Connect with us

ჯანმრთელობა

გამონაყარი ზურგზე: საიდან ჩნდება და როგორ მოვიშოროთ?

დელიკატური პრობლემა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული უსიამოვნების ნიშანი იყოს.

აკნე მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არაა. თუ ის ჩნდება, გამოდის ორგანიზმი რიგზე არაა და დახმარება სჭირდება. დღეს გიამბობთ, თუ რას ნიშნავს გამონაყარი ზურგზე და როგორ გავუმკლავდეთ.

რატომ ჩნდება გამონაყარი ზურგზე

ამ პრობლემას შეიძლება ჰქონდეს 2 მიზეზი: გარეგანი და შინაგანი. გარეგანი მიზეზით გამონაყარს იწვევს ჰიგიენის ნორმების დარღვევა, არასწორად შერჩეული ტანსაცმელი ან ცუდი ეკოლოგია. ჩვეულებრივ, შინაგანი მიზეზი ენდოკრინულ სისტემას, მედიკამენტების გვერდით ეფექტებს, ასევე სტრესს და კვების დარღვევას უკავშირდება.

ზურგზე აკნეს გაჩენის გარეგანი მიზეზები:

  • არასაკმარისი ჰიგიენა – ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ბეჭების მიდამოებში ბევრი ცხიმოვანი ჯირკვალია განლაგებული, რის გამოც აკნეს გამომწვევი ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან. თუ ამ ადგილს არასაკმარისად კარგად ან პირიქით, ზედმეტად აქტიურად გაწმენდ (თუ კანის ბუნებრივ ცხიმს მოიშორებთ, კანის ცხიმი გაორმაგებული სიჩქარით იწარმოება), ბაქტერიები გამრავლდება და აკნე გაჩნდება.
  • შეუსაბამო ტანსაცმელი: სინთეტიკური ქსოვილის ტანსაცმელი, ასევე ძალიან ვიწრო ტანსაცმელი ოფლდენას აძლიერებს, რის გამოც ბაქტერიები და აკნე ჩნდება.
  • გრძელ თმაზე არასწორი მოვლა: გრძელი თმა, რომელსაც ხშირად არ იბანთ, შეიძლება ზურგზე გამონაყარის გაჩენის მიზეზი გახდეს. თუმცა თმის ზედმეტად დაბანაც შეიძლება აკნეს გამომწვევი გახდეს: ჭუჭყიანი წყალი და შამპუნი, რომლებიც ზურგზე წვეთავს, ფორებს ახშობს და შეიძლება აკნე გამოიწვიოს.
  • არასწორი მაკიაჟი: როგორც სახეზე აკნეს გაჩენის შემთხვევაში, კოსმეტიკამ, რომელიც პირადად თქვენ არ გიხდებათ, შეიძლება კანის გაღიზიანება და ზურგზე გამონაყარი გამოიწვიოს.

ზურგზე გამონაყარის შინაგანი მიზეზები:

  • გენეტიკა: თუ თქვენს დედას ან მამას მსგავსი პრობლემა ჰქონდათ, დიდი ალბათობით ზურგზე გამონაყარის გაჩენას თქვენც შეეჯახებით.
  • კვება: აკნეს გაჩენის, მათ შორის ზურგზე, ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია არასწორი კვება. რაციონი, რომელიც ცხიმოვანი საკვებით, მარტივი ნახშირწყლებით, ასევე შაქრით მდიდარია, აკნეს განვითარებას იწვევს.
  • სტრესი: ძლიერმა ემოციურმა გადატვირთვამ შეიძლება ენდოკრინულ სისტემაზე გავლენა მოახდინოს და გამონაყარი გამოიწვიოს.
  • შინაგანი ორგანოების დაავადებები: დიაბეტი, ღვიძლის, შარდ–სასქესო სისტემის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების და ენდოკრინული სისტემის დარღვევა – ეს ყველაფერი შეიძლება ზურგზე გამონაყარის გაჩენის მიზეზი გახდეს. სწორედ ამიტომ, ექიმს მიმართეთ, თუ ზურგზე აკნე დიდი ხანია (თვეზე მეტი) გაწუხებთ.
  • ჰორმონალური დისბალანსი: ამ მიზეზით ზურგზე აკნე ხშირად აწუხებს მოზარდებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ჰორმონალური ფონის შეცვლის გამო ზურგზე აკნე ქალებს ციკლის დღეებში შეიძლება ჰქონდეთ.

როგორ მოვიშოროთ ზურგზე გამონაყარი

თუ ზურგზე გამონაყარი გაქვთ, შეგიძლიათ მას დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ. ამისთვის:

  • მიიღეთ შხაპი: ყოველი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ასევე ღამით. შეგიძლიათ ანტიბაქტერიული სველი სალფეთქი გამოიყენოთ.
  • ანტიბაქტერიულ ჰიგიენურ საშუალებებზე გადადით: დერმატოლოგები ანტიბაქტერიული შხაპგელის ან საპნის ყოველდღე და რეგულარულად გამოყენებას არ გირჩევთ, მაგრამ თუ ზურგზე აკნე გაქვთ, შეგიძლიათ დროებით ასეთ დასაბან საშუალებებზე გადახვიდეთ.
  • გრძელი თმის ვარცხნილობაზე უარი თქვით: შეგიძლიათ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ და თმა მოკლეზე შეიჭრათ, ან მაღლა შეიკარით. მთავარია, რომ თმის და ზურგის კანის კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანოთ.
  • ნატურალური ქსოვილის თავისუფალ ტანსაცმელზე გადადით: თუ აკნეს სინთეტიკურ ქსოვილთან შეხება ან ვიწრო ტანსაცმლის გამო გაზრდილი ოფლიანობა იწვევს, ნატურალურ ქსოვილზე გადასვლა უნდა დაგეხმაროთ.
  • რაციონს გადახედეთ: მარტივი ნახშირწყლები, შაქარი, შემწვარი საკვები ამოიღეთ.

თუ ეს მეთოდები არ გამოგადგათ, მიმართეთ ექიმს: დერმატოლოგს და ენდოკრინოლოგს.