ვიდეო
გოგრის ზეთი – სასარგებლო თვისებები ქალებისთვის, კაცებისთვის და ბავშვებისთვის
შუა საუკუნეების ევროპაში გოგრის ზეთს დიდად აფასებდნენ, იმ დროის ექიმებმა სხვადასხვა უსიამოვნების დროს გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებების შესახებ იცოდნენ. ასეთი სამკურნალო საშუალება ძვირი ღირდა, 200 მლ-ში ოქროს ბეჭედს იძლეოდნენ. ავსტრიაში კანონიც არსებობდა, რომ ეს ნარევი მხოლოდ აფთიაქში სამკურნალოდ გაეყიდათ. მას „შავ ოქროს“ უწოდებდნენ და უამრავი დაავადების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.
გოგრის ზეთი – შემადგენლობა
გოგრის ზეთიც ახლაც კი იაფი არაა, მიზეზი კი – მაღალი ხარჯია. 1 ლ გოგრის ზეთის მისაღებად 2,5 კგ თესლი უნდა გადაამუშავოთ, ეს კი 30 კგ მთელი ნაყოფია. პროდუქტი წარმოუდგენლად სასარგებლოა. რეკომენდებულია სამკურნალო და დიეტურ კვებაში. ის ნაწლავების, კუჭის და სისხლძაღვების მუშაობას აღადგენაში ხელს უწყობს. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ცივი დაწურვის ზეთი შეიძინოთ, სადაც ყველა ღირებული ნივთიერება შენახული იქნება.
გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები მისი შემადგენლობით არის განპირობებული:
- ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3 და ომეგა 6.
- ფიტოსტეროლები
- ტოკოფეროლები, სინთეზური ცილები;
- ფოსფოლიპიდები, რომლებიც ფერმენტაციას ააქტიურებენ;
- კაროტინოიდები, რომლებიც ძვლებისთვის, მხედველობისთვის, კანისთვის და ნივთიერებათა ცვლისთვის სასარგებლოა;
- ფლავონოიდები, რომლებიც ისე მუშაობენ, როგორც ანტიოქსიდანტები;
- B ჯგუფის ვიტამინები, ცილების სინთეზს ხელს უწყობენ;
- A, C, E, P ვიტამინები;
- მაგნიუმი, კალციუმი, თუთია;
- რკინა, ფოსფორი;
- პალმიტინის, ლინოლეურის და სტეარინის მჟავა;
რჩევები, როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი გოგრის ზეთი:
- პროდუქტი ცივი დაწურვის უნდა იყოს;
- აღნიშნავს „არარაფინირებული“ ყურადღება მიაქციეთ. ასეთ შემადგენლობაში უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა შენარჩუნებული.
- ნატურალური ზეთის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი მცენარეული ზეთის. 250 მლ დაახლოებით 30 ლარი ღირს. უფრო დაბალი ფასის ზეთი შეიძლება ყალბი ან გაზავებული ნარევი იყოს, ამ დროს რაფინირებულ მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთს ცოტა გოგრის ზეთს უმატებენ.
- ზეთს მხოლოდ მინის ქილებში ყიდიან.
- თუ ბოთლს შეანჟღრევთ, ბოთლის კედლებზე ცხიმიანი ზოლები წარმოიქმნება.
- ხარისხიან ზეთს სქელი და გაჯერებული ფერი აქვს, ყალბი კი მკრთალი იქნება.
გოგრის ზეთი – სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები
გოგრის ზეთს სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები გააჩნია. მისი მიღება რეკომენდებულია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, წონაში დასაკლებად, კანის და თმის აღსადგენად, ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად. ნარევი გულის და სისხლძარღვების უსიამოვნების დროს დაგეხმარებათ, გულძმარვას აქრობს. სტეარინმჟავას შემცველობის წყალობით ჭარბ ქოლესტერინს გამოდევნის, ხოლო თუთია ინსულინის წარმოებას ხელს უწყობს.
დიეტოლოგები აღნიშნავენ, თუ რით არის სასარგებლო გოგრის ზეთი:
- მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი;
- პარაზიტებს ანადგურებს;
- ცხიმების, ნახშირწყლების და ლიპიდების ბალანს ათანასწორებს;
- სანაღვლე გზების, კუჭის და ნაწლავების მუშაობას არეგულირებს;
- შეშუპებას აქრობს და გამონაყარს კურნავს;
- სისხლძარღვების დაავადების დროს დაგეხმარებათ;
- უძილობას და შფოთვის გრძნობას მოგაშორებთ;
- ალერგიას და დამწვრობას უმკლავდება;
- სისხლში ქოლესტერინს ამცირებს;
- თირკმლები ნორმაში მოჰყავს;
- შარდის ბუშტის მუშაობას არეგულირებს;
- წნევას ამცირებს;
გოგრის ზეთი – სასარგებლო თვისებები ქალებისთვის
უძველესი დროიდან აღინიშნებოდა, რომ გოგრის ზეთი ქალებისთვის უბრალოდ აუცილებელია. მის მიერ მიღებული სარგებელი შეუფასებელია. საშუალება კლიმაქსის დროს და მშობიარობის შემდეგ ჰორმონალურ დარღვევას აღადგენს, ნერვებს ამშვიდებს. წონაში დაკლებას ხელს უწყობს, რადგან ცხიმებს შლის და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. ეფექტი გაძლიერდება, თუ ფიზიკურ ვარჯიშსა და სწორ კვებასთან კომბინაციაში გამოიყენებთ.
გოგრის ზეთი – სასარგებლო თვისებები კაცისთვის
გოგრის ზეთი კაცებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ის ერექციის და რეპროდუქციული ფუნქციების აღდგენას ხელს უწყობს, ასევე ნარევი პროსტატიტს უმკლავდება. ექიმები ასეთ ეფექტს თუთიის, მაგნიუმის და სხვა აქტიური ნივთიერებების შემადგენლობით ხსნიან, რომლებიც სპერმატოზოიდების წარმოებას სტიმულირებენ. ანტიოქსიდანტები ანთებას აქრობენ, პროსტატის სიმსივნეს ბლოკავენ.
გოგრის ზეთი – სასარგებლო თვისებები ბავშვებისთვის
ხარისხიანი დაწურვის გოგრის ზეთი ბავშვებისთვისაც სასარგებლოა. ზეთი ბავშვებში გამონაყარს და დიათეზს აქრობს, კოღოს ნაკბენის ქავილისგან ათავისუფლებს. ძვლების, კბილების გამაგრებას ხელს უწყობს, თმა უფრო უკეთ იზრდება და იმუნიტეტი ძლიერდება. მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, რომ ბავშვს პროდუქტზე ალერგია არ ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, მცირე დოზის მიღებით დაიწყეთ. ექიმები გირჩევენ, რომ ზეთი ბოსტნეულის ან ხილის პიურეს უკვე 8 თვიდან დაუმატოთ, მაგრამ 1-2 წვეთით დაიწყეთ და დოზა ნელ-ნელა გაზარდეთ.
გოგრის ზეთი – უკუჩვენებები
ფართო სასარგებლო თვისებების მიუხედავად გოგრის ზეთის უკონტროლოდ მიღება არ შეიძლება. პროდუქტს ძლიერი საფაღარათო და ნაღვლმდენი ეფექტი აქვს, შესაძლოა ალერგია ან ინდივიდუალური აუტანლობა გამოვლინდეს. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დაწყების წინ ტესტი უნდა ჩაიტაროთ. ორსული ქალებისთვის და ერთ წლამდე ბავშვებისთვის დიდი დოზის მიღება რეკომენდებული არაა.
გოგრის ზეთის უკუჩვენებები:
- ქოლეცისტიტი;
- თირკმლებში ან ნაღვლის ბუშტში კენჭები;
- დიარეა;
- ნაღვლკენჭოვანი დაავადება;
- ონკოლოგია;
- მძიმე ქრონიკული დაავადება;
როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?
გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები სრულად რომ გამოვლინდეს, აუცილებლად ხარისხიანი პროდუქტი შეიძინეთ. ნატურალური ნარევი გოგრის თესლის ნაზი არომატით გამოირჩევა, არ იშლება და სიმწარე არ აქვს. ზეთის იმწამსვე გაცხელება არ შეიძლება, რადგან ასე ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს. ზეთით შეგიძლიათ სალათები და მოთუშული ბოსტნეული მორთოთ, სოუსებს დაუმატოთ. სასარგებლო ნივთიერებების აუცილებელი თვისება მაინც შენარჩუნდება.
რჩევები გოგრის ზეთის მისაღებად:
- 2-3 დღე 1 ჩ/კ გოგრის ზეთი მიირეთ, ნელ-ნელა დღეში 1 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ.
- მკაცრად უზმოზე მიიღეთ, დოზას არ გადააჭარბოთ.
- თუ ძლიერი ღებინების შეგრძნება გექნებათ, მანდარინი ან ფორთოხალი დაღეჭეთ.
- მიღების დღეები არ გამოტოვოთ, კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ 1 თვე გრძელდება.
გოგრის ზეთი ჭიების საწინააღმდეგოდ
გოგრის ზეთმა სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, სწორად უნდა შეინახოთ. პროდუქტი ბნელ და გრილ ადგილას, 10-15 გრადუს ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ. გახსნილი ბოთლი შეგიძლიათ 1 წლის განმავლობაში გამოიყენოთ. გოგრის ზეთი ჭიებისგან კარგად გაგწმენდთ, ნაწლავების მუშაობას აღადგენს და სხვა ორგანოების პარაზიტებსაც გაუმკლავდება. ასეთ ეფექტს კუკურბიტინის შემადგენლობით აღწევს, რომელიც მავნე „სტუმრებს“ ანადგურებს.
როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი პარაზიტების საწინააღმდეგოდ:
- ჭიების მოსაშორებლად 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ მიიღეთ;
- ნაწლავის ჭიის მოშორებას დილით, უზმოზე გაღვიძებისთანავე 1 ჩ/კ ზეთის მიღებით შეძლებთ. გოგრის ზეთი და დარიჩინი შეგიძლიათ ერთად გამოიყენოთ. სამკურნალო საშუალება 10 დღე მიიღეთ.
გოგრის ზეთი გასტრიტის დროს
გოგრის ზეთს გასტრიტის დროსაც იყენებენ. თავად ბოსტნეულს ექიმები დაავადების მძიმე ფორმის, ეროზიის, წყლულის დროს გირჩევენ, რადგან ნარინჯისფერი რბილობი არა მხოლოდ ლორწოვანი გარსის კედლებს იცავს, არამედ კურნავს კიდეც. ზეთი გამწვავებას თავიდან აგაცილებთ, ტკივილს აქრობს, გაზრდილი მჟავიანობის დროს საჭმლის მონელებას ხელს უწყობს და დაბალი მჟავიანობის დროს ყაბზობას მოგაშორებთ.
როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი გასტრიტის დროს:
- 1 ჩ/კ დღეში 2-ჯერ დალიეთ.
- დილით, უზმოზე და საღამოს, ღამით მიიღეთ.
- მკურნალობის კურსი 1 თვე. ამის შემდეგ შეისვენეთ.
გოგრის ზეთი პანკრეატიტის დროს
გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებებს პანკრეატიტის და ქოლეცისტიტის სამკურნალოდ იყენებენ, მაგრამ მხოლოდ დაავადების მწვავე ფორმის დროს. დოზა მკაცრად უნდა დაიცვათ, რადგან დიდი რაოდენობით მიღებულმა ნარევმა ნაღვლის ძლიერი წარმოება და მდგომარეობის გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს. სამკურნალოდ არარაფინირებულ ზეთს ყიდულობენ.
როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი პანკრეატიტის დროს:
- დღეში 1 ჩ/კ ზეთი დალიეთ.
- უზმოზე მიიღეთ, რომ ანთება მოიშოროთ.
- მკურნალობის კურსი 10 დღეზეა გათვლილი.
გოგრის ზეთი ყაბზობის დროს
ყაბზობის დროს ზეთის დალევა რეკომენდებულია. ის განავლის მასას დაარბილებს და ზიანის მიყენების გარეშე ნაწლავებიდან გამოდევნის. ამასთან, გოგრის ზეთი გაზებს აქრობს, კოლიტს, ნაწლავების მუშაობის დარღვევას უმკლავდება.
როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი ყაბზობის დროს:
- დილით, უზმოზე 1 ჩ/კ ზეთი დალიეთ;
- მკურნალობის კურსი – 10 დღე.
- პარალელურად მცირე ოყნა გაიკეთეთ, 5 მლ ზეთი შეიყვანეთ.
გოგრის ზეთი ბუასილის დროს
ძლიერი სამკურნალო შემადგენლობის წყალობით ნარევი ანთებას აქრობს, ნახეთქების შეხორცებას ხელს უწყობს და ნაწლავების შეშუპებას აქრობს. მკურნალობის კურსი 2 კვირაზეა გათვლლი, ზეთი უნდა დალიოთ და პარალელურად სამკურნალო ოყნა გაიკეთოთ ან ზეთში გაჟღენთილი ტამპონები ანუსის ხვრელში ჩაიდოთ. პროცედურის წინ ნაწლავები უბრალო წყლით გამოიწმინდეთ.
როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი ბუასილის დროს:
- დილით, უზმოზე 1 ჩ/კ ზეთი ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3-ჯერ მიიღეთ;
- 65 კგ-ზე მეტი წონის შემთხვევაში დოზა 2 ჩ/კოვზამდე იზრდება;
- ზეთოვანი ოყნისთვის 3 მლ ზეთი 50 მლ თბილ წყალში გახსენით.
გოგრის ზეთი ფსორიაზის დროს
ბევრი ადამიანისთვის ცნობილია ისეთი უსიამოვნება, როგორიცაა ფსორიაზი. კანის დაავადება, რომელიც გამონაყარს და თეთრ აქერცლილ ზედაპირს იწვევს. დროთა განმავლობაში უფრო მწვავდება და სხეულის უფრო დიდ ნაწილს ითრევს – ხშირად მუხლებს, იდაყვებსა და თავს. ასეთი პრობლემების დროს გოგრის თესლის ზეთი დაგეხმარებათ. ის კანს არბილებს და მკვდარ უჯრედებს აშორებს, ქავილს აქრობს და ანთებას კურნავს.
როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი ფსორიაზის დროს:
- დაზიანებული ადგილი საპნით ჩამოიბანეთ;
- ზეთი წაისვით, შეგიძლიათ სახვევი გაიკეთოთ;
- პროცედურა დღეში 4-ჯერ ჩაიტარეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე.
- პარალელურად 0,5 ჩ/კ ზეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ.
გოგრის ზეთი პროსტატიტის დროს
ეს ზეთი კაცებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, სიმსივნის ზრდას აფერხებს, პროსტატის ჯირკვლებში ანთებას აქრობს და ადენომას პროსტატას ებრძვის. ძლიერი ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით გოგრის ზეთი შარდის ბუშტს აძლიერებს და პროსტატის მოქნილობას ზრდის. შეგიძლიათ დალიოთ ან ოყნა გაიკეთოთ. კურსი – 2-3 კვირა. პროფილაქტიკის მიზნით 2 ჩ/კ ზეთი დაახლოებით 1 თვე დალიეთ, შემდეგ შესვენება გააკეთეთ.
როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი პროსტატიტის დროს:
- დილით, უზმოზე 2 ჩ/კ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ;
- მსუბუქი ფორმის დროს დღეში 3-ჯერ დალიეთ.
- მწვავე უსიამოვნების დროს დღეში 5-ჯერ გამოიყენეთ.
- ზეთში გაჟღენთილი ტამპონები სწორ ნაწლავში ჩაიდეთ და ნახევარი საათით გაიჩერეთ. მანამდე ნაწლავები გვირილას ნახარშის ოყნით გაიწმინდეთ.
გოგრის ზეთი ქალური ჯანმრთელობისთვის
გოგრის ზეთი არა მხოლოდ შიდა უსიამოვნების, არამედ კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობის გასაუმჯობსებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ზეთი მენსტრუაციის დროს ტკივილს ამცირებს, ჰორმონალური დაღვევის დროს ამშვიდებს, საშვილოსნოს მიომის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის და საკვერცხეების ანთების დროს ანთებას აქრობს, ამ შემთხვევაში ზეთში გაჟღენთილი ტამპონები ბევრად უფრო ეფექტურია – ღამით საშოში ჩაიდეთ. ექიმები გირჩევენ, რომ ზეთი უნაყოფობოს პრობლემების და ბავშვის მოშორების საფრთხის დროსაც მიიღოთ.
ნარევის რეცეპტი შარდსასქესო ანთების დროს
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ გოგრის ზეთი
- 1 ჭიქა რძე
- 0,25 ჩ/კ დარიჩინი
მომზადება და გამოყენება:
- ზეთი თბილ რძეში გახსენით;
- დარიჩინით მორთეთ და ძილის წინ დალიეთ;
- მკურნალობის კურსი – 3 კვირა.
გოგრის ზეთი კოსმეტოლოგიაში
გოგრის ზეთს კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ. შეგიძლიათ კრემებს და ლოსიონებს დაუმატოთ, კანის ანთებით უბნებზე წაისვათ და სამკურნალო ნიღაბი მოამზადოთ. თვალის ირგვლივ კანს აწესრიგებს. გოგრის ზეთი ლამაზი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ, კანს დამწვრობისგან იცავს და ეპიდერმისის კანის დაზიანების შედეგებს კურნავს, ტკივილს აქრობს და ქსოვილების შეხორცებას ხელს უწყობს. კოსმეტოლოგები გირჩევენ ხელსა და ფრჩხილებზე აპლიკაციები გაიკეთოთ, კანზე შეიზილოთ და ღამით ბამბის ხელთათმანი ჩაიცვათ.
რით არის სასარგებლო გოგრის ზეთი სახისთვის:
- შეშუპებას აქრობს;
- თვალის ქვეშ ჩანთებს აქრობს;
- „ვარსკვლავურ“ სისხლძარღვებს აქრობს;
- სიწითლეს და აქერცვლას კურნავს;
- ნაოჭებს ასწორებს;
რეკომენდებულია, რომ კვირაში ერთხელ თმის ძირებში შეიზილოთ, ნარევი მათ კურნავს, ზრდას აუმჯობესებს და ანთებას აქრობს. თუ გოგრის ზეთს თმისთვის გამოიყენებთ სამკურნალო ნიღბის ეფექტს მიიღებთ.
ნიღაბი თმის ზრდის დასაჩქარებლად
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ გოგრის ზეთი
- 1 კვერცხის გული
- 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
- 1 ს/კ თმის ბალზამი
მომზადება და გამოყენება:
- ნარევი აურიეთ, კვერცხის გული და ლიმონის წვენი დაუმატეთ;
- თმის ბალზამი დაუმატეთ;
- სველ თმაზე წაისვით, კანში შეიზილეთ;
- პირსახოცით შეიხვიეთ და 20 წუთით გაიჩერეთ;
- თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.