ყვავილები
გასულ ზაფხულს მეუღლის დახმარების გარეშე აგარაკი ადგილობრივ ღირშესანიშნაობად ვაქციე
მეფეს საზაფხულო სასახლე ჰქონდა, მე კი მის ნაცვლად აგარაკი მაქვს. დიდხანს ვფიქრობდი, ჟურნალებსა და წიგნებში ვეძებდი, თავად ვიგონებდი, ფურცელზე ვხაზავდი, თუ როგორ მომეწყო აგარაკი ისე, რომ ლამაზი და ამავდროულად ფუნქციურიც ყოფილიყო. შემდეგ სტუმრად მეზობელს ვეწვიე და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.
ჩემი მეზობელი, ანატოლი ხელოსანია და სახლზე კარგად ზრუნავს. სწორედ მან აგარაკის გაფორმების იდეები გამიზიარა. როგორც აღმოჩნდა, 5-6 ჰექტარზე ნამდვილი დასასვენებელი პარკის მოწყობა და გემრიელი კენკრის, ხილის და ბოსტნეულის გაზრდა შეიძლება. ამასთან, სურვილის შემთხვევაში ამის გაკეთებას საკუთარი ხელით შეძლებთ.
უბრალო აგარაკს ჯადოსნური ბაღისგან დეტალები, მაღალხარისხიანი აქსესუარები და ყველაფერზე ყურადღება განასხვავებს.
როგორ მოვაწყოთ ბაღი
დღეს ბაღის და აგარაკის მოწყობის იდეებს გიზიარებთ. ეს მეთოდები იაფია და რთული სულაც არაა. მათი უმეტესობის გაკეთებას თავად, სხვების დახმარების გარეშე შეძლებთ.
1. სახლის მიმდებარე ტერიტორიის ან ბაღის ნაკვეთის თითოეული სანტიმეტრი დეტალურად გააზრებული უნდა იყოს.
2. ნერგებისთვის სივრცის მოწყობის ეს იდეა ძალიან მომწონს. გონივრული, ერგონომიულია და არავინ გეტყვით, რომ მორიგი ნერგი გათელეთ. აქ ყველას თავისი ადგილი აქვს.
3. ასეთი სილამაზე ქმრის და ძმის დახმარების გარეშე თავად გავაკეთე. ძალიან ვამაყობ!
4. ამ იდეით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. ალბათ, რაღაც მსგავს საკუთარ აგარაკზე განვახორციელებ.
5. ძველი თუნუქის კონსერვები, კენჭები, წებო და 2 საათი თავისუფალი დრო – ესეც, მცენარეების ლამაზი ქოთნები მზადაა! მაღაზიაში ქოთნების შეძენაზე ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ.
6. რა თქმა უნდა, ასეთი სილამაზის განსახორციელებლად სხების დახმარება, სამშენებლო მასალები და ბევრი საათი დაგჭირდებათ, მაგრამ ეს ამად ღირს!
თუ აგარაკზე ფანჩატური გაქვთ, დასვენებას ავტომატურად შეძლებთ: მასში წვიმის დროს თავს მარტივად შეაფარებთ და ამასთან სუფთა ჰაერზე იქნებით. ჩვეულებრივი ხის მასალისგან უნიკალური, უჩვეულოდ ლამაზი და მყარი კონსტრუქციის აგება შეიძლება.
7. ეს იდეა ბავშვებთან ერთად განვახორციელე. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ – დიდი და პატარა ქვები, აკრილის საღებავები და ცოტა ფანტაზია.
8. ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ განწყობა გაგიუმჯობესდეთ!
9. მოდური და მარტივი შესასრულებლად!
10. ძველი ბორბლების და პლასტმასის ბოთლების გადაყრა არ იჩქაროთ. ეს შესანიშნავი მასალაა კლუმბის შესაქმნელად!
11. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა!
12. ვინ იფიქრებდა, რომ პლასტმასის ბოთლების თავსახურებისგან ასეთი სილამაზის გაკეთება შეიძლებოდა!
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.