კულინარია
გამოდის იმდენად გემრიელი, რომ სუფრაზე 5 წუთიც არ ჩერდება
დღეს ტკბილი ნამცხვრის მარტივ რეცეპტს გიზიარებთ. კეფირზე მომზადებული ცხრაფურცელა ყველასთვის საყვარელ „ნაპოლეონს“ გემოთი დაჩრდილავს! მისი მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ფენოვანი ცომისგან განსხვავებით, კეფირზე მომზადებული ცომი მაცივარში დიდხანს შენახვას არ საჭიროებს.
როგორ მოვამზადოთ ცხრაფურცელა
ცომის ინგრედიენტები:
- 240 გრ ფქვილი
- 125 გრ კარაქი
- 125 გრ კეფირი
- 5 გრ გამაფხვიერებელი
ნაფხვენის იგნრედიენტები:
- 80 გრ ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- 70 გრ კარაქი
მომზადება:
1. პირველ რიგში, ცომი მოამზადეთ. ღრმა თასში ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ, შემდეგ ყველაფერი საცერში გაცარით.
2. ცივი კარაქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და ფქვილს ნაფხვენის გაჩენამდე აურიეთ.
3. მიღებულ ნაფხვენს კეფირი დაუმატეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ.
4. მზა ცომს საკვები ცელოფანი გადააფარეთ და მაცივარში 1 საათით შეინახეთ.
5. დრო მოვიდა, ტკბილი ნაფხვენი მოამზადოთ. ამისთვის ღრმა თასში ფქვილი ჩაყარეთ და შაქარს აურიეთ.
6. გახეხილი კარაქი დაუმატეთ და სწრაფად აურიეთ, რომ ნაფხვენი მიიღოთ. ჭურჭელს დააფარეთ და მაცივარში შეინახეთ.
7. დანიშნული 1 საათის გასვლის შემდეგ მაცივრიდან ცომი გამოიღეთ და თანაბარ ნაწილებად გაყავით (ეს ფენების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული). ნაფხვენიც თანაბარ ნაწილებად უნდა გაყოთ.
8. ცომის ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და ნაფხვენის ერთი ნაწილი მოაყარეთ. შემდეგ ნაფხვენს მეორე გაბრტყელებული ცომი დაადეთ.
9. ამ პრინციპით ფენების და ნაფხვენის დასრულებამდე გააგრძელეთ. შემდეგ თანაბარ ნაწილებად გაჭერით.
10. მიღებული ნაჭრები პერგამენტ დაფარებულ საცხობრ ფორმაზე დააწყვეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით შედგით.
სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი აუცილებლად მოაყარეთ!
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!