Connect with us

სხვა

გაყვითლებული ფანჯრის რაფა პრობლემა აღარაა, მარტივი საშუალებით ვაქათქათებ

გაზაფხული საუკეთესო დროა, რომ სახლი გენერალურად დაალაგოთ, განსაკუთრებით სააღდგომოდ. სახლის დალაგებას მთელი დღე რომ არ მოუნდეთ, საქმე ეტაპობრივად შეასრულეთ. მაგალითად, ერთ დღეს ნახევარი საათი სამზარეულოს კარადის გაწმენდას დაუთმეთ, მეორე დღე – ჭაღებს, მესამე – პლასტმასის ფანჯრის რაფებს.

ბევრს სახლში პლასტმასის ფანჯარა და რაფა აქვს. ზოგი მათზე ქოთნებს და ნერგებს დებს, ზოგი მათგან სკამსაწოლს აკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფანჯრის რაფა დროთა განმავლობაში ყვითლდება და თავდაპირველი სისუფთავის და სილამაზის დაბრუნება ბევრი დიასახლისისთვის აქტუალურია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი საშუალება დაუბრუნებს ფანჯრის რაფას ძველებურ სითეთრეს. ლაქები და ჭუჭყი გაქრება!

პლასტმასის ფანჯრის რაფა

თუ ვერ ახერხებთ, ფანჯრის რაფიდან ჭუჭყიანი ლაქის და სიყვითლის მოშორებას, მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას გთავაზობთ. მისი დახმარებით ფანჯრის რაფა ყოველთვის სისუფთავით იბრწყინებს. მომწონს, რომ ამ ხელნაკეთ საშუალებაში არ შედის ქლორი, რომელსაც უსიამოვნო სუნი აქვს და შეუძლია დაარღვიოს ბამბის ქსოვილები და არა მხოლოდ. შუშხუნა მეთოდია. სწორედ ამ ქიმიური რეაქციის დროს რაფის გათეთრება და გაწმენდა მიმდინარეობს.

დაგჭირდებათ:

  • სოდა
  • 9%–იანი ძმარი
  • თხევადი სარეცხი საპონი
  • დიასახლისის ხელთათმანი

მოქმედების ეტაპები:

1. პირველ რიგში, ფანჯრის რაფა სველი ჩვრით გაწმინდეთ. ახლა სველ ზედაპირს სოდის თხელი ფენა წაუსვით.

2. სოდის შეზელვა საჭირო არაა, უბრალოდ ადგილზე დატოვეთ.

3. ჩვარი ან ღრუბელი, რომლითაც რაფის გაწმენდას აპირებთ, ძმრით და თხევად სარეცხი საპნით გაჟღინთეთ და ზედაპირი გახეხეთ. მაშინვე შუშხუნი დაიწყება. ეს სწორედ ისაა, რაც გვჭირდება.

4. საშუალება 10-15 წუთით გააჩერეთ, რომ სრულად იმოქმედოს.

5. ყურადღება მიაქციეთ, რომ პროცედურის დროს რეზინის ხელთათმანი აუცილებლად გეკეთოთ, რომ ხელის ნაზი კანი არ დააზიანოთ.

6. დროის გასვლის შემდეგ საშუალება წყლით კარგად მოაშორეთ და გაამშრალეთ.

როგორც ხედავთ, ფანჯრის რაფა სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ გაწმინდოთ. სიყვითლე პრობლემა აღარაა! ამ მეთოდით შეგიძლიათ ფილებს შორის ღარები გაწმინდოთ, შედეგი გაგაოცებთ!

Advertisement