Connect with us

ყვავილები

გამოკვება ტენიანობის გასაზრდელად: რა უნდა დაუმატოთ მარწყვს სექტემბერში

წელს მარწყვის მოსავალი ისეთი უხვი არ იყო, როგორც გვსურდა. მეზობლებთან კი პირიქით: ყოველდღე ჩემთვის ლამაზი და წვნიანი კენკრა მოჰქონდათ. საუბარში მეზობელმა მითხრა, თუ როგორ უნდა გამოვკვებო მარწყვი შემოდგომის დასაწყისში, რომ მცენარემ ძალები აღიდგინოს.

ახლა, მარწყვის გამოკვებას აქტიურად ვიწყებ: ჯერ სექტემბრის დასაწყისში, შემდეგ ოქტომბრის ბოლოს. მეზობლის რჩევებით პირველი სასუქი ორგანულია, მეორე – მინერალური. ვიმედოვნებ, რომ მომავალ ზაფხულს უხვ მოსავალს მივიღებ.

მარწყვის გამოკვება შემოდგომაზე

ფურცლოვანი ნეშომპალა

ერთ–ერთი საუკეთესო სასუქი მარწყვისთვის შემოდგომაზე. თუ თქვენი ნაკვეთის გვერდით ფოთლოვანი ტყეა, სასუქისთვის საკმარისი შეაგროვეთ. გამოყენება მარტივია: ნეშომპალა მარწყვის თითოეული ბუჩქის ირგვლივ დაყარეთ.

კომპოსტი

თუ შესაძლებლობა გაქვთ, შემოდგომაზე მარწყვის სასუქად კომპოსტი აუცილებლად გამოიყენეთ. მცენარეს გამოკვება ძალიან უყვარს. ყურადღება მიაქციეთ, რომ კომპოსტი გადამწიფებული იყოს.

ხის ნაცარი

თუ მწვადი შეწვით და ნაცარი დაგრჩათ, არ გადაყაროთ. ეს შესანიშნავი სასუქია მარწყვისთვის როგორც ზაფხულში, ასევე შემოდგომაზე. ძალიან ცოტა ნაცარი დაგჭირდებათ: 150 გრ სასუქი 1 კვ.მ ნაკვეთზე. ნაცარი მარწყვი ირგვლივ მოაყარეთ.

მწვანე სასუქი

კიდევ ერთი სასუქი მარწყვისთვის შემოდგომაზე. უბრალოდ მწვანე სასუქი მარწყვის კვლებს შორის მიმოფანტეთ და ოდნავ მიწა მოაყარეთ. სასუქი ზამთრამდე დალპება, ამის წყალობით მარწყვი სასარგებლო მკვებავ ნივთიერებებს მიიღებს.

მინერალური სასუქი

თუ კომპოსტის და ნაცრის მომზადების დრო და სურვილი არ გაქვთ, შეგიძლიათ სასუქი მაღაზიაში შეიძინოთ. გამოდგება სუპერფოსფატი, კალიუმის მარილი და ნიტროფოსკი. პირველ შემთხვევაში 10 გრ სუპერფოსფატი 10 ლ წყალში გააზავეთ და ბუჩქები მორწყეთ, ფოთლებს არ შეეხოთ. ასევე შეგიძლიათ 20 გრ კალიუმის მარილი და 2 ს/ლ ნიტროფოსკი 10 ლ წყალში გააზავოთ. ამავე მეთოდით მორწყეთ.

გამოცდილი მეაგარაკეების რჩევების დახმარებით არ მოგიწევთ მკითხაობა, თუ რით გამოკვებოთ მარწყვი. შესაფერისი სასუქი შეარჩიეთ და მომავალ წელს შესანიშნავ შედეგს დაელოდეთ. თქვენ რომელ სასუქს იყენებთ მარწყვისთვის?