Connect with us

ჯანმრთელობა

ბუტრიმოვის გიმნასტიკა დააბრუნებს კისრის მალებს თავის ადგილზე და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

ოფისში მუშაობა, ტელევიზორთან, სოციალურ ქსელებში ჯდომა, ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, არასწორი კვება – ეს ყველაფერი სხვადასხვა დაავადების მიზეზებია. თუმცა, ყველაზე ხშირი და უსიამოვნო შედეგი ოსტეოქონდროზია. უფრო სწორად, ოსტეოქონდროზი  კისრის ნაწილში. აქედან მოდის თავბრუსხვევა, გულისრევა, ტკივილი კისრის არეში, რომელსაც, ხშირად, დაღლილობას მივაწერთ.

ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური მეთოდია სამკურნალო ტანვარჯიში. იგი გვეხმარება კისრის მონაკვეთში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებაში და მალების სწორი განლაგების აღდგენაში. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ექიმი ბუტრიმოვის სავარჯიშოების კომპლექსი, რომელსაც 30 წლის მანძილზე შეიმუშავებდა. სწორედ ამ სავარჯიშოებს გაგაცნობთ დღეს.

კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალო სავარჯიშოები

კისრის მონავეთის ოსტოქონდროზი არის დაავადება, რომელიც იწვევს მალთაშუა სახსრების ხრტილოვანი ქსოვილების თანდათანობით განადგურებას. სიმძიმე კეფის არეში ან ჩხვლეტა ხელებში ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აწუხებს, თუმცა, რატომღაც, ამ სიმპტომებს უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე, მაგალითად, სურდოს.

როცა საქმე ძლიერ ტკივილებამდე მიდის, თავის მიბრუნებაც კი რთულია, მკურნალობის პროცესი – უფრო რთული, ხარჯიანი და ხანგრძლივია. აღვნიშნავთ, რომ დაავადების პირველი ნიშნები თავს 25 წლის ასაკში იჩენს.

კისრის არეში უამრავი სისხლძარღვია განლაგებული, სწორედ ამიტომაა საშიში ოსტეოქონდროზი ამ ნაწილში, რამდენადაც მალებს შორისაა მოქცეული ხერხემლის არტერია, რომელიც ზურგის ტვინს ამარაგებს სისხლით. შედეგად ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, შესაძლებელია წონასწორობის შეგრძნების დაკარგვაც.

ექიმი ვლადიმერ ბუტრიმოვი – რეფლექსოთერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და ინსტრუქტორია სამკურნალო ტანვარჯიშისა. 30 წელზე მეტი იგი შეისწავლიდა და არჩევდა საუკეთესო მეთოდებს კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. მისმა მეთოდიკამ უამრავი ადამიანი დააინტერესა.

მოცემული ვიდეოთი, ექიმი ბუტრიმოვი გასწავლით სავარჯიშოების შესრულების ტექნიკას. მიჰყევით ინსტრუქციებს ზედმიწევნით და ტკივილები მალევე მოგეხსნებათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.