Connect with us

ჯანმრთელობა

გლუტენი: რატომ გიჟდება ყველა მასზე და როგორ მიხვდეთ, რომ თქვენთვის საზიანოა

ახლა უგლუტენო პროდუქტი ძალიან პოპულარულია. ასეთი საკვები ცელიაკიით დაავადებულთათვის შეიქმნა, მაგრამ ამ პროდუქტების უმეტეს ნაწილს ჯანმრთელი ადამიანებიც ყიდულობენ.

ადამიანების უმეტესობისთვის გლუტენი აბსოლუტურად უვნებელია, მაგრამ ზოგისთვის შხამია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ ვისთვის შეიძლება და არ შეიძლება გლუტენის შემცველი პროდუქტების მიღება.

რა არის გლუტენი და რისთვის გვჭირდება

გლუტენი ან წებოვანა მცენარეული ცილაა, რომელსაც მარცვლეული შეიცავს: ხორბალი, ქერი და ჭვავი. გლუტენი გაცხელებისას იწელება და მასში გაზები და სითხე ადვილად ჩერდება, რის გამოც ცომი რბილი და ფუმფულა ხდება.

გლუტენი მოქმედებს, როგორც პრებიოტიკი: მისით ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიები იკვებებიან. სხვა მხრივ, დანარჩენი მცენარეული ცილებისგან არ განსხვავდება – ჯანსაღი რაციონის ნორმალური ნაწილია.

როდის ხდება გლუტენი პრობლემა

ზოგჯერ გლუტენი შხამად იქცევს. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი ამ ცილას ვერ ინელებს. დანარჩენებისთვის საზიანო არაა.

გლუტენის მიმართ აუტანლობა შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი დაავადებებით:

  • ცელიაკია

იმუნური სისტემა გლუტენს მავნე უცხო ნივთიერებად აღიქვამს და უტევს. ჭარბი რეაქცია ნაწლავებსაც ეხება, რის გამოც ზიანდება. შედეგად, მკვებავი ნივთიერებების შეწოვა ირღვევა – ამ მდგომარეობას მალაბსორბცია ეწოდება. დაავადების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი გადაცემა მემკვიდრეობით ხდება.

ზოგჯერ ცელიაკია ოპერაციის, ორსულობის, მშობიარობის, ვირუსული ინფექციების ან ძლიერი ემოციური სტრესის შემდეგ აქტიურდება. დაზიანებული ნაწლავები ხშირად იწვევენ დიარეას, სისუსტეს, წონის კლებას, მუცლის შებერილობას და ანემიას (სისხლში ჰემოგლობინის შემცირება). თუ ცელიაკიას არ იმკურნალებთ, სერიოზულ გართულებებს მიიღებთ: ძვლების სისუსტე, უნაყოფობა და ნაყოფის მოშორება, ნაწლავების სიმსივნე და ნევროლოგიური დარღვევები.

ბავშვებში ზრდა–განვითარებაზე გავლენას ახდენს. ცელიაკია დედამიწის მოსახლეობის 1%–ს აქვს. მედიკამენტი არ არსებობს, მაგრამ უსიამოვნო სიმპტომების გასაქრობად რაციონიდან გლუტენის ამოღება საკმარისია.

  • გლუტენის აუტანლობა ცელიაკიის გარეშე

ეს გლუტენის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობაა, რომელიც იგივე სიმპტომებით ვლინდება, როგორც ცელიაკია, მაგრამ ამასთან ნაწლავები არ ზიანდება. დიაგნოზი გამონაკლისია – მისი დადასტურება სხვა დაავადებების გამორიცხვის შემდეგ ხდება.

  • ხორბლზე ალერგია

ხორბალში აღმოჩენილ ერთ ან რამდენიმე ცილაზე (ალბუმინი, გლუტენი, გლიადინი, გლობულინი) ალერგია. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე, მათ შორისაა შეშუპება, პირის ღრუს ან ყელის ქავილი, ჭინჭრის ციება, თვალების ქავილი, ქოშინი, გულისრევა, დიარეა, კრუნჩხვები და ანაფილაქსიურ შოკი.

  • დერმატიტი ჰერპეტიფორმა

გლუტენზე აუტოიმუნური რეაქციაა, რომელიც კანის გამონაყარით ვლინდება. ზოგჯერ ცელიაკიასთან კომბინაციაში გვხდება.

საზიანოა თუ არა გლუტენი ჯანმრთელი ადამიანისთვის

სტატისტიკა ირწმუნება, რომ ადამიანები, რომელთაც ცელიაკია არ აწუხებთ, ხშირად სპეციალურ, უგლუტენო პროდუქტებს ყიდულობენ. მომხმარებლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ უგლუტენო პროდუქტებს „უბრალოდ“ უპირატესობას ანიჭებენ, რადგან „უფრო ჯანსაღი ვარიანტია, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის“.

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის მიერ უგლუტენო დიეტის კონკრეტულ სარგებელს აჩვენებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უგლუტენო პროდუქტები მთავარი კვების ნაწილი ხდება.

ცელიაკიით დაავადებულთა კვლევები აჩვენებს, რომ უგლუტენო დიეტა სიმსუქნის და მეტაბოლური სინდრომის რისკს ზრდის. უგლუტენო პროდუქტებს ნაწლავები უკეთ ითვისებს, ასევე მათში ბევრი რაფინირებული შაქარი და ნაჯერი ცხიმია, რის გამოც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს.

თუ აუტანლობა არ გაქვთ, გლუტენის შემცველი პროდუქტები თქვენთვის საზიანო არაა, ხოლო უგლუტენო დიეტას სარგებელი არ მოაქვს.

როგორ მივხვდეთ, რომ გლუტენის ჭამა არ შეიძლება

გლუტენის აუტანლობის სიმპტომები განსხვავდება, ზოგჯერ საერთოდ არაა. სწორედ ამიტომ, მდგომარეობის აღმოჩენა რთულია. აი, რა მიგითითებთ ამაზე:

  • საჭმლის მონელების პრობლემები: დიარეა, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, საჭმლის მომნელებელი ქსოვილების ანთება;
  • კანის პრობლემები: გამონაყარი, ეგზემა, კანის ანთება;
  • ნევროლოგიური პრობლემები: გონების დაბინდვა, დაღლილობა, შფოთვა, გაშეშება, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, მეტყველების გართულება;
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • ანემია (ჰემოგლობინის შემცირება);
  • წონის კლება;
  • ოსტეოპოროზი (ძვლების სისუსტე, რაც ხშირი მოტეხილობით ვლინდება);

თუ ფიქრობთ, რომ ამ სიმპტომებს გლუტენი იწვევს, უგლუტენო დიეტაზე გადადით. თავდაპირველად, დიაგნოზის დასაზუსტებლად თერაპევტს ან გასტროენტეროლოგს მიმართეთ. თუ რაციონიდან გლუტენს ექიმთან მისვლამდე გამორიცხავთ, დიაგნოზის დასმა გართულდება, რადგან დიეტის დროს შედეგები შეიძლება შეიცვალოს.

რა არის უგლუტენო დიეტა

ცელიაკიის გართულებების (თუ ექიმმა დიაგნოზი დაგისვათ) თავიდან ასაცილებლად, რაციონიდან გლუტენის შემცველი ყველა პროდუქტი გამორიცხეთ. ასეთი დიეტა სრულყოფილი არაა, რადგან მარცვლეულში შედის სხვა აუცილებელი კომპონენტებიც: უჯრედისი, B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი და რკინა. სწორედ ამიტომ, მათი შემცვლელის მიღება მოგიწევთ, რომელთაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით. მაგალითად, მარცვლეული შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ამ უგლუტენო მარცვლებით:

  • კინოა
  • ყავისფერი, შავი ან წითელი ბრინჯი
  • წიწიბურა
  • ამარანტი
  • ფეტვი
  • სიმინდი
  • სორგო
  • ტეფი
  • უგლუტენო შვრია

ბევრი სასარგებლო მთელი პროდუქტი არსებობს, რომლებიც გლუტენს არ შეიცავენ, მათ შორისაა:

  • ხორცი
  • თევზი და ზღვის პროდუქტები
  • კვერცხი
  • რძის პროდუქტები
  • ხილი
  • ბოსტნეული
  • პარკოსნები
  • კაკალი
  • მარწყვი
  • მცენარეული ცხიმები ან კარაქი

სჯობს ნატურალური უგლუტენო დიეტა აირჩიოთ, ვიდრე დამუშავებული უგლუტენო პროდუქტები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ უგლუტენო პროდუქტი ნაკლებ მკვებავ ნივთიერებას და ბევრ დამატებულ შაქარს შეიცავს.

სასმელების უმეტესობაც გლუტენს არ შეიცავს. ლუდი გამონაკლისია.

როგორ მივხვდეთ, რომ პროდუქტი გლუტენს შეიცავს

პროდუქტის შემადგენლობა ყურადღებით წაიკითხეთ, ასევე შეფუთვაზე მოძებნეთ ნიშანი „გლუტენის გარეშე“ ან Gluten free. პროდუქტი „უგლუტენოდ“ რომ ჩაითვალოს, 1 კგ პროდუქტი 20 მგ–ზე ნაკლებ გლუტენს უნდა შეიცავდეს. ამ შემთხვევაში უსაფრთხოა მათთვის, ვისაც ცილის მიმართ აუტანლობა აქვს.