Connect with us

სხვა

გადანერგვის ოპერაცია ახალ წელს და ღამით ნამუშევარი 700 საათი. აი რას ნიშნავს იყო ქირურგი

პიზის საუნივერსიტეტო კლინიკის, ღვიძლის ტრანსპლანტოლოგიისა და ქირურგიის განყოფილების ქირურგის დენიელ პეცცატის პოსტი ფეისბუქის ხიტად იქცა – 69 ათასი რეაქციით, 24 ათასი გაზიარებითა და 10 ათასი კომენტარით…

რა დაწერა ასეთი სენსაციური ქირურგმა?! არაფერი განსაკუთრებული – უბრალოდ თავისი ჩვეულებრივი სამუშაო დღე აღწერა, რომელიც 31 დეკემბერს ქონდა…

წაიკითხეთ თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს ქირურგები:

“წელს ღვიძლის 160-ე გადანერგვა განვახორციელეთ.

ეს რეკორდია პიზის ცენტრისთვის და ზოგადად სრულიად იტალიისთვისაც. სამწუხაროდ ჩვენ ამის აღნიშვნის დრო არ გვქონია – მხოლოდ ჭიქა ყავა და წინ – 161-ე ღვიძლის გადასანერგად…

ეს ყველაფერი კი მიუხედავად იმ ცილისწამებისა რომლსაც ჩვენს შესახებ გაზეთებში წერენ და პოლიტიკის მაღალ ეშელონებში საუბრობენ, იმის გამო, რომ ჩვენი და ჩვენი ცენტრის რეპუტაცია შეასუსტონ და ახალი, უსარგებლო ცენტრი გახსნან ფლორენციაში. წელს 100 სამუშაო ღამე მქონდა, ღამით ნამუშევარი 700 საათი, ვიფრინე ათასობით კილომეტრი ვერტმფრენით თუ თვითმფრინავით ორგანოების წამოსაღებად. ამ დროს კი ამ ხალხს მშვიდად, საკუთარ საწოლებში ეძინათ, შემდეგ კი ჩვენი და ჩვენი კოლეგების შედეგებს საკუთარ თავს აწერდნენ.

ზოგჯერ მინდა ეს ხალხი მოვიწვიო გადანერგვებზე და შევძლო კვირა დღის, აგვისტოს, შობის ან ახალი წლის ჩემს შვილებთან გატარება. ზოგჯერ მინდება დღეში მხოლოდ 6 საათს ვმუშაობდე.

გუშინ ჩემი შვილი ფრედერიკო გაბრაზდა, როცა მასთან თამაშის ნაცვლად სამსახურში წავედი. ვუთხარი, რომ ვიღაცის ავადმყოფ მამას უნდა დავხმარებოდი. მან არ იცის ეს რას ნიშნავს, თუმცა სიამაყით იმეორებს, რომ მისი მამა – ტრანსპლანტოლოგია და მასაც სურს როცა გაიზრდება ტრანსპლანტოლოგი გახდეს.

ვამაყობ ჩემი სამსახურით, მაგრამ, დავიღალე იმის დანახვით, თუ როგორ მართავენ ჯანდაცვას არაკომპეტენტური პოლიტიკოსები, როგორ მწურავენ ლიმონივით და როგორ არ ესმით თუ როგორ მსხვერპლზე მიწევს წასვლა…

შემიძლია მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლესა და შვილებს იმისთვის, რომ ითმენენ მეუღლისა და მამის მუდმივ არ ყოფნას.

მათაც და თქვენც ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! დღეს მათ ვერ ვნახავ: რაც არ უნდა უცნაური იყოს – უნდა ვიმუშაო!”

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.