კულინარია
გამყიდველმა გამიმხილა, როგორ ამოვიცნო ნიტრატებიანი საზამთრო
წინა ბაზრობაზე ჩვენს ქალაქში საზამთროთი სავსე სატვირთო მანქანა შემოვიდა. ნებისმიერი გემოვნების ვარიანტი ჰქონდათ: პატარა, კაცის 2 მუშტის ხელა ნაყოფით დაწყებული და ნამდვილი გიგანტი საზამთროებით დამთავრებული. გამოცდილები ამბობენ, რომ შუა ზაფხულში ამ კენკრის ყიდვა უსაფრთხოა. მთავარია, მასში ნიტრატების რაოდენობა გამოთვალოთ.
რა თქმა უნდა, კარგია, თუ ნიტრატების საზომ ხელსაწყოს ე.წ. ნიტრატ–ტესტერს შეიძენთ, თუმცა მის გარეშეც შეგიძლიათ ქიმიკატებზე გაზრდილი საზამთრო ამოიცნოთ. ნიტრატების დიდი რაოდენობის დაფარვა შეუძლებელია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ საზამთროში ნიტრატების რაოდენობა აღმოაჩინოთ.
ძალიან მსუბუქი საზამთრო
საეჭვო საზამთროს ჯერ კიდევ ბაზარზე შეგიძლიათ თავი აარიდოთ. მაგალითად, თუ ლამაზი, გლუვქერქიანი საზამთრო, ყვითელი ლაქებით და ხმელი ყუნწით აირჩიეთ, მასში ფულის გადახდა არ იჩქაროთ. კენკრა შეძენამდე აუცილებლად აწონეთ. ის საკმაოდ მძიმე უნდა იყოს. მკვრივი და მძიმე საზამთრო გემრიელ საზამთროს ნიშნავს.
გამჭოლი ხვრელები
ვსაუბრობთ არა ზედაპირულ წვრილ ჩაღრმავებაზე (მწერების ნაკბენის კვალი), არამედ ღრმა, თანაბარ ხვრელებზე. ამან უნდა შეგაშფოთოთ. მაშინაც კი, თუ ხვრელი ნიტრატების ნემსს არ უკავშირდება, რბილობის ნაწილი დაზიანებული იქნება. ამით საზამთროს ხარისხი საუკეთესოს სურვილს ტოვებს.
ყვითელი ქერქი
საზამთროში ყვითელი ქერქი ადასტურებს, რომ კენკრა ზრდის სტიმულატორებით, აზოტით არის გაზრდილი. თუ დასაშვებ ნორმას გადააჭარბებთ, 3 კვირაში 10 კგ–მდე ნაყოფს მიიღებთ. ასეთი საზამთროს რბილობში თეთრ ძარღვებს შეამჩნევთ. თავი აარიდეთ საზამთროს ყვითელი ქერქით და ძარღვებით, რომ არ მოიწამლოთ.
დიდი ზოლი შიგნით
თუ საზამთრო გაჭერით, შიგნით კი რბილობი შუაზე გახეთქილია და სიცარიელეა, კენკრა არ მიირთვათ. ეს ნაყოფის გადამწიფების ნიშნებია. ასევე შეიძლება ზრდის ჰორმონებს შეიცავდეს. გადამწიფებულ საზამთროს ოდნავ მწარე გემო აქვს, ხოლო საზამთრო ჰორმონებით მოწამვლას იწვევს.
ტესტი ფერზე
თუ საზამთროს ხარისხში ეჭვი გეპარებათ, მასში ნიტრატების შემოწმებას შემდეგი ტესტის დახმარებით შეძლებთ. რბილობის ნაჭერი ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალში ჩადეთ. თუ კენკრა ნიტრატებს შეიცავს, სითხე გაჯერებული ვარდისფერი გახდება. რა თქმა უნდა, ასეთი საზამთრო საკვებად ვარგისი არაა.
თუ გაჭრილ საზამთროში ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთი მაინც შენიშნეთ, მისი სუფრაზე გატანა არ იჩქაროთ. თქვენ როგორ ირჩევთ საზამთროს?