Connect with us

ჯანმრთელობა

გესტაციური დიაბეტი: 8 მნიშველოვანი ნიშანი რომელიც დროულად უნდა შენიშნოთ

ყოველი მეოცე ორსული ქალი ჰესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება. ჰესტაციური დიაბეტი არის შაქრიანი დიაბეტი რომელიც იმის გამო ვიტარდება, რო ორგანიზმს ორსულობის ჰორმონების გამო სისხლში გლუკოზის დონის რეგულირების უნარი ეკარგება. ამ დაავადების სკრინინგი ქალბატონმა ორსულობის 24-ე კვირას უნდა ჩაიტაროს, თუმცა არსებობს მისი განვიტარების ადრეული მანიშნებლებიც.

დაბინდული მხედველობა

როდესაც სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, ის თვალის ლინზაში არსებული სიტხის დონეზე მოქმედებს, ეს კი მხედველობის ფოკუსირებაში გვიშლის ხელს და მას დაბინდულს ხდის. ეს შეიძლება მუდმივი ან დროებითი სიმპტომი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში თუ თქვენს თავს ამჩნევთ, რომ მსგავსი პრობლემა გაქვთ, ექიმტან ვიზიტს ნუ გადადებთ.

მუდმივი დაღლილობა

ორსულობის დროს ენერგიის ნაკლებობა და სისუსტე ნორმალური მდგომარეობაა, რომელსაც ორსული ქალების 80% მუდმივად აწყდება. თუმცა ზედმეტი დაღლილობა და სისუსტე შეიძლება განვიტარების სტადიაში მყოფი გესტაციური დიაბეტის მანიშნებელი იყოს. საქმე იმაშია, რომ გლუკოზის მაღალი დონის გამო უჯრედებს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიღება და გამოყენება უჭირთ.

მუდმივი წყურვილი

კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც ორსულობას ახლავს თავს, მომატებული წყურვილის გრძნობაა. ორსულებს მეტი წყალი ესაჭიროებთ რათა სისხლის რაოდენობა გაიზარდოს და თირკმელებს მავნე ნივთერებების გამოტანაში მიეხმაროს, მაგრამ ჭყურვილი შიეძლება გისტაციური დიაბეტის სიმპტომიც იყოს. თუ დღეში 10 ჭიქა წყალს სხვამთ ეს ნორმაა, მაგრამ თუ მეტი წყალი გესაჭიროებათ აუცილებლად მიმართეტ ექიმს.

ხშირი შარდვა

ორსულ ქალბატონებს უფრო ხშირად უწევთ შარდვა რადგან მეტ წყალს მოიხმარენ, აჩქარებული სისხლის მიმოქცევა კი შარდის წარმოქმნასსაც აჩქარებს, პლუს ნაყოფი შარდის ბუშტს აწვება. თუმცა ხშირი შარდვა სისხლში გლუკოზის მატებიტაც შეიძლება იქნას გამოწვეული, ამიტომ აკონტროლეთ გლუკოზის დონე და დროულად მიმართეთ ექიმს.

გულის რევის შეგრძნება და ღებინება

ორსულობის კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც გესტაციური დიაბეტის სიმპტომს გავს. საქმე იმაშია, რომ გავითარების სტადიაში მყოფი დიაბეტის დროს, უჯრედები შაქარს ვერ იყენებენ და სისხლში აგორვებენ, ხდება კეტონების(ტოქსიკური ნივთიერებების) წარმოქმნის სტიმულაცია – ის კი გულის რევის ეგრძნებასა და ღებინებას იწვევს.

წონის კლება

წონის მოულოდნელი და არამოტივირებული კლება, ყოველთვის ცუდის ნიშანია, მით უმეტეს ორსულობის დროს. როდესაც უჯრედები გლუკოზას “საწვავის” სახით ვეღარ იყენებნ, ორგანიზმს ენერგიის მიღება სხვა ნივთიერებების ხარჯზე უწევთ, ამას კი წონის კლებასთან მივყავართ. ამასთანავე ზარალდება ნაყოფიც: ქალბატონებს, რომლებსაც დიაბეტი აწუხებთ, როგორც წესი მცირე წონის მქონე ბავშვები უჩნდებათ.

ხშირი ინფექციები

ორსულობა ვაგინალური და შარდის გამომყოფი გზები ინფექციების განვითარების რისკს თავისთავად ზრდის, გისტაციური დიაბეტის დროს კი ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება. საქმე იმაშია, რომ სოკო, ბაქტერიები და საფუარი გლუკოზით იკვებება და რაც უფრო მაღალია სისხლში შაქრის დონე, მით უფრო კარგად გრძნობენ ისინი ტავს. ამიტომ თუ მსგავსი ინფექციები გაწუხებთ, კარგი იქნება თუ სისხლში შაქრის დონეს გადაამოწმებთ.

ხვრინვა

ორსულობის დროს ხვრინვა შეიძება ისეთმა ქალბატონებმაც დაიწყონ, რომლებიც ამ პრობლემას არასდროს შეუწუხებია: ხვრინვა შეიძლება განვიტარების სტადიაში მყოფი გისტაციური დიაბეტის ნიშანიც იყოს. თუ შენიშნეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენიმე სიმპტომი გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და სისხლში გლუკოზის დონის შესამოწმებლად ანალიზებიც ჩაიტარეთ. გისტაციური დიაბეტი – საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაა, რომელსაც დროულად უნდა მიხედოთ.