მოდა და სტილი
გარსონი, პიქსი და კიდევ 3 მაგარი ვარცხნილობა თხელი თმისთვის
როგორ მივანიჭოთ თმას მოცულობა ისე, რომ ყოველდღე დავარცხნა არ მოგვიწიოს? თუ თმა თხელია და მოცულობის შამპუნები ვერ გშველით, უფრო კარდინალურ ზომებზე გადადით. მაგალითად, შეიჭერით. Alltime–ს რედაქცია გთავაზობთ 5 მაგარ ვარცხნილობას, რომელთა დახმარებით თხელ თმას მოცულობას შემატებთ.
ასიმეტრიული ბობი
ბობი ყოველთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ვარცხნილობა მოსახერხებელია იმით, რომ ყოველდღე დავარცხნა და სიგრძესა და ტექსტურაზე მუდმივად მუშაობა არ სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში კარგად გამოიყურება. თხელი თმისთვის შესაფერისია ასიმეტრიული ბობი – კლასიკური ვარიანტისგან განსხვავებით თმის ერთი ნაწილი მეორეზე გრძელია. სტილისტები მოცულობის მისანიჭებლად თმას ხშირად გვერდზე ყოფენ, თითქოსდა თმა ერთ მხარეს თავად გადაწიეთ. თმა ერთ ფორმას რომ არ მიეჩვიოს, პერიოდულად გაყოფის ადგილი შეცვალეთ, ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ დაივარცხენთ.
გარსონი
ვარცხნილობის სახელი ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც „ბიჭი“. ამის მიუხედავად თხელ თმაზე ძალიან ქალურად გამოიყურება. უხდება თხელ თმას მოკლე ვარცხნილობა? არა ყოველთვის, მაგრამ გარსონი ლამაზი და გამონაკლისია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თმა კარგად ივსება, ხოლო კუთხები ოდნავ წყვეტილი გამოდის. უბრალოდ ცოტა შეიმშრალეთ და მოცულობა მთელი დღისთვის მზადაა.
ხვეული კარე
ფრანგი ქალის უდარდელმა სტილმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. ისინი დავარცხნაზე თავს არ იწუხებენ და თმას მოცულობის კარგი ლაქით არ ტანჯავენ. პარიზელების საყვარელი ვარცხნილობა: ხვეული კარე. ეს კლასიკური ვარცხნილობაა, რომელსაც უბრალოდ თავისით გაშრობას აცდიან და ბუნებრივ ხვეულებს იღებენ. შეგიძლიათ ჩოლკა დაუმატოთ – ახლა მოდაშია. ზოგი გოგო თმას სპეციალურად ქიმიურად იხვევს, რომ მოცულობაზე არ იფიქროს.
პიქსი
თუ თმის მოკლედ შეჭრა გსურთ, გრადუირებული პიქსი აირჩიეთ. გათხელების წყალობით მთავარ მოცულობას თხემზე მიიღებთ. სტილისტს შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ გრძელი ჩოლკა დაგიტოვოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი აჩეჩვა შეძლოთ. ჰაეროვანი ვარცხნილობა თმას ვიზუალურად მოცულობას მატებს.
კასკადი
როგორ შევინარჩუნოთ გრძელი თმის მოცულობა? თავად თმა შეამსუბუქეთ. თმის სიმძიმის ქვეშ მოცულობა სქელ თმაზეც იკარგება. დამოუკიდებლად თმის აჩეხვა გაგიჭირდებათ, ეს საქმე დალაქს ანდეთ. სპეციალისტი სქელ თმას შეაფასებს და მიხვდება, თუ სად აკლია მოცულობა. კასკადის შეჭრისას, ფენები თმას ამსუბუქებს და კარგ მოცულობას მატებს. თმის დავარცხნა აუცილებელი არაა, მოცულობა მის გარეშეც გექნებათ.