საკითხავი
გიამბობთ, რატომ არ შეიძლება სარკის დატოვება ფანჯრის რაფაზე
პატარა სამზარეულოში ფანჯრის რაფას სხვადასხვა ნივთის შესანახად ხშირად იყენებენ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ნივთები არ უნდა დატოვოთ ფანჯრის რაფაზე და რატომ.
ფანჯრის ამოცანაა ოთახი სინათლით და სუფთა ჰაერით გაავსოს. მისი მნიშვნელობა იზრდება, თუ სამზარეულოში გამწოვს არ იყენებთ. ფანჯრის რაფა, რომელიც ნივთებით გადავსებულია, უწესრიგოდ გამოიყურება. ზოგიერთი ნივთის აქ დატოვება სახიფათოა.
ფანჯრის რაფა სამზარეულოში: რა არ უნდა დატოვოთ მასზე
პროდუქტები
პროდუქტების უმეტესობა მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ, რომ არ გაფუჭდეს. გამონაკლისიც არის. მაგალითად, ავოკადო და მწვანე პომიდორი, რომელიც მზეზე უფრო სწრაფად დამწიფდება. სხვა ყველაფერი სწრაფად გამოუსადეგარი გახდება.
ჭურჭელი
მტვრევადი ჭიქები და ფაიფური წამებში შეიძლება ნაფშვენებად იქცეს, თუ ორპირი ქარი დაუბერავს. სწორედ ამიტომ, არ გარისკოთ და ფანჯრის რაფაზე არ დატოვოთ.
სანთლები
პარაფინი და ცვილი სწრაფად დნება, ამიტომ ფანჯრის რაფაზე დატოვების შემთხვევაში შეიძლება ფორმა დაკარგოს და გამოუსადეგარი გახდეს.
კოსმეტიკა, აეროზოლი
ნივთები, რომელთაც ფანჯრის რაფაზე ტოვებთ, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით სწრაფად ცხელდება. ასე შეფუთვაში არასასურველი ქიმიური რეაქციები დაიწყება. კრემი სწრაფად ამჟავდება, ხოლო აეროზოლის ქილა საერთოდ შეიძლება გასკდეს.
ტექნიკა
როგორი პატარა სამზარეულოც არ უნდა გქონდეთ, ჩაიდანი, მულტისახარში ან მიკროტალღური ღუმელი ფანჯრის რაფაზე არ შეინახოთ. ტემპერატურის რყევების შედეგად კონდენსატი დაგროვდება. ეს ობის გაჩენის მიზეზია.
სარკე და სათვალე
სარკე, რომელსაც ფანჯრის რაფაზე ინახავთ, შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს. მას შეუძლის მზის სხივი აირეკლოს და ადვილად აალებადი ზედაპირისკენ მიმართოს. ამ მიზეზით აქ სათვალეც ქეისის გარეშე არ შეინახოთ.
რჩევა, როგორ გამოიყენოთ ფანჯრის რაფა სამზარეულოში
სამზარეულოში ფანჯრის რაფაზე სურნელოვანი ბალახი და მიკრომწვანილი შეგიძლიათ გაზარდოთ. ეს საინტერესო და გასართობი საქმეა, რომელსაც პრაქტიკული სარგებელი ახლავს. ვიტამინების ყიდვა აღარ მოგიწევთ. მინი ბოსტანი ფანჯრის რაფაზე ლამაზად გამოიყურება.
ფანჯრის რაფას არა მხოლოდ რაციონალური განლაგების და სილამაზის, არამედ უსაფრთხოების მხრიდანაც შეხედეთ. ასე სამზარეულო ფართო და მყუდრო გახდება.