Connect with us

ყვავილები

გამოცდილმა მებაღემ მასწავლა, როგორ გადავჭრა ვარდი სწორად ყვავილობის შემდეგ, რომ კვლავ აყვავილდეს

ახლა ყველა მებაღის მთავარი საზრუნავია, როგორ გადაჭრას ვარდი სწორად. ბაღის დედოფალი ნელ–ნელა ყვავილობას ასრულებს, ამიტომ დროა მასზე იზრუნოთ. სწორი გადაჭრის გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ. ყველაფერზე თანმიმდევრულად გიამბობთ.

Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ვარდის მოვლის მარტივ წესებს. თუ ამ წესებს დაიცავთ, ყვავილების დედოფალი ჯანმრთელობით და განმეორებითი ყვავილობით გაგახარებთ.

როგორ გადავჭრათ ვარდი ზაფხულში

პირველ რიგში, ყვავილობის შემდეგ გასხვლა სჭირდება. ეს ყველა ჯიშის ვარდს ეხება, განსაკუთრებით მათ, რომლებიც სეზონზე რამდენჯერმე ყვავილობენ. მცენარე ყვავილობის შემდეგ მთელ ძალას თესლის მომწიფებისკენ მიმართავს. თუ სელექციაში ჩართვას არ აპირებთ, ყვავილედი მოაჭერით. ასე მცენარე მთელ ძალას მორიგ ყვავილობას და განვითარებას მოახმარს.

ვარდი სწორად უნდა გადაჭრათ. ბევრი დამწყები მებაღე მხოლოდ დამჭკნარ ყვავილედს აშორებს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. თუ ვარდი კვლავ აყვავდება, კვირტები ფორმირებას ბოლო ფოთლიდან დაიწყებს. ასე სუსტი და პატარა გაიზრდება. ამის თავიდან ასაცილებლად ვარდი უფრო დაბლა გადაჭერით. ქვემოთ 3 სრულფასოვანი ფოთოლი (რომელიც 5 ფოთლისგან შედგება) დატოვეთ, დანარჩენი გადაჭერით. სიტყვაზე, გადაჭრილი ტოტები ვარდის კალმებით გასამრავლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ვარდის დამოკლების არ შეგეშინდეთ. პირიქით, ასე ყვავილობის მეორე, უფრო ძლიერ ტალღას მიიღებთ. სანიტარული გადაჭრა და გატეხილი, გამხმარი და ცუდად განვითარებული ყლორტების მოშორება აუცილებელია. ყვავილი საზაფხულო გასხვლას ადვილად იტანს. შემდეგ ლამაზი გარეგნობით და ახალი ყვავილობით გაგახარებთ.

რა უნდა გააკეთოთ შემდეგ

გასხვლის შემდეგ ბაღში მუშაობა არ მთავრდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა – მიწის გაფხვიერება. თუ ზაფხული წვიმიანია, ეს პროცედურა  უფრო მნიშვნელოვანია. ზედმეტი სითხის გამო მიწა ქერქით იფარება. მასში ჟანგბადი ცუდად გადის და ვარდის განვითარება ფერხდება. ბუჩქის ქვეშ მიწა კარგად გააფხვიერეთ, ეს ზრდას ხელს შეუწყობს.

ახლა მიწა გამოკვებეთ. მცენარემ ყვავილობის პერიოდში ბევრი ძალა დაკარგა, ამიტომ ენერგიის აღდგენა სჭირდება. საუკეთესო ვარიანტი – ფესვური და ფოთლოვანი კვების მონაცვლეობა. ფოთლოვანი კვებისთვის ნაცრის ხსნარი გამოიყენეთ. მასში ბევრი კალიუმი, ფოსფორი და კალციუმია, რომლებიც მცენარეს ასე სჭირდება. 2 ჭიქა ნაცარს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გადაწურეთ, 10 ლ ცივი წყალი დაასხით და მცენარე დანამეთ.

კალიუმის და ფოსფორის გარდა ბუჩქებს აზოტი სჭირდება, რომ ზრდა დააჩქაროს. ამისთვის შარდოვანას ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ: 1 ს/კ 1 ვედრო წყალზე. თუ თვითნაკეთი სასუქების მომზადებაზე დროის დახარჯვა არ გსურთ, ნებისმიერი მზა კომპლექსი შეიძინეთ და გამოიყენეთ.

ახლა უკვე იცით, როგორ გასხლათ ვარდი ზაფხულში და რა გააკეთოთ ყვავილობის შემდეგ. ყველა მებაღემ იცის, რომ ვარდი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ვინაიდან ვარდი თქვენს ბაღში დარგეთ, მასზე სათანადოდ იზრუნეთ. ასე დიდებული და ხანგრძლივი ყვავილობით გაგახარებთ!

Advertisement