Connect with us

ჯანმრთელობა

გავთავისუფლდეთ ჰერპესისგან ერთ დღეში

ჰერპესი – ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული დაავადებაა და მიუხედავად იმისა თუ რამდენად იშვიათად გაწუხებთ ის, სასიამოვნო მასში მაინც არაფერია…

განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მისთვის დამახასიათებელი გამონაყარი ტუჩზე. გარდა იმისა, რომ შემაწუხებელ ქავილს იწვევს, საშინლად გამოიყურება და გვაიძულებს რამდენიმე დღით დავემალოთ უცხო თვალს.

ამ სტატიაში ხალხურ მეთოდებზე მოგითხრობთ რომელიც ამ პრობლემას სულ რაღაც 1 დღეში აგაცილებთ!

რძე

ბამბის ტამპონი 1.5 %-იან რძეში დაასველეთ და ჰერპესით გაღიზიანებულ ადგილზე დაიდეთ,
(თუ 1,5 % რძე არ გაქვთ, შეგიძლიათ ნებისმიერი ცხიმის შემცველობის რძე გამოიყენოთ) არ ჩამოიბანოთ ვიდრე თვითონ არ გაშრება. ეს პროცედურა ყოველ 2-3 საათში გაიმეორეთ და საღამომდე ჰერპესის ბუშტუკები უკვალოდ გაქრება.

ძირტკბილას ფესვი

ძირტკბილას ფესვი – შესანიშნავი საშუალებაა ჰერპესის წინააღმდეგ, დააქუცმაცეთ ის ძალიან წმინდად, დაამატეთ იმდენი მდუღრე წყალი, რომ ფაფის კონსისტენცია მიიღოთ და გამონაყარზე დაიდეთ, ამის გაკეთება ღამით არის უმჯობესი, დაიტოვეთ ის დილამდე  შემდეგ ჩამოიბანეთ.

წყალბადის ზეჟანგი

თუ ტუჩზე უკვე გამოგივიდათ ჰერპესის ბუშტუკები, ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მათი მოწვა წყალბადის ზეჟანგით, გაიკეთეთ ეს პროცედურა ყოველ 2-3 საათში და საღამოს სახე გმონაყარისგან თავისუფალი გექნებათ.


ნიორი

ნიორიც დაგეხმარებათ ჰერპესისგან გათავისუფლებაში. ჩაჭყლიტეთ 1 კბილი ნიორი და მიღებული მასა პრობლემურ ადგილზე დაიდეთ.  ამ მეთოდის გამოყენება მხოლოს სახლში შეიძლება თუმცა ის ზედმიწევნით ეფექტურია.


პიტნის ეთერზეთი

პიტნის ეთერზეთი  ნიორივით  სრულყოფილად კურნავს ჰერპესის გამონაყარს მაგრამ, მისგან სასიამოვნო სუნით განსხვავდება, ასე რომ თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება ხალხმრავალ ადგილებშიც, წაისვით 3 ჯერ დღეში გამონაყარზე და გაღიზიანებულ კანზე. ჩემი აზრით ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ტუჩიდან ჰერპესის მოსაშორებლად.

ალოე

ჰერპესის გაჩენისგან თავის დასაცავად ალოეს წვენიც გამოგადგებათ. შეგიძლიათ მისი წვენი წაისვათან ან უბრალოდ ახალმოტეხილი ფოთოლი მიიდოთ  პრობლემურ ადგილზე – ყოველ 2 საათში ერთხელ.


ყინული

ფიქრობთ, რომ ეს ზედმეტად მარტივია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს?  თუმცა გეტყვით, რომ ჰერპესის პირველი ნიშნების გამოჩენისას, როდესაც ტუჩი გაგისივდებათ, მასზე ყინულის კუბი მიიდეთ, ის შესიებას დააცხრობს და ჰერპესისთვის დამახასიათებელი ინფექციური გამონაყარს შეაჩერებს.

ამ მარტივი რჩევების მეშვეობით,  თქვენ აღარ მოგიწევთ ნერვიულობა იმის შესახებ, თუ როგორ დაფაროთ არასასიამოვნო გამონაყარი ჰერპესის ინფექციის გამწვავების პერიოდში.