Connect with us

ჯანმრთელობა

გაზები? შფოთვა? 5 ეთერზეთი, რომლებიც თქვენი ჰორმონების სწორად მუშაობაში დაგეხმარებათ

ადამიანის ცხოვრებაში ჰორმონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. 21-ე საუკუნეში ესტროგენების დომინირების და ჰორმონალური დისბალანსის წიგნის ავტორის და ექიმის, მაიკლ ლამის სიტყვებით, ეს ძალიან ძლიერი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმს აკონტროლებს და მასზე ძლიერ გავლენას ახდენს.

როგორც განმარტავს, ესტროგენი მენსტრუაციულ ციკლს არეგულირებს, უჯრედების დაყოფას სტიმულირებს და სქესობრივი მომწიფების დროს ქალური ნიშნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

დღეს ჰორმონალური დისბალანსი ძალიან გავრცელებულია. ქრონიკული სტრესი და კვების რაციონი ესტროგენის დონეზე უარყოფით გავლენას ახდენს.

5 ეთერზეთი, რომლებიც ჰორმონების მუშაობის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ

1. ბაზილიკის ზეთი

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბაზილიკის ზეთი პლაცებოზე 39%-ით უფრო ეფექტური იყო.

წინამხარზე და ყურის უკანა კანში შეიზილეთ, რომ თქვენი თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობა დაარეგულიროთ.

2. ლავანდის ზეთი

იაპონიაში ტიბას უნივერსიტეტში მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ „ლავანდის არომათერაპიას ძლიერი სარელაქსაციო გავლენა და კორონალურ მიმოქცევაზე სასარგებლო გავლენა აქვს, მიმოქცევის გაუმჯობესება შეუძლია“.

რამდენიმე წვეთი ბალიშს დააწვეთეთ და დაიძინეთ. ასე სხეული და გონება მოდუნდება და კარგად დაიძინებთ.

3. მირტის ზეთი

მირტის ზეთი საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსის სამკურნალოდ შესანიშნავი მეთოდია. ასევე ჰორმონებს აბალანსებს და ფარისებრი ჯირკვლის აქტივობას სტიმულირებს.

ორგანული ზეთი ფარისებრ ჯირკვლებზე წაისვით, შეიზილეთ და მალე მისი უპირატესობა იგრძენით.

4. ძირტკბილას ზეთი

ძირტკბილას ზეთი შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, რომელიც ესტროგენის უმოქმედობის, ფარისებრი ჯირკვლების პრობლემების და თირკმელზედა ჯირკვლის დაღლილობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

დადებითი გავლენის გამო ჩინურ მედიცინაში ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად ხშირად გამოიყენება.

რამდენიმე წვეთი ხელისგულზე შეიზილეთ, გაახურეთ და შეისუნთქეთ.

5. აბზინდას ზეთი

მას სამკურნალო თვისებების გამო იყენებენ. შეუძლია წინა მენსტრუაციული სინდრომი შეამციროს და ჰორმონები გააკონტროლოს.

რამდენიმე წვეთი აბაზანას დაუმატეთ და მოდუნდით. ზეთი თქვენს ტკივილს დაამშვიდებს და თქვენს გონებასა და სხეულს მოდუნებაში დაეხმარება.

გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.