Connect with us

თავის მოვლა

გამდნარი ღორის ქონი ნებისმიერ ქალს 20 წუთში გემრიელ კანფეტად აქცევს

ყველა ეფექტური კოსმეტიკური საშუალება გარკვეული რაოდენობით ცხიმებს შეიცავს. მათი დახმარებით კანში სასარგებლო ნივთიერებები უკეთ იწოვება. სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული ზეთი, მაგრამ Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ გამდნარი ღორის ქონი გამოიყენოთ, ის უფრო ეფექტურია. ჩვეულებრივი ქონი იმავე ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ, რასაც კოსმეტიკური პროცედურები გთავაზობთ.

გამდნარი ღორის ქონის სარგებელი

ღორის ქონი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, მაშინაც კი, თუ კანზე მის უპირატესობას არ გავითვალისწინებთ. მასში შედის უჯერი ცხიმოვანი მჟავები და სხვა სასარგებლო კომპონენტები, რომლებიც ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენენ. ღორის ქონი კანისთვის – საშუალება, რომელიც ანთებას აქრობს, სიმშრალეს ამცირებს და ტონუსს აღადგენს.

კანს ჯანსაღი იერი რომ დაუბრუნოთ, ქონზე დაფუძნებული ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ნიღაბი „კლეოპატრა“ ან მკვებავი კრემი გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, რომ მოსამზადებლად მხოლოდ ახალი პროდუქტი უნდა გამოიყენოთ.

ნიღაბი „კლეოპატრა“

ნიღაბში არა მხოლოდ ღორის ქონი, არამედ ვარდის წყალი შედის. თუ ვარდის წყალი არ გაქვთ, ვარდის ფურცლებით თავად მოამზადეთ. ამისთვის ვარდის ფურცლები დააქუცმაცეთ, მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე საათით დააყენეთ.

ინგრედიენტები:

  • 100 გრ ახალი ღორის ქონი
  • 40 მლ ალოეს წვენი
  • 10 გრ თაფლი
  • 20 მლ ვარდის წყალი

ნიღბის მოსამზადებლად ღორის ქონი წყლის ორთქლზე გაადნეთ. 3 დანარჩენი კომპონენტი ცალკე აურიეთ და წყლის ორთქლზე გაადნეთ. ახლა ყველა ინგრედიენტი აურიეთ. გამდნარი ღორის ქონი მიღებულ მასას თანდათან დაუმატეთ და აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

საშუალება გააგრილეთ, შემდეგ სუფთა კანზე წაისვით. საჭირო ეფექტის მისაღებად 20-30 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ტონირებისთვის სახეზე ცივი წყალი გადაივლეთ. საშუალება კვირაში 2–ჯერ გამოიყენეთ.

მკვებავი კრემი ღორის ქონით

ინგრედიენტები:

  • 40 გრ ახალი ღორის ქონი
  • 1 ს/კ ცაცხვის ყვავილები
  • 1 ს/კ დაქუცმაცებული კამა
  • 2 ჭიქა მდუღარე წყალი
  • 1 ჩ/კ მუხის ქერქი

მუხის ქერქს, ცაცხვის ყვავილებს და კამას მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ნახარში გადაწურეთ. ღორის ქონი წყლის ორთქლზე გაადნეთ და 3 ს/კ მზა ნახარში აურიეთ.

შედეგის დასანახად მკვებავი კრემი სუფთა კანზე 1-2 თვის განმავლობაში წაისვით.

ღორის ქონი ერთ–ერთი საუკეთესო პროდუქტია, თუ სახის მოწესრიგება გჭირდებათ. ნატურალური რეცეპტები ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.