Connect with us

ჰოროსკოპი

გიორგი, ფეხებთან! როგორ მანიპულირებენ ზოდიაქოს ნიშნები კაცებზე

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ მანიპულირებენ ზოდიაქოს ნიშნები კაცებზე. ნახეთ, ვის გამოდის მანიპულირება ყველაზე უკეთ!

თხის რქა

ეს ჰოროსკოპი რეიტინგი რომ იყოს, თხის რქა საპატიო ბოლო ადგილს დაიკავებდა, რადგან არ მანიპულირებს. თხის რქის ნიშნის წარმომადგენელი სხვებს მოტივაციას აძლევს. მოტივაციას აძლევს მეტაფორული ჯადოსნური პენდელებით ექსკავატორ–დრაგლაინის ძლიერი გამანადგურებელი ძალის სისტემით (კოსმო საგანმანათლებლო: ეს ისაა, რაც შენობებს ანადგურებს). როგორც უკვე მიხვდით, საქმე მხოლოდ სახელშია. თუ თხის რქას ეტყვით, რომ მსგავსი მოტივაცია სუფთა მანიპულაციაა, თავის რქებს შეურაცხყოფილად მოიქნევს და გიპასუხებთ: „და სად არის აქ მანიპულაცია? ყოველთვის გულწრფელი და პირდაპირი ვარ!“ დიახ, დიახ – ვინც დაშავდა, უბრალოდ მხედარი არაა.

მერწყული

მერწყული დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მკაცრ ინგორს რთავს. მხრებს იჩეჩს და ამბობს „დიდად არც მინდოდა“. მიმიკით, ინტონაციით და მოქმედებით კი ამბობს „დიდად არც მჭირდები“. და ურჩ ადამიანს ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევს. შედეგად, მანიპულირების ობიექტი ხოხვით უახლოვდება, სასურველი კბილებით მოაქვს და თან პატიებას ითხოვს. ყველას არ ესმის, რომ ეს სწრაფად უნდა გააკეთონ. ძალიან სწრაფად. რამდენიმე წუთით დაგვიანება საკმარისია, რომ კლასიკური პასუხი მიიღოთ: „ვინ ხართ? კარგად იყავით!“

თევზები

„არ მომიახლოვდე, ნაწყენი ვარ“. თევზები ისე ბრაზდება, რომ სხვა ზოდიაქოს ნიშნებს არც დაესიზმრებათ. თვლის, რომ კაცისთვის რაიმეს ახსნა მის ღირსებას ამცირებს. სწორედ ამიტომ, აზრი არ აქვს თევზს ჰკითხოთ, თუ რა მოხდა. მაინც ვერ დაინახავთ, თუ რა მოხდა – მაშინაც კი, თუ საწყალ კაცს თევზების განაწყენებული მზერით თვალები დაეწვება. კარგი, თევზებს ცოტა თვალებში ჩავხედეთ, რა თქმა უნდა, თვალები არ დაგეწვებათ, მაგრამ მეტაფორულად გული შეიძლება გაგისკდეთ. თევზებს მსახიობობის თანდაყოლილი ნიჭი აქვს და გაურეცხავი თეფშების გამო შეიძლება პანტომიმა მოაწყოს „დედამიწაზე უკანასკნელი მამაკაცი რომ იყო, მე კი უკანასკნელი ქალი, მაინც არ გაპატიებ, შეგიძლია პირდაპირ ახლა ციცაბო კლდიდან გადახტე“.

ვერძი

ვერძი დარწმუნებულია, რომ კაცებით ისე უნდა მანიპულირებდე, როგორც ბავშვებს ზრდი (იმ გაგებით, როგორც ვერძი ზრდის ბავშვებს): მუქარა და შანტაჟი საუკეთესო მეგობრები არიან. ამასთან ვერძი მუქარას აუცილებლად ასრულებს, ხოლო შანტაჟში წმინდა საგნებს შეიძლება ადვილად შეეხოს. საშიში ქალია!

კურო

რატომღაც, კურო საკუთარ თავს არ ენდობა და თვლის, რომ მანიპულირების უნარი არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, ყველაფერ საუკეთესოს ერთდროულად იყენებს. კიდეც ტირის, თეფშსაც ამტრევს, გარკვეული დროით სექსზე უარს ამბობს, მამაკაცის თვითშეფასებასაც ამცირებს და ითხოვს, რომ უკვე ნამდვილი მამაკაცი გახდეს და არა ეს, მოლაპარაკე პროტოპლაზმის უსარგებლო ნაჭერი. მთავარი ნომერი მისი გამოსვლაა: „აი, ქუჩაში, სუსხიან ღამეს უქუდოდ გავალ და გოგონა აღარ გეყოლებათ!“ ამასთან კურო, როგორც ქალი მაინც გულმოწყალეა, ცივი ღამისთვის მოსამზადებლად დაახლოებით 4 საათი დასჭირდება (მოწესრიგების გარეშე ხომ არ გავა!), ასე რომ მისი გაჩერების და სიტუაციის გამოსწორების შანსი ყოველთვის გაქვთ. ვინც ვერ გაითვალისწინა – თავად არის სულელი დამნაშავე. კური ერთხელ მართლა წავა, მაგრამ ამით ცუდად თავად არ იქნება.

ტყუპები

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა ტყუპებს ბავშვობაში „წითელქუდას“ ნაცვლად უკითხავდნენ „ნუ უყვირით ძაღლს“ და დღემდე ამ პრინციპით მოქმედებს: არანაირი დასჯა, მხოლოდ დადებითი მტკიცება: ჩუსტები მოიტანე? ყოჩაღ, როგორი ჭკვიანი და კარგი ხარ! ლაგამი აიშვი  და მთელი ღამე ასეთივე მამრებთან ერთად დარბობდი? ოჰ, ოჰ, ოჰ, ვინ იყო ცუდი ბიჭი? ნუ, ნუ, ნუ ვინ არის კარგი, რომ დედასთან დაბრუნდა?როგორც ხედავთ, ეფექტური მეთოდი არა, რადგან კაცი ძაღლი არაა, არამედ უფრო სულელი არსება. ტყუპებისთვის მაინც სულერთია: თუ პაციენტი დადებითი ბრძანების შესრულებაზე კატეგორიულ უარს ამბობს, ტყუპები სასჯელს არ იყენებს, უბრალოდ მხეცს თავშესაფარში აბარებს. და ახალს იძენს.

კირჩხიბი

კირჩხიბს სურს, რომ კარგი გოგონა იყოს, ამიტომ მიზნის მისაღწევად ყოველგვარ თხოვნას, მოფერებას, შთაგონებას, ქებას და გემრიელად გამოკვებას იყენებს. ზუსტად მანამ, სანამ მამაკაცი ამ ბავშვური მანიპულირების უგულებელყოფას არ გადაწყვეტს. მაშინ კირჩხიბი ჯერ წუწუნს იწყებს, შემდეგ მოვალეობის გრძნობის გაღვივებას და ნელ–ნელა მარწუხების წვერით ნაზი ნათხემის კბენას იწყებს, შემდეგ მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ძალიან ატკინეს. ისე ძლიერ, რომ შეიძლება ლოგინში ჩაწვეს. პირდაპირი გაგებით – შაკიკი, თან სიამაყის შეტევით, კირჩხიბის შემთხვევაში კიდევ უფრო უარესია. თუ საპასუხოდ ვერ მოასწარით, რომ კონდრატი თქვენც გეწვიათ, მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნა შეგაწუხებთ.

ლომი

ლომი საერთოდ თავს არ იწუხებს: თუ ოდნავ გაღიზიანებული მეტაფორული კუდის ქნევამ არ უშველა, პირდაპირ ფეთქდება და წარმოუდგენელ სკანდალს აწყობს ბლექჯეკითა და ფუნთუშებით, რომლებიც დამნაშავის თავისკენ მიექანება. ვინც ვერ გაითვალისწინა, თავად არის სულელი დამნაშავე.

ქალწული

„ამაზე უნდა ვისაუბროთ!“ – აცხადებს ქალწული და თანხმობის მიღებამდე ლაპარაკს იწყებს. როგორც წესი, მანიპულაცია ხარვეზების გარეშე მუშაობს. თუ, რა თქმა უნდა, ქალწული ვინმე მენტალურ თვითმკვლელს არ დაუკავშირდება, რომელსაც ქალწულთან კამათი და წინააღმდეგობა თავში მოუვა. აქ, მაპატიეთ ქალწული პატარა ნემსს აიღებს და სადისტური სიამოვნებით ყველაზე მტკივნეულ წერტილში დაგარჭობთ. შემდეგ მიდი და ამით იცხოვრეთ.

სასწორი

„საყვარელო, თავად როგორ გსურს?“ კითხულობს სასწორი და შრეკიდან ძვირფას კატას უყურებს. საყვარელი დაუყონებლივ გრძნობს, რომ სჯობს სურდეს ის, რაც სასწორს სურს, თუ არადა მოუწევს. იმ მომენტში, როცა კატის თვალები მუშაობას წყვეტს, სასწორი ტაქტიკას არ ცვლის. მხოლოდ ინტონაციას ცვლის: „არა, მითხარი! მითხარი! მითხარი!“ ამ მომენტში უბედური ხვდება, რომ უკვე არაფერი აღარ სურს არც სასწორიდან და არც ცხოვრებიდან.

მორიელი

ტოტალური კონტროლი. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით მორიელი კაცებით მანიპულირებს მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცის მიღწევა სურს და არა იმიტომ, რომ უკონტროლო და ყოვლისმომცველი ძალაუფლების სურვილი აწუხებს. მნიშვნელობა არ აქვს, თუ დღეს მანიპულირების რომელ მეთოდს გამოიყენებს – მაინც ბრწყინვალედ იყენებს ყველაფერს, რაც კაცობრიობას ოდესმე გამოუგონია, მათ შორის წამებას. რაც მთავარია, მორიელის მანიპულირებას თავს ვერ დააღწევთ, რადგან თავიდანვე ყველაფერს აკონტროლებს.

მშვილდოსანი

გულწრფელი ქალია, ამიტომ მანიპულაცია მთელი სულით და გულით სძულს. თავიდან მშვილდოსანი პირდაპირ ითხოვს, თუმცა ამ პირდაპირობას ზოგიერთი ძალიან ნაზი კატატონიაში შეჰყავს. თუ რომელიმე სქელკანიანი მშვილდოსნის პირდაპირობის უტიფრად უგულებელყოფას გაბედავს – ჯავშნის იმედი არ ჰქონდეს! მშვილდოსანი სამ ფრაზაში მის თვიშეფასებას ნულამდე დაიყვანს. თან საპასუხოდ სათქმელი არაფერი ექნება, რადგან მშვილდოსანმა კვლავ სიმართლე თქვა.