Connect with us

ყვავილები

გიამბობთ, რატომ გიჟდებიან ჩემი მცენარეები დარიჩინზე

დარიჩინის გემოს და არომატული თვისებების შესახებ ყველამ იცის. ის სურნელოვანი, გემრიელი და ძალიან გაჯერებულია. დარიჩინით ნებისმიერი, ყველაზე უბრალო ნამცხვარიც ნამდვილი კულინარიული ნეტარება ხდება. ყავა დარიჩინით უბრალოდ წარმოუდგენლად გემრიელია! დღეს Alltime.ge- ს რედაქცია დარიჩინის კიდევ ერთ სასარგებლო მხარეს გიზიარებთ: დარიჩინი ოთახის მცენარეებისთვის შეიძლება შესანიშნავი სასუქი იყოს.

დარიჩინს თამამად შეიძლება ყველაზე მოქმედი და ეფექტური დანამატი ვუწოდოთ. ნახეთ, როგორ მოქმედებს დარიჩინი, რა გავლენას ახდენს სანელებელი მცენარეზე, რამდენხანს შეიძლება მისი გამოყენება.

როგორ და რა გამოვკვებოთ დარიჩინით

ყველაფერი მარტივია: მწიკვი დარიჩინი ყოველ ქოთანში და კაქტუსიც აყვავილდება! დარიჩინი ზრდის მასტიმულირებელი საშუალებაა, რომელიც მცენარის ყვავილობას ააქტიურებს. ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა, რადგან დარიჩინის გამოყენებით ნებისმიერი მცენარის იმუნიტეტი იზრდება.

სანელებელი ეკოლოგიური გადაწყვეტილებაა, თუ სასუქად სხვადასხვა ქიმიური საშუალების გამოყენების წინააღმდეგი ხართ: საკმარისია, თვეში ერთელ დარიჩინი მცენარის მიწას მოაყაროთ. ჩვეული რეჟიმით მორწყეთ. ზომიერი განათებით, მორწყვით და სასუქით ოთახის მცენარის მიწა ნებისმიერი ავადმყოფობისგან დაცული იქნება.

როგორ გავაკეთოთ დარიჩინის ხსნარი

ზამთარში ოთახის ყვავილებს გამოკვება და დატენიანება განსაკუთრებით სჭირდება. ამ მიზნით დარიჩინის და სუფთა წყლის ხსნარი გამოიყენეთ. 1 ლ დაყენებულ წყალს 1 ს/კ დარიჩინი დაასხით და რამდენიმე დღე გააჩერეთ. თითოეულ ქოთანს 2 კოვზი ასეთი ხსნარი დაუმატეთ.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დარიჩინის ხსნარი ერთ–ერთი უძლიერესი სასუქია! ზამთარში, რეკომენდებულია თვეში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენოთ. ზაფხულში უფრო ხშირად, თვეში 2–ჯერ. როგორც ცნობილია, განსაკუთრებული სუნი ტვინის მუშაობას სტიმულირებს, ამიტომ დარიჩინი არა მხოლოდ მცენარისთვის, არამედ ადამიანისთვის სასარგებლოა. ასე უფრო ჯანმრთელი და მთელი სამუშაო დღის განმავლობაში უფრო აქტიური გახდებით.

დარიჩინი ბოსტანში, ნერგებისა და ბაღის მცენარეებისთვისაც სასარგებლოა. მცენარეს მწერებისა და მავნებლებისგან, როგორიცაა მღრღნელები და ჭიანჭველები, დაიცავს. იყენებთ დარიჩინს სასუქად თუ უკეთესი მეთოდი იცით?