Connect with us

ყვავილები

გაზაფხულზე ხახვს უხვად რწყავ, რომ შემოდგომაზე მდიდარი მოსავლით ვიამაყო

ხახვი უპრეტენზიო კულტურად ითვლება, რომლის მოყვანას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. თუმცა დროული გამოკვება მოსავლის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. Alltime გიამბობთ, რით გამოკვებოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ კარგი შედეგი მიიღოთ.

რით გამოვკვებოთ ხახვი

ზრდის სტიმულირებისთვის გაზაფხულზე პირველი სასუქი მიაწოდეთ. სასურველია, იცოდეთ, თუ როგორ მიწასთან გაქვთ საქმე, სანამ სასუქს დაუმატებთ. გამოცდილი მებაღეები გირჩევენ, რომ ხახვის დარგვამდე ნიადაგი კალიუმით და ფოსფორით (საჭიროზე ნახევარი რაოდენობა) გამოკვებოთ. თუ ხახვის მოყვანას მწვანილისთვის აპირებთ, ორგანული და აზოტის სასუქები უფრო მეტად მიაწოდეთ.

თუ მსხვილი ბოლქვები მეტად გაინტერესებთ – ორგანული და აზოტის სასუქების მიწოდება შეამცირეთ. ამ დროს ფოსფორის და კალიუმის სასუქები კი უნდა სჭარბობდეს. მოდით, ხახვის ძირითადი სასუქები რიგის მიხედვით გავარკვიოთ.

  1. აზოტი. სასუქი ღამით მსხვილი ბოლქვების ფორმირებას ხელს უწყობს, დღისით კი – ხახვის ბუმბულის (მწვანე ხახვი) ზრდას.
  2. ფოსფორი. ხელს უწყობს წვნიანი ბოლქვების ფორმირებას მსხვილი ფურცლებით და კარგი ფესვების სისტემით. ეს ხახვს სიცხის და გვალვის ადვილად გადატანაში ეხმარება.
  3. კალიუმი. ფურცლების გამჭვირვალობაზე, გემოსა და არომატზეა პასუხისმგებელი.

რეკომენდებულია, რომ მჟავე ნიადაგს კალციუმის ნიტრატი და შარდოვანა დაუმატოთ. თუ კალციუმი არ გყოფნით, კომპლექსური სასუქი „ბრექსილი“ გამოიყენეთ. პირველ ეტაპზე აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ნარევი 18:6:14 პროპორციით შეყავთ. შემდეგ შეგიძლიათ მეტი კალიუმი, ფოსფორი და მიკროელემენტები 10:20:10 პროპორციით დაუმატოთ. ზრდის შუა პერიოდში პროპორციები იცვლება 5:14:28.

აი, როგორ სასუქს და ნიადაგს ანიჭებს უპირატესობას ხახვი: მას კალიუმის ქლორიდი, მჟავე და მარილიანი ნიადაგი არ უყვარს. გახსოვდეთ რომ ხახვი ნიადაგიდან ყველა სასარგებლო ელემენტს იწოვს. მიწა თითქმის მთლიანად აზოტისგან დაიცლება. ეს კულტურა კალიუმს და ფოსფორს უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც საკმაოდ იყენებს.

რომელი სასუქები სჭირდება დასაწყისში

  1. აზოტის სასუქი (შარდოვანა) – 20 გრ 1 კვადრატულ მეტრ მიწაზე. თავდაპირველად, მთელი სასუქის ნახევრით გამოკვებეთ, დარჩენილი ნაწილი სამ გამოკვებაზე გადაანაწილეთ.
  2. ფოსფორის სასუქი (სუპერფოსფატი) – 20 გრ 1მ²–ზე. პირველ რიგში, დიდი ნახევარი მიაწოდეთ, დანარჩენი მცირე ულუფებით ვეგეტაციურ პერიოდში.
  3. კალიუმის სასუქი (კალიუმის ნიტრატი, ნიტროამოფოსკუ) – 25 გრ 1მ²–ზე. პირველად სასუქის ნახევარი დაუმატეთ, დანარჩენი სამ გამოკვებაზე გადაანაწილეთ.

სასუქები კარგია, მაგრამ სწორად მორწყვაც მნიშვნელოვანია, რომ ხახვი არ დააზიანოთ. გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

  1. ხახვის კვლებს ახალი ნაკელი არ უნდა დაუმატოთ. სჯობს წყალხსნარი გამოიყენოთ.
  2. თუ ორგანულ სასუქს ჭარბად გამოიყენებთ, მწვანილი კარგი იქნება, მაგრამ თავად ბოლქვები პატარა.
  3. ხახვი ფესვებთან ისე მორწყეთ, რომ მწვანილს არ შეეხოთ.
  4. თუ სასუქს დარგვის დროს აწვდით, სასუქის მიწოდებამდე და დამუშავების შემდეგ მიწა კარგად უნდა მორწყათ.
  5. რეკომენდებული არაა, კვლების მორწყვა და სასუქის მიწოდება, თუ მოსავლის აღებამდე დაახლოებით 3 კვირა დარჩა.

სასურველი შედეგის მისაღებად თქვენი რეგიონის კლიმატი, ნიადაგის ტიპი, ასევე ხახვის კონკრეტული სახეობის თავისებურებები უნდა გაითვალისწინოთ. ძირითადი წესების დაცვით და სასუქის სწორი მიწოდებით უხვ მოსავალს მიიღებთ. წარმატებებს გისურვებთ!