Connect with us

კულინარია

გამომცხვარი ნიორი: რატომაა ეს კერძი ორგანიზმისთვის სასარგებლო?

ერთი თავი ნიორი მდიდარია მიკროელემენტებითა და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბუნებრივი ნივთიერებით. ჩვენ მას დაქუცმაცებული სახით ვიყენებთ სანელებლის სახით, ვუმატებთ კონსერვებს პროდუქტის გემოს შენარჩუნების მიზნით, ვიყენებთ სოუსებისა და სხვადასხვა სამკურნალო საშუალების მომზადებისთვის. რთულია ნივრის მნიშვნელობის შეფასება თანამედროვე სამზარეულოში. რა უნიკალური თვისებები აქვს ნიორს და რატომაა იგი ამდენად სასარგებლო?

რითია სასარგებლო ნიორი?

ნიორს მძლავრი ანთებისსაწინააღმდეგო და იმუნოგამაძლიერებელი მოქმედება აქვს. იგი, როგორც არც ერთი სხვა პროდუქტი, ფლობს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და იცავს ორგანიზმის უჯრედებს, ანელებს დაბერების პროცესს და წმენდს სისხლს.

თუ ნივრის ამ თვისების შენარჩუნება და გაძლიერება გსურთ, სცადეთ მისი გამოცხობა. ღუმელში ექვსი წუთის დაყოფა დიდ გავლენას არ ახდენს მის სასარგებლო მოქმედებაზე, თუმცა შეუძლია სიმწარის მოცილება, დაატკბობს მას, აძლევს სასიამოვნო გემოსა და ტექსტურას, რაც მას ნებისმიერი კერძისთვის შესანიშნავ სანელებლად აქცევს.

მოამზადეთ გამომცხვარი ნიორი და თავადაც დარწმუნდით, რომ ეს კერძი არამხოლოდ სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელიცაა!

ინგრედიენტები

  • ნივრის 6 გაწმენდილი კბილი(ბოლოები მოაჭერით)
  • ზეითუნის ზეთი
  • ქვამარილი
  • ოდნავ დაბრაწული პური

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 200C-ზე.
  2. შეაშხეფეთ ზეთი ნივრის კბილებს.
  3. მოაყარეთ მარილი და აცხვეთ 20-30 წუთით, დარბილებამდე.
  4. ნივრის მასას გააცალეთ კანი და წაუსვით გახუხულ პურს.

გემრიელად მიირთვით!

თქვენ რა სახით მიირთმევთ ნიორს?