Connect with us

ჯანმრთელობა

გარგარის ჩირის 11 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

გარგარის ჩირი უნიკალური გემოს, ტკბილი და წვნიანი, კვებითი ღირებულებით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი დელიკატესია. ყოველდღიურ რაციონში მათი ჩართვა საკვებს არა მხოლოდ გემრიელს, არამედ უფრო ჯანსაღს გახდის.

რა სარგებელს შეიცავს გარგარის ჩირი? დეტალურად განვიხილოთ:

1. წითელი სისხლის უჯრედების წარმოებას ხელს უწყობს

ჰემოგლობინი ანემიის განვითარების რისკს აფერხებს, რომელიც მკურნალობის გარეშე ძალების დაკარგვას იწვევს. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ხშირად დაბალანსებული დიეტის დაცვას გირჩევენ, რომელიც შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა სპილენძი და რკინა, ეს ორგანიზმში ჰემოგლობინის წარმოებას ხელს უწყობს.

ორივე მინერალის მიღება გარგარის ჩირიდან შეძლებთ. ეს ხილი რაციონში უნდა ჩართონ მათ, ვისაც ანემია აწუხებთ. ისინი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეამჩნევენ.

2. არტერიულ წნევას არეგულირებს

დიეტოლოგებმა გაარკვიეს, რომ გარგარის ჩირი უფრო მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე ბანანი. სწორედ ამიტომ, გარგარის ჩირი იდეალურია მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად. კალიუმის ყოველდღიური მიღება წყლის შეკავებას აფერხებს და მაღალ წნევას ამცირებს. კვლევამ დაამტკიცა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს კალიუმი სარგებელს მოგიტანთ მხოლოდ მაშინ, როცა მას ბუნებრივი წყაროდან, მაგალითად გარგარის ჩირიდან იღებთ.

3. ყაბზობას კურნავს

ცელულოზის და პექტინის შემცველობის წყალობით გარგარის ჩირს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება აქვს. შესაბამისად, თუ ქრონიკული ყაბზობა გაწუხებთ, ყოველდღე 6-8 გარგარის ჩირი უნდა მიირთვათ. ეს ჩვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

4. სასუნთქი ორგანოების ჯანმრთელობას აუმჯობესებს

რამდენიმე გარგარის ჩირის მიღება სასუნთქი სისტემის დარღვევის დროს დადებით გავლენას ახდენს. გარგარის ჩირს ამოსახველებელი და მასტიმულირებელი მოქმედება გააჩნია. ამ ფუნქციების წყალობით გარგარის ჩირი უსაფრთხო მეთოდია სასუნთქი გზების წნევის და სტრესის შესამცირებლად, რაც თავის მხრივ ასთმის შეტევებს ხელს უშლის.

5. მხედველობას აუმჯობესებს

ცნობილია, რომ A და K ვიტამინები მხედველობის პრობლემებს ასუსტებენ. ამ ვიტამინების დამატებამ შეიძლება მისი გაუარესება თავიდან აგაცილოთ. თვალთან დაკავშირებულ პრობლემებს თავისუფალი რადიკალების არახელსაყრელი ზემოქმედება იწვევს, ეს კი ხანდაზმულ ადამიანებში ხშირად კატარაქტს იწვევს.

ორგანიზმში A და K ვიტამინის მაღალი დონე თვალში სისხლის სწორ ნაკადს უზრუნველყოფს, რაც ყვითელი ლაქების დეგენერაციის რისკს ამცირებს. გარგარის ჩირი თვალის ჯანმრთელობისთვის იდეალურია, რადგან არა მხოლოდ ამ ვიტამინებს, არამედ ისეთ ანტიოქსიდანტს შეიცავს, როგორიცაა ზეაქსანტინი.

6. ორსულების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

მკვებავი ნივთიერებების მდიდარი წყარო შესანიშნავი წასახემსებელია, განსაკუთრებით ორსულობის დროს. გარგარის ჩირში შემავალი ვიტამინები ორგანიზმს ენერგიით ავსებს და ტოქსიკოზის ისეთ სიმპტომებს აქრობს, როგორიცაა გულისრევა. მასში შემავალი მინერალების რაოდენობა ნაყოფის ჯანსაღ ზრდას ხელს უწყობს და თანდაყოლილი დაავადებების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ტკბილი წასახემსებლის ან სასმელის მიღებამ ორსულობის დროს შეიძლება შაქრის დონის გაზრდა გამოიწვიოს, რაც სახიფათოა. სწორედ ამიტომ, ექიმები მომავალ დედებს ურჩევენ, რომ ტკბილეულის და სხვა არაჯანსაღი საკვების ნაცვლად გარგარის ჩირი მიირთვან.

7. კანის მდგომარეობას აუმჯობესებს

უჯრედების ცუდი მუშაობა კანის პრობლემების და ნაადრევი სიბერის ძირითადი მიზეზია. ამის თავიდან ასაცილებლად ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტების მიღება უნდა გაზარდოთ.

გარგარის ჩირი რეკორდული რაოდენობის ბეტა-კაროტინს (A პროვიტამინი) შეიცავს, რომელიც ეპიდერმისის აღდგენასა და კოლაგენის ბოჭკოების განახლებაზეა პასუხისმგებელი, რაც დაბერების პროცესს აფერხებს. უძველესი დროიდან, აღმოსავლეთ მედიცინაში გარგარის ჩირს გლუვი და რბილი კანის მისაღებად იყენებდნენ.

გარდა ამისა, მასში შემავალი A პროვიტამინი ცხიმის გამოყოფის რეგულირების ხარჯზე აკნეს მკურნალობას ხელს უწყობს. A ვიტამინი კანის გამოშრობას და გარქოვანებას ხელს უშლის, მისი დეფიციტი კი ლორწოვანი გარსების ფუნქციებს არღვევს, რაც ორგანიზმს სხვადასხვა ტიპის ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.

რკინით მდიდარი გარგარის ჩირის მიღება ტვინზე დადებით გავლენას ახდენს – მეხსიერებას აუმჯობესებს, ყურადღების კონცენტრაციას ზრდის, ძილს არეგულირებს და ანტისტრესულ თვისებებს ფლობს.

8. სითხის ნორმალურ დონეს უზრუნველყოფს

თითოეულმა ორგანომ სწორი ფუნქციონირებისთვის საჭირო რაოდენობის ენერგია უნდა მიიღოს. ეს შესაძლებელია, როცა ორგანიზმი ელექტროლიტების გარკვეულ ბალანსს ფლობს, რომელიც ენერგიის წარმოებას ხელს უწყობს და სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად ორგანიზმის ამტანობას ზრდის. ჩვენი სხეული ინარჩუნებს სითხის საკმარის დონეს ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალიუმი, ნატრიუმი და მაგნიუმი, რომლებიც გარგარის ჩირში ჭარბად გვხვდება.

9. სისხლის შედედებისთვის

კვლევამ აჩვენა, რომ K ვიტამინი დაზიანების დროს სისხლის შესადედებლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ჭარბ სისხლდენას აფერხებს. K ვიტამინის დანამატები ფართოდ ხელმისაწვდომია, მაგრამ დიეტოლოგები მის მიღებას ნატურალური პროდუქტებიდან, მაგალითად, გარგარის ჩირიდან გირჩევენ.

10. სპორტსმენებისთვის იდეალურია

მაღალი ენერგეტიკული ღირებულის წყალობით გარგარის ჩირი ვარჯიშის შემდეგ წასახემსებლად რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც რეგულარულად სპორტით არის დაკავებული და  პროფესიონალური სპორტსმენებისთვის. ჩირის ტკბილი გემო განწყობას აუმჯობესებს, ენერგიას შეგმატებთ და ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

11. B6 ვიტამინის წყარო

გარგარის ჩირში შემავალი ღირებული ნაერთია B6 ვიტამინი, რომელიც ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. გარგარში შემავალი B6 ვიტამინი ათეროსკლეროზს აფერხებს, რადგან ამ დაავადების გამომწვევი ნაერთის ჰომოცისტეინის დონეს ამცირებს.