Connect with us

ჯანმრთელობა

გაზაფხული და ვიტამინები: საიდან ჩნდება ვიტამინების დეფიციტი და როგორ მოვიქცეთ?!

გაზაფხულზე ენერგიის ნაკლებობას განიცდით, სულ გეძინებათ, არ გყოფნით ძალა… ეს ავიტამინოზია?! მოდით გავერკვიოთ რას უნდა მივაწეროთ ეს სიმპტომები და როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ თავს ყველა სეზონზე კარგად ვგრძნობდეთ.

ყველანაირი ვიტამინის ნაკლებობა ავიტამინოზია?!

სინამდვილეში ის რასაც ხშირ შემთხვევაში ავიტამინოზს ვეძახით – სინამდვილეში ავიტამინოზი სულაც არ არის. ავიტამინოზი ნიშნავს ორგანიზმში 1 ან რამდენიმე ვიტამინის პრაქტიკულად არ არსებობას. ორგანიზმის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა თუ რთული ფორმის კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის დაავადებები არ გაქვთ – ძალიან რთულია, თუ რა თქმა უნდა არ შიმშილობთ ან რომელიმე ექსტრემალურ დიეტაზე არ ხართ.

ავიტამინოზის დროს ადამიანის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ჩნდება სპეციფიური სიმპტომები რომელიც კონკრეტული სახის ვიტამინების უკმარისობის რთულ ფორმას ერთვის.

ალბათ გსმენიათ ცინგას შესახებ. ცინგა (სურავანდი) – მწვავე დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში С ვიტამინის უკმარისობა ან საერთოდ არყოფნა. მისი სიმპტომებია: ჰემორაგიული გამონაყარი, ღრძილებიდან სისხლდენა, კბილების მორყევა, სახსრების და კიდურების ტკივილი, პირიდან და ცხვირიდან ხშირი სისხლდენა, საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, იმუნიტეტის დაქვეითება, ძლიერი შეშუპება. ამ და დაავედების გართულებულ ფორმებს უფრო უარესი და საშიში სიმპტომები აქვს. ეს არის ავიტამინოზი.

ასევე არსებობს შედარებით ნაკლებ ცნობილი დაავადება ბერი-ბერი. ბერი-ბერი (ავიტამინოზის სახეობა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზში В1 ვიტამინის უკმარისობა. დაავადება წარმოიშობა ორგანიზმში В1 ვიტამინის უკმარისობით, რასაც მივყავართ მჟავას გადაჭარბებულ დაგროვებამდე სისხლში. ეს თავის მხრივ ხდება ორგანიზმის ისეთი სისტემების სწორი მუშაობის დარღვევისას, როგორიცაა: ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი.

ბერი-ბერის წარმოშობის მიზეზებია: ვიტამინ В1-ის არასაკმარისი გამოყენება (არასწორი კვება), ორგანიზმის მიერ В1 ვიტამინის შეწოვის შეუძლებლობა, სპირტიანი სასმელით ინტოქსიკაცია. მისი სიმპტომები გახლავთ: კიდურების ძლიერი შეშუპება, ტკივილი ფეხებში, ხუთვა, საერთო სისუსტე, გულის უკმარისობის გახშირება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ხელებსა და ფეხებში გრძნობის დაკარგვა, მეხსიერებისა და ლოგიკური აზროვნების დარღვევა, მეტყველების დარღვევა, თვალების უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი), ხშირი გულის რევის შეგრძნება და პარალიჩი. ესეც ავიტამინოზია.

თანამედროვე ადამიანი უფრო ხშირად ჰიპოვიტამინოზის წინაშე დგება – ეს ვიტამინების უკმარისობის მსუბუქი ფორმაა, რომელიც ორგანიზმში 1 ან რამდენიმე ვიტამინის შემცირებით არის გამოწვეული. საფრთხე იმაშია, რომ ჰიპოვიტამინოზის სიმპტომები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს რადგან მათი მიწერა სხვა მიზეზებზე იოლად შეიძლება, მაგალითად, სტრესზე ან გადაღლაზე.

რატომ ჩნდება ვიტამინების დეფიციტი?!

1. არაბალანსირებული კვება

ორგანიზმი საჭირო ვიტამინებს საკვებიდან იღებს. ამიტომ აუცილებელია თქვენი რაციონი მრავალფეროვანი იყოს. იფიქრეთ ამ ყველაფერზე თქვენი რაციონის შედგენისას და მანამ სანამ მომდევნო მოდურ დიეტაზე დაჯდებით!

დიდი მნიშვნელობა აქვს მოხმარებულის აკვების ხარისხსაც. მაგალითად მთელმარცვლიანი პროდუქტები B1 ვიტამინის შემადგენლობით რამდენჯერმე უსწრებენ რაფინირებულ პროდუქტებს.

არასწროად შენახული ან მომზადებული საკვებიც ვნებს თქვენს ჯანმრთელობას. მაგალითად С ვიტამინი პროდუქტის თერმულად დამუშავების შემდეგ ბოლომდე იკარგება.

2. ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება ვიტამინების მიმართ

ვიტამინების სადღეღამისო ნორმა სხვადასხვაა და ეს გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული: ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და .ა.შ. ამიტომ საშუალო სტატისტიკურ ციფრებზე დაყრდნობა ასეთ შემთხვევაში არასწორია.

ვიტამინების საჭიროება იზრდება ძლიერი სტრესების, ინტენსიური დატვირთვების (როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი), მწვავე და ქრონიკური დაავადებების, ტრამვებისა და ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენის პერიოდში. ქალბატონებს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მეტი ვიტამინები ესაჭიროებათ. აუცილებელია ასაკის გათვალისწინება, ბავშვებს, მოზარდებს და მოხუცებს დროის სხვადასხვა პერიოდში – სხვადასხვა ვიტამინების საჭიროება უჩნდებათ.

გასათვალისწინებელია კლიმატური პრირობებიც. ცივი კლიმატი ისევე როგორც ცხელი საშუალო ნორმაზე 30-60%-ით გაზრდილი ვიტამინების დოზას მოითხოვს.

3. ნეგატიური ფაქოტორების გავლენას

აქ საქმე მხოლოდ ცუდ ეკოლოგიას არ ეხება. ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი, ისვე როგორც ჩვენი მავნე ჩვევები! მოწევა და ალკოჰოლი, ტკბილეულის ჭარბი მოხმარება და სწრაფი კვება – ვიტამინების უკმარისობას იწვევს!

თუ С ვიტამინის რეკომენდებული დოზა ქალბატონებში 55-75 მილიგრამია, მამაკაცებში კი 75-90 მილიგრამი, მწეველების შემთხვევაში ეს ნორმა 400 მილიგრამამდე იწვეს.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინების ნაკლებობა ზოგიერთმა ფარმაცევტულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს.

რომელი ვიტამინები არ გვყოფნის გაზაფხულზე?!

როგორც წესი გაზაფხულზე С ვიტამინის ნაკლებობას განვიცდით, რადგან მისი შემცველი პროდუქტები: ბოსტნეული, ხილი და კენკრა – რომელბსაც ზამთრის განმავლობაში ნაკლებად ვიღებთ და გზაფხულზე შედეგად ვიტამინის ნაკლებბას ვიღებთ. პროდუქტის შენახვისას ვიტამინი С ნაწილობრივ ნადგურდება და ცივ ზამთარში ახალი ვაშლის, ფორთოხლის, კომბოსტოს, პომიდორის მირებით საჭირო რაოდენობის ვიტამინს მაინც ვერ ვიღებთ, გარდა ამისა ზამთარში С ვიტამინის საჭიროება ჩვენს ორგანიზმში კიდევ უფრო იზრდება და მიწოდებული ვიტამინი საკმარისი მაინც არ არის.

ანუ ვიტამინების აბების სახით უნდა მივიღოთ?!

როცა საქმე С ვიტამინს ეხება – დიახ, შეიგიძლიათ ის ზამთარში მიიღოთ, რადგან ის ორგანიზმში არ გროვდება და მასთან დაკავშირებული ჰიპერვიტამინოზი უიშვიათესი შემთხვევაა.

რაც შეეხება ვიტამინების კომპლექსებსი “ყოველი შემთხვევაიშტვის” დალევა კი ძალიან ცუდი იდეა გახლავთ! ვიტამინების გაუფრთხილებელმა დალევამ შეიძლება ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს. ეს პირველ რიგში ცხიმხსნად ვიტამინებს ეხებათ (А, D, Е, К) რომლებიც ორგანიზმში გროვდებიან – წყალშიხსნადი ვიტამინებისგან განსხვავებით. მათი დაგროვება კი შეიძლება საშიში იყოს ჯანმრთელობისთვი.

მაგალითად D ვიტამინის სიჭარბეს სისხლძარღვებში, გულში, თირკმელებში და ფილტვებში კალცის დაგროვებამდე მივყავართ. А ვიტამინის სიჭარბეს ღვიძლის და ელენთის მუშაობის დარღვევის, შიდა ქალის წნევის მატების, სახსრებში ტკივილის და მენსტრუალური ციკლის დარღვევების პროვოცირება შეუძლია. Е ვიტამინის ხანრგრძლივი მიღება შეიძლება თავის ტკივილების, სისუსტის, საკვების მონელების დარღვევების, ჰიპოგლიკემიის, კუნთოვანი კრუნჩხვების მიზეზად იქცეს. რაც შეეხება К ვიტამინის ჭარბ დოზას – მან შეიძლება ჰემოლიზური სიყვითლე გამოიწვიოს!

რაც შეეხება წყალში ხსნად ვიტამინებს, მათი სიჭარბე ორგანიზმიდან შარდის მეშვეობით გამოიდევნება, ამიტომ მათი შემცველი სინტეთიკური პრეპარატების მიღება სამედიცინო დანიშნულების გარეშე აზრსმოკლებულია!

როგორ ავიცილოთ თავიდან ვიტამინების უკმარისობა?!

რეცემტი მარტივი და ხელმისაწვდომია მაგრამ, ამავდროულად რთულიც, რადგან გარკვეულ თვითდისციპლინას მოითხოვს. “ჯადოსნური აბის” მიღებაყველა პრობლემის ერთიანად გადაწყვეტის იმედით – ძალიან მარტივი საქმეა, მაგრამ, სამწუხაროდ შეუძლებელი! თუ გსურთ თქვენი ჯანმრთელობის მოფრთხილება და შენარჩუნება – მაქსიმალურად ეფექტური მეთოდით, მაშინ შემდეგ წესებს დაემორჩილეთ:

  • იკვებეთ მრავალფეროვანი და ბალანსირებული რაციონით
  • მიირთვით მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული – მთელი წლის განმავლობაში
  • ნუ მიირთმევთ სწრაფი კვების ობიექტებში, ნუ მიძალებით ტკბილეულს, რაფინირებულ პროდუქტებს, ალკოჰოლს.
  • დაანებეთ თავი მოწევას!
  • იზრუნეთ პროდუქტების სწორად შენახვაზე.
  • თავი აარიდეთ საკვების ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია ორგანიზმის ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინება და რაციონის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით შედგენა! ჩვეულებრივ ეს ნაბიჯები საკმარისია ვიტამინების უკმარისობის აღმოსაფხვრელად!

დაიმახსოვრეთ: ვიტამინების უკმარისობის დროს, უნდა გაირკვეს თუ რომელი კონკრეტული ვიტამინების აკლია თქვენს ორგანიზმს და მხოლოდ მათ შესავსებად მოხდეს სინთეტიკური ვიტამინების მიღება! ნუ მიიღებთ ვიტამინების “ყოველი შემთხვევისთვის” ან “მარაგის” შექმნის მიზნით!

იკვებეთ სწორად და იქნებით ჯანმრთელი!