკუჩვენებებიც აქვს. ბოსტნეული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების, დაბალი მჟავიანობის გასტრიტის და შაქრიანი დიაბეტის დროს უკუჩვენებულია.
ასევე გოგრის შენახვის წესები უნდა დაიცვათ. რეკომენდებულია – 2-15 გრადუსი ცელსიუსი. გოგრა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ.