Connect with us

ჯანმრთელობა

გენიტალიური ჰერპესი: რატომ არის ის საშიში, თუნდაც “მიძინებულ” მდგომარეობაში

გენიტალიური ჰერპესი – გახლავთ ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა. ის ჰერპეტიკულ გამონაყარს იწვევს, რომელიც მტკივნეულია და ზოგჯერ სითხით სავსე ბუშტუკების სახით ვლინდება. მედიკოსების ვარაუდით ეს დაავდება 14-დან 49-მდე ადამიანების დაახლოებით 16%-ს აქვს, ძირითადად “მიძინებულ”მდგომარეობაში.

რა იწვევს გენიტალიურ ჰერპესს?

არსებობს უბრალო ჰერპესის 2 ტიპი. ერთი რომელიც გაციებისას ტუჩებზე არსებული გამონაყარის სახით ვლინდება და მეორე, რომელიც ინტიმურ ადგილებში აჩენს გამონაყარს.

ეს ორივე ვირუსი ორგანიზმში პირის, ცხვირის ან სასქესო ორგანოების ლორწოვანი გზის გავლით ხვდება.

ჰერპესის სრული განადგურება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია – ის იოლად მრავლდება და ადაპირდება ორგანიზმში, თუმცა ჩბენი იმუნური სისტემა ხშირ შემთხვევაში მას აკონტროლებს.

სად შეიძლება უბრალო ჰერპესის ვირუსული ნაწილაკების პოვნა?

სხეულის სითხეებში, მათ შორის ნერწყვში, სპერმასა და ვაგინალურ გამონადენში.

როგორ ვიცნოთ გენეტალიური ჰერპესის სიმპტომები?

ბუშტუკების გაჩენა ჰერპესის აფეთქებაზე მიგვანიშნებს. დაავდების შემდეგ აფეთქება შეიძლება 2 – 30 დღის ვადაში მოხდეს.

საერთო სიმპტომები მამაკაცისთვის – ბუშტუკები თეძოების, სასქესო ორგანოების და ანუსის მიდამოებში
საერთი სიმპტომები ქალბატონებისთვის – ბუშტუკები თეძოების, სასქესო ორგანოების და ანუსის მიდამოებში

საერთო სიმპტომები:

ბუშტუკები შეიძლება გაჩნდეს პირსა და ტუჩებზე, სახეზე და სხვა ნებისმიერ ადგილას, რომელსაც დაინფიცირებული ადგილი შეეხეო
2. ბუშტუკების გაჩენამდე, დაინფიცირებულ ადგილზე იწყება ქავილი ან ჩხვლეტა.
3. ბუშტუკები შეიძლება ღია წყლულებად იქცნენ და სითხის დენა დაეწყოთ
4. გაჩენიდან 1 კვირაში წყლულებზე ქერქი ჩნდება
5. ლიმფური კვანძები შეიძლება დასივდნენ რადგან სწორედ ისინი ებრძვიან ამ ვირუსს
6. შეიძლება გაჩნდეს თავის და ზოგადად სხეულის ტკივილები, მაღალი ტემპერატურა.

როგორ უჩნდებათ ჰერპესი ბავშვებს?

ბავშვს ჰერპესი ვაგინალური მშობიარობისგან, დედისგან შეიძლება გადაედოს. ამ შემთხვევაში ჩვილზე ჰერპესი შეიძლება სახეზე, სხეულსა და გენიტალიებზე ბუშტუკების სახით გამოვლინდეს.

თუ ორსულის იმუნიტეტი შესუსტებულია, ჰერპესის აფეთქება შეიძლება ნაყოფს გადაეცეს. ეს დაავადება განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრშია საშიში. გენიტალური ჰერპესის დაბადებულ ბავშვებს შეიძლება მომავალში სერიოზული პრობლემები გაუჩნდეთ, მათ შორის სიბრმავე და ტვინის დაიანებები. ინფექციამ ორსულობის დროს მუცლის მოშლა ან ადრეული მშობიარობაც შეიძლება გამოიწვიოს.

აუცილებელია გინეკოლოგს აცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ ინფექციის მატარებელი ხართ, თუნდაც ის “მიძინებულ” მდგომარეობაში იმყოფებოდეს და თავს აღარ გახსენებდეთ.

როგორ მოვახდინოთ გენიტალური ჰერპესის დიაგნოსტირება?

მიმართეთ ექიმს! ჰერპესის დიაგნოსტირება მას ვიზუალური დათვალიერებითაც არ გაუჭირდება, კვევების ჩატარება საჭირო არ არის, თუმცა დაეჭვების შემთხვევაში შეიძლება კვლევა დაგინიშნოთ. ექიმს უნდა მიმართოთ მაშინაც, თუ ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლებოდა ჰერპესით დაინფიცირებულიყავით მაგრამ, მას თავი ჯერ არ გამოუვლენია.

შესაძლებელია თუ არა გენიტალიური ჰერპესის მკურნალობა?

მისგან საბოლოოდ განკურნება შეუძლებელია. წამლებს შეუძიათ მის აფეთქებას შეებრძოლონ, ამგრამ მისი საბოლოოდ დამარცხება სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით შესაძლებელი არ არის.

რისი გაკეთება შეიძლება?

ანტივირუსული პრეპარატები ტკივილს შეგიმსუბუქებთ და გამონაყარს მოგაშორებთ. მისი დალევა პირველივე სიმპტომებიდან არის აუცილებელი, ამგვარად წამლების გამოყენება გაცილებით ეფექტური იქნება.

ეცადეთ გამონაყარის დროს რბილი დასაბანი საშუალებები გამოიყენოთ და შხაპიც თბილი, მაგრამ, არა ცხელი წყლით მიიღოთ. გამონაყრის ადგილი ყოველთვის მშრალი და სუფთა უნდა იყოს, ეს შესაძლო გაღიზიანებას აგვაცილებს თავიდან. ასეთ დროს ექიმები ბამბის თავისუფალი ტანსაცმლის ჩაცმას გირჩევთ.

გამონაყარი გენიტალიების მიდამოებში. როგორ გავარჩიოთ მუწუკები ჰერპესის გამონაყრისგან?

გენიტალური გამონაყარის მახასიათებლები

1. თუ მოტკეცილ საცვლებს, ან სპორტულ ტრუსს ატარებთ, სიარულისას ხურდებით და ოფლიანობთ, შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს. კანის ცხიმი და კანის მკვდარი უჯრედები ფორებში გროვდება და მათი გაბიდნვა ხდება.
2. ჩვეულებრივი მუწუკები მრგვალი ფორმისაა და მათი ჰერპესისგან გარჩევა ძალიან იოლია, ისინი არც სითხით არის სასვსე და არც საშინელ ტკივილს იწვევს.
3. გენეტალიებზე მუწუკი შეიძლება კონტაკტური დერმატიტის, ჩაზრდილი თმის ან ფოლიკული ბაქტერიალური ინფექციის გამო გაჩნდეს.
4. ჩვეულებრივი მუწუკი დაჭერისას მაგარია და შეიძლება ჩირქით იყოს სავსე.
5. ეცადეთ გენიტალური მუწუკი არ გახეთქოთ, ამან შეიძლება პრობლემა გაართულოს. გამოიყენეთ ანტიბაქტერიული კრები ან ჩაის ხის ზეთი. გაწიმიდეთ დაზაინებული ადგილი ანტიბაქტერიული საპნით და სუფთა პირსახოცით გამშრალეთ.
6. როგორც წესი გენიტალური მუწუკი სწრაფად ქრება და პატარა შრამს ან მუქ აქას ტოვებს.

მუწუკებისგან განსხვავებით, ჰერპესის გამონაყარი მტკივნეული ბუშტუკების სახით ჩნდება, სავსეა გჭვირვალე ფერის სითხით. როგორც წესი შეხებისას ის რბილია. მისი გაჩენისას ადამიანი თავს ავად გრძნობს, რაც ჩვეულებრივი მუწუკები გაჩენისას არ ხდება. თუ გამონაყართან დაკავშირებით ეჭვები გაქვთ, აჯობებს ექიმს მიმართოთ!

როგორ უნდა მოვუაროთ გენიტალიურ ჰერპესს?

აუცილებელია სექსის დროს უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა და კონდომის ყოველთვის გამოყენება. ამან შეიძება ჰერპესის ინფექციისგან სხვები დაიცვას. ჰერპესის გადადება პრეზერვატივის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელია, ამიტომ ეს საკითხი პარტნიორთან უნდა განიხილოთ. თავდაცვა საჭიროა ორალური პრაქტიკის დროსაც.

დაავადება შეიძლება მრავალი წლის მანძილზე არ ვლინდებოდეს, თუმცა სტრესის, რომელიმე ავადმყოფობის ან დაღლილოის გამო “გაიღვიძოს”, ამიტომ მაქსიმალურად იზრუნეთ საკუთარ ორგანიზმზე და იმუშავეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.გ