Connect with us

ჯანმრთელობა

გაწუხებთ კოპი კისერზე ან ყურსუკან? აი რა უნდა იცოდეთ ამ შემთხვევაში!

კისერზე, სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებში არსებულ პატარა კოპისებრ წანაზარდს ეპიდერმოიდულ კისტას უწოდებენ. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც დასაწყისში არ აწუხებს პაციენტებს და მათში უბრალოდ ესთეტიკურ დისკომფორტს იწვევს. რას წარმოადგენს ეს კისტა? სასშიშია თუ არა ის? როგორ გავთავისუფლდეთ მისგან? ამ და სხვა შეკითხვებზე ამ სტატიაში გიპასუხებთ.

მსგავსი კისტა შეიძლება ნებისმერ ადამიანს გაუჩნდეს ზრდასრული ასაკის მიღწევის შემდეგ. ექიმები აღნიშავენ, რომ ყველაზე ხშირად ის იმ ადამიანებს უჩნდეათ ვისაც ოდესღაც აკნე აწუხებდათ ან ახლაც აწუხებთ. თუნდაც კისტა არანაირ დისკომფორტს არ გიქმნიდეთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან ზოგჯერ კისტისგან კანის სიმსივნის გარკვეული სახეობების განვიტარება ხდება.

ეპიდერმოიდური კისტა ჩვეულებრივ მრგვალი ან ოვალური ფორმისაა. ფერი თეთრიდან ყვითლამდე ვარირებს, გააჩნია პაციენტის ბუნებრივი ფერი ტიპს. ზომებში კისტა 2 სანტიმეტრს იშვიათად აჭარბებს. ზოგიერთ შემთხვევაში კისტას თავი უჩნდება რომელზე დაჭერის შემდეგ მისი შიგთავსი გარეთ გამოდის. თუმცა დაინფიცირებისგან თავის ასაცილებლად ამის გაკეთება რეკომენდებული არ არის.

კისტა საშიში არ გახლათ. რისკი მაშნ ჩნდება როდესაც მასში ინფექცია ხვდება ან უეცრად ზრდას იწყებსამა თუ იმ მიზეზის გამო. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად და დაუყოვნებლი მიმართეთ ექიმს!

თუ ეპიდერმული კისტა დისკომფორტს არ იწვევს და ექიმმა მისი სასწრაფოდ მოცილება არ მოგთხოვათ, შეგიძლიათ მისგან ხალხური მეთოდებით გათავისუფლდეთ.

მნიშვნელოვანია: მათ გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მაშ ასე, რა დაგვეხმარება ეპიდერმული კისტისგან გათავისუფლებაში?

1. ვაშლის ძმარი
ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე კისტაზე ვაშლის ძმარში დასველებული ბამბა დაიდეთ. დაიმაგრეთ ბამბა ლეიკოპლასტირით. სასურველია პროცედურა ღამე გააკეთოთ, დილით კი მოიახსნათ და კისტა ანტისეპტიკით დაიმუშაოთ.

1 კვირის შემდეგ კისტის ზედა ნაწილი მოშორებას დაიწყებს. ის ფრტხილად უნდა მოიცილოთ და ადგილი კარგად დაიმუშაოთ ანტისეპტიკით.

2. ბაბუაწვერად ფოთლები
აურიეთ 1 სუფრის კოვზი გამმშრალი ბაბუაწვერას ფოთოლი და 1 სუფრის კოვზი იის ფოთოლი. ნარევი 45 წუთით ადუღეთ და გააგრილეთ. დაილიეთ რამდენიმე ყლუპი დღეში 4 ჯერ, 10 დღის მანძილზე. ამ ნარევით კისტის დამუშავებაც შეგიძლიათ.

3. ალოე ვერა
ეს მცენარე თავისი დადებითი თვისებებით გამოირჩევა. გადაჭერით ალოეს ფოთოლი, გარეცხეთდ ა გამოწურეთ ცოტაოდენი წვენი. მიღეული მასა კისტას წაუსვით. კარგი იქნება ალოეს წვენის შინაგანი მიღებაც.

4. რძე
ჩაუშვით ჩაის პაკეტი რძეში. ფრთხილად გამოწურეთ და დაზიანებულ ადგილას მიიდეთ. პროცედურა 7 დღე ზედიზედ აკეთეთ. კისტა შესამჩნევად შემცირდება ზომაში ან საერთოდ გაქრება.

5. აბუსალათინის ზეთი
ბამბის დისკი აბუსალათინის ზეთში დაასველეთ და დაზიანებულ ადგილზე დადიეთ. დაიფარეთ ცხელი პირსახოცი და მთელი ღამით დაიტოვეთ. რეგულარულად შეასრულეთ ეს პროცედურა და  ის სწრაფად გამოგაჯანმრთელებთ!